იდეალური ვარიანტი სახის კანისთვის: კარტოფილის ნიღაბი კანის ელვარებასა და წამოწევას უზრუნველყოფს

0
970

სახის კანის ნიღბები, სწორად შერჩეული ინგრედიენტებით, კანის სილამაზის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში გვეხმარება. მათი მოსამზადებელი პროდუქტი ყოველთვის ხელმისაწვდომია და მრავალფეროვანი ნიღბის მომზადების შესაძლებლობას იძლევა.

სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც კარტოფილის ბოლქვების შემადგენლობაშია, კანზე ძალიან სასარგებლო გავლენას ახდენს. კარტოფილის ნიღაბი განსაკუთრებით სასარგებლო ასაკოვანი კანისთვის გახლავთ.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ კარტოფილის ნიღბის რეცეპტებს სახის კანის გაახალგაზრდავებისთვის.

სახის ნიღაბი კარტოფილით

კარგი შედეგის მიღების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ნიღბების რეგულარული გამოყენებაა. მნიშვნელოვანია რეცეპტის სწორად შერჩევა, რათა იგი მაქსიმალურად შეეფერებოდეს კანის ტიპსა და მდგომარეობას.

ნიღბების გამოყენების პერიოდულობა ასეთია: 2-3-ჯერ კვირაში, 1-2 თვის განმავლოვაში.

ლიფტინგი: კარტოფილი თაფლით

კვებავს, ჭიმავს, ტონუსში მოჰყავს, აგლუვებს ნაოჭებს, აახლებს კანს.

  • კანიანად მოხარშული კარტოფილისგან პიურე მოამზადეთ.
  • დაუმატეთ თითო ს.კ. თბილი რძე და ზეითუნის ზეთი.
  • მიღებულ მასას დაუმატეთ 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი.
  • მოურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
  • წაისვით ფენებად: როგორც კი ერთი გაშრება, დაამატეთ მეორე.
  • ჩამოიწმინდეთ ნარჩენები ბალახის ნაყენით ან გრილი წყლით.

ნაოჭების წინააღმდეგ: ალოეს ნიღაბი

რეკომენდებულია მშრალი კანისთვის. აგლუვებს, ატენიანებს, აახალგაზრდავებს და აახლებს კანს. კარგია 35 წლის შემდეგ.

  • კარგად გარეცხეთ 1 საშუალო კარტოფილი და მოხარშეთ.
  • დაჭყლიტეთ და გააგრილეთ კომფორტულ ტემპერატურამდე.
  • ალოეს ფოთოლი, საუკეთესო ეფექტისთვის, სწორად უნდა იყოს მომზადებული.

მოჭერით ალოეს ფოთოლი, გაახვიეთ ქაღალდში ან ბამბის ქსოვილში და მოათავსეთ მაცივარში 1 ღამით. დილით გამოიღეთ, გაფცქვენით და დაწურეთ წვენი.

  • 1 ს.კ. ალოეს წვენი, სელის თესლი და თბილი რძე დაუმატეთ პიურეს.
  • ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  • წაისვით სახეზე და 20 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნაოჭების საწინააღმდეგო: ზეითუნის ზეთით

ეს იდეალური ვარიანტია 40 წლის ასაკში, როცა ეპიდერმისი შრება. დიდებულად კვებავს, აუმჯობესებს ელასტიურობას, ათანაბრებს ტონს და აახლებს კანს.

  • პიურედ აქციეთ კარტოფილის 1 კანიანი ბოლქვი.
  • ჩაასხით 1 ს.კ. ზეითუნის თბილი ზეთი.
  • ქათმის ნედლი კვერცხი ათქვიფეთ და დაუმატეთ მასას.
  • 1 ჩ.კ. ქატო შეურიეთ და დატოვეთ რამდენიმე წუთით.
  • კანზე წაისვით ნიღაბი, 20 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

კარტოფილის ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა სახლის კოსმეტიკაში. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, კანი დაიჭიმება, დაგლუვდება, ასტიმულირებს მიმოცვლით პროცესებსა და კოლაგენის გამომუშავებას. კარგია ნებისმიერ ასაკში.