
უბრალო საკვები ჟელატინი უფრო ეფექტურად მუშაობს, ვიდრე მაღაზიებში გასაყიდი კოლაგენის შემცველი კრემები. საქმე იმაშია, რომ კოლაგენის მოლეკულები ძალიან დიდია და კანის ღრმა ფენებში ვერ შედის, ამიტომ ყველა კოლაგენის შემცველი კრემი არ მუშაობს. აი, ჟელატინი ჰიდროლიზირებული კოლაგენია, მისი მოლეკულები დაყოფილია და კანში უფრო მარტივად აღწევს. სწორედ ამიტომ, ჟელატინის ნიღბები ძალიან ეფექტურია. მათი დახმარებით კანს კოლაგენით გამოკვებავთ, ჩამოწელილ კანს მოიშორებთ, კანს ელასტიურობას და სიმკვრივეს დაუბრუნებთ, სახის ოვალს დაჭიმავთ და წვრილ ნაოჭებს გაიქრობთ.
Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ძალიან ეფექტურ საშუალებას კოლაგენით სახის და ყელის გასაახალგაზრდავებლად. სრული კურსი – 10 ნიღაბი. თითო ნიღაბი სამ დღეში ერთხელ კეთდება. კურსის ჩატარების შემდეგ 1 თვე შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. შემდეგ კიდევ შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ.
ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 5 ს/კ რძე
- 1 ს/კ საკვები ჟელატინი
- 1 კვერცხის გული
- 11 წვეთი A ვიტამინი
- 11 წვეთი E ვიტამინი
- 1 ჩ/კ ზეითუნის ან ატმის ზეთი
მომზადება:
- რძე სუსტ ცეცხლზე შეათბეთ, ადუღებამდე არ მიიყვანოთ, მაქსიმუმ 40 გრადუსამდე შეათბეთ.
- რძეს ჟელატინი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ერთგვაროვანი ნარევი უნდა მიიღოთ.
- ცეცხლიდან გადმოდგით და ნახევარი საათით გააჩერეთ.
- ნახევარი საათის შემდეგ ჟელატინის ნარევს კვერცხის გული დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- ვიტამინები და ზეთი დაუმატეთ, კიდევ ერთხელ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- მიღებული მასა წყლის ორთქლზე შეათბეთ.
- თბილი ნიღაბი სახეზე წაისვით და 20-30 წუთით გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კურსის ჩატარების შემდეგ კანი უფრო გლუვი გახდება, სახის ოვალი დაიჭიმება, ნაოჭები გასწორდება.
ნიღბის გამოყენების წინ მგრძნობელობაზე ტესტი ჩაიტარეთ – შეამოწმეთ, გიხდებათ თუ არა.
სასიამოვნო პროცედურას გისურვებთ!