
კანის მოვლა ჩვევად უნდა იქცეს. თქვენ იცით, რომ კბილები უნდა გაიხეხოთ. თუმცა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ეს სწორად გააკეთოთ, თორემ ყველა მცდელობა ამაო იქნება. ჩვენ გადავწყვიტეთ ექსპერტთან გასაუბრება იმის შესახებ, თუ რომელ შეცდომებს უშვებენ გოგონები ყველაზე მეტად, სახის ყოველდღიური მოვლის დროს. გადახედეთ და ამოიცანით საკუთარი თავი.
1. სახისთვის განკუთვნილი პროდუქტის წასმა თვალის გარშემო
საქმე ისაა, რომ თვალის გარშემო კანი ძალიან თხელია და მის ქვეშ არაა განლაგებული ქონის ჯირკვლები. სახისთვის განკუთვნილი პროდუქტის ამ ზონაზე გამოყენებით, თქვენ თვალის გარშემო კანს ტვირთავთ და დამატებით აშრობთ ინგრედიენტებით, რომლებსაც სახის კრემი შეიცავს. იდეალში, თვალის გარშემო კანისთვის კრემი უნდა ატენიანებდეს და კვებავდეს მას, აგრეთვე, წყვეტდეს ინდივიდუალურ პრობლემებს, მაგალითად, აშორებს შავ წრეებს და მოჰყავს ტონუსში.
2. კრემის ან გელის სქლად წასმა თვალის გარშემო
თვალისთვის განკუთვნილი პროდუქტი მინიმალური რაოდენობით უნდა გამოიყენოთ, თხელ ფენად და აუცილებლად ორბიტალური ძვლის გარშემო. ნუ დაატანთ დიდ ძალას თითებს, თორემ ასე დამატებით ნაოჭებს გამოიწვევსთ. სისხლის მიმოქცევის სისტემა კანთან ძალიან ახლოსაა მოთავსებული, ამიტომ, ორბიტალური ძვლიდან იგი “გადაიტანს” ყველა საჭირო მკვებავ ნივთიერებას დანარჩენ მონაკვეთებზეც.
3. კანის აგრესიული წმენდა ყოველდღე
მაგალითად, ყოველდღე, დაბანის შემდეგ, სკრაბის, პილინგის ან გამწმენდი ნიღბის გამოყენება. ასეთი ყოველდღიური პროცედურები გაანადგურებს ეპიდერმულ ფენას, რომელიც იცავს კანს გარე გამღიზიანებლებისგან. ღრმა წმენდას მიმართეთ კვირაში 1-2-ჯერ, ოღონდ არა ყოველდღე.
4. მაკიაჟის ჩამობანა ტონიკით
ტონიკი ან ტონერი გაწმენდის შემდეგ ისმება, იგი ავიწროებს ნასვრეტებს და აღადგენს კანის pH დონეს. დეკორატიული კოსმეტიკის ტონიკით მოხსნისას, თქვენ ჭუჭყს აზავებთ, ეხმარებით მას ნასვრეტებში შეღწევასა და იქ გამოკეტვაში. ასეთი ყოველდღიური ექსპერიმენტები კანზე გამონაყრით ან მუწუკებით იჩენს თავს. ტონიკი კანის მოვლის მეორე საფეხური უნდა იყოს და მხოლოდ გაწმენდის შემდეგ უნდა გამოიყენებოდეს, ანუ სუფთა კანზე უნდა ისმებოდეს.
5. შრატისა და კრემის შერევა და სახეზე წასმა
სახის მოვლის საშუალებები სწორი თანმიმდევრობით, ფენებად უნდა წაისვათ. შრატი, მაგალითად, კანის უფრო ღრმა ფენებში აღწევს და იქ მუშაობს, კრემი კი ზედაპირზე რჩება და დამცავ ფენას ქმნის.
6. მაკიაჟით დაძინება
ტონალური კრემი, ჰაილაითერი და ფერ-უმარილი ღამით კანის ქონს შეერევა, ერთად კი ნასვრეტებს ავსებს და ანთებას იწვევს. მეორე მომენტი – განახლების პროცესის დარღვევა: ღამით კანი უნდა აღდგეს, რაშიც ხელს კოსმეტიკის ფენა უშლის. საბოლოოდ, სახის გაფერმკრთალებასა და ახალ ნაოჭებს ვიღებთ.
7. ღრმა მოქმედების პროდუქტის ყოველდღიური გამოყენება
შრატი მოქმედი კონცენტრირებული ინგრედიენტების ნარევია, რომლიც წელიწადში რამდენიმე კურსად უნდა გამოიყენოთ, ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. შრატის შეძენამდე, შესანიშნავი იქნებოდა კონსულტაციის გავლა კოსმეტოლოგთან. ახლა ზოგიერთი მწარმოებელი უკვე ნეიტრალური შემადგენლობის შრატებს ამზადებს, ყოველდღიური გამოყენებისთვის, ამ შემთხვევაში კი პროდუქტი წელიწადის 365-ივე დღისთვისაა შესაფერისი.
8. ნიღბის საჭიროზე მეტხანს გაჩერება, მასთან ერთად ძილი ან საუბარი
თითოეულ ნიღაბს თავისი მოქმედების პერიოდი აქვს: მაგალითად, თიხის ნიღაბი 10-15 წუთში მოქმედებს – გამოწოვს კანიდან ტოქსინებსა და ჭუჭყს, 20 წუთში იგი შეწყვეტს მოქმედებას და დაიწყებს სუფთა, გახსნილ ნასვრეტებში იმ ყველაფრის “შეტენვას”, რაც მანამდე დააგროვა. ნახევრადშემღწევი ნიღბები, მაგალითად, კანს უწყვეტს ჟანგბადთან წვდომას, რაც ზრდის საჭირო ნივთიერებების “შეწოვადობას”, 30 წუთში კი ასეთი ნიღაბი გაღიზიანებას გამოიწვევს. დაიცავით ინსტრუქციებში მითითებული წესები.
9. პროდუქტის პიპეტის შეხებით წასმა, “როგორც ინსტაგრამზე”
საქმე ისაა, რომ პიპეტები და დოზატორები იმისთვის შეიქმნა, რომ კანთან კონტაქტი შემცირდეს. კანის მიკრობიომი 3000-მდე ბაქტერიას ითვლის. თითოეული მათგანი მხარს უჭერს კანის pH ბალანსის შენარჩუნებას, შესაბამისად, რაც უფრო ნაკლები რამ შეეხება სახეს, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება ეს ბალანსი. წაისვით პროდუქტი სუფთა ხელზე და გადაანაწილეთ მთელ სახეზე.
10. არარეგულარული მოვლა
კანის დილა-საღამოს წმენდა, ტონუსში მოყვანა და დატენიანება აუცილებელია. ასეთი რუტიან გაახანგრძლივებს უჯრედებისა და კანის ახალგაზრდობას. არარეგულარულობა მხოლოდ უკუეფექტს მოგცემთ.