რომელი ზეთი ავირჩიოთ სახის მოსავლელად?

0
818

როგორ ავირჩიოთ კოსმეტიკური ზეთი სახისთვის? რაზე გავამახვილოთ ეგრე? ზეთები ნატურალურ კოსმეტოლოგიასა და კოსმეტიკის წარმოებაში საკმაოდ ხშირად გამოიყენება. ეს იმიტომ, რომ იგი კანისთვის საჭირო ელემენტებს შეიცავს.

რითაა სასარგებლო სახის ზეთი?

კოსმეტიკური ზეთი, სწორად გამოყენების შემთხვევაში, თითქმის ყველა კანის მოვლის საშუალებას ჩაანაცვლებს. არ გჯერათ? Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ საუკეთესო კოსმეტიკურ ზეთებს სახისთვის, რომლებიც შემდეგ სასარგებლო თვისებებს ფლობენ:

  • შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს;
  • აღმოფხვრის კანის სიმშრალესა და აქერცლვას;
  • დააგლუვებს ნაოჭებს;
  • მოგაშორებთ მაკიაჟს;
  • გაწმენდს კანის ნასვრეტებს;
  • სახის კანს ათანაბრებს;
  • კანს ხავერდოვნებას შესძენს;
  • ააჩქარებს მიმოცვლით პროცესებს;
  • ააქტიურებს რეგენერაციის პროცესს;
  • მოგაშორებთ მუწუკებს, ანთებებს, შავ წერტილებს.

სახის კოსმეტიკური ზეთები

არსებობს ცხიმიანი ძირითადი და ეთერზეთები. პირველის წასმა გაწმენდილ სახეზე სუფთა სახითაც შეიძლება – ეს კანს არგებს. ეთერზეთი კი მსუბუქი, მფრინავი საშუალებაა. იგი სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში, გაშორებთ მუწუკებსა და შავ წერტილებს, ააქტიურებს მიმოცვლით პროცესებს. თუმცა, მას წერტილოვნად ისვამენ პრობლემურ ზონაზე, ან ურევენ ძირითადს, კანი რომ არ გადაშრეს.

ძირითადი ზეთები გამოირჩევა სისქით, ბოჭკოვნობითა და სიმტკიცით. კანის ტიპისა და პრობლემის მიხედვით, სხვადასხვა ზეთია საჭირო. მაგალითად, ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის რეკომენდებულია მსუბუქი

  • გარგრის;
  • ყურძნის;
  • ან ჟოჟობას ზეთი.

მშრალი, აქერცლვისკენ მიდრეკილი და გაუწყლოებული კანისთვის გამოდგება

  • სელის;
  • ხორბლის ამონაცენების;
  • აბუსალათინის;
  • ან ავოკადოს ზეთი.

არსებობს უნივერსალური, ყველა ტიპის კანისთვის შესაფერისი ზეთებიც, რომლებიც არ ხერგავს ნასვრეტებს და თითქმის არ აქვს უკუჩვენება. ასეთებია:

  • ნუშის;
  • ჟოჟობას;
  • ქოქოსის ზეთები.

ეთერზეთები კარგია ანთების ჩასაცხრობად და კანის გასაწმენდად. მას უშუალოდ ანთებულ ადგილას ან მუწუკზე ისვამენ. აგრეთვე, შეიძლება მისი დამატება ნიღბებსა და ძირითად ზეთებში, სწრაფი ეფექტის მისაღებად.

როგორ გამოვიყენოთ ზეთი სახეზე?

  • სუფთა სახით;
  • კოსმეტიკაში დამატებით;
  • კრემის ქვეშ;
  • ნიღბებში;
  • სამასაჟედ.

გაითვალისწინეთ, რომ ზეთი მხოლოდ გაწმენდილ კანზე უნდა წაისვათ. პროცედურის შემდეგ, ნარჩენები მშრალი ხელსახოცით უნდა მოიშოროთ.

გაფრთხილება:

როგორც ყველა ნატურალურ საშუალებას, ზეთებსაც შეუძლია ალერგიის გამოწვევა. მოვლენათა ასეთი განვითარება თავიდან რომ აიცილოთ, გააკეთეთ მგრძნობელობის ტესტი. მცირე რაოდენობით ზეთი წაისვით იდაყვის შიდა ნაკეცზე და შეაფასეთ რეაქცია 20-30 წუთში. თუ სიწითლე, ქავილი ან სხვა უსიამოვნო შეგრძნება გაჩნდა, ალერგია გაქვთ.