
Girl.ge-ს რედაქცია გასწავლით 10 სასარგებლო ხრიკს, რომ ტუჩები უფრო მოცულობითი, გლუვი და მიმზიდველი გახდეს.
1. სკრაბი გამოიყენეთ
დიახ, რეგულარული წმენდა და აქერცვლა არა მხოლოდ სახეს, არამედ ტუჩებს სჭირდება! სკრაბი ტუჩებს უფრო გლუვს და ნაზს ხდის, ასევე მასში სისხლის ნაკადს ზრდის. ასე ტუჩები უფრო კაშკაშა და სქელი გახდება. აუცილებელი არაა, რომ კოსმეტიკის მაღაზიებში საყვარელ ქილებში ფული დახარჯოთ. უბრალოდ 1 სუფრის კოვზი თაფლი (არა ძალიან თხელი), შაქარი და ქოქოსის რძე აურიეთ. 2-3 წუთით დაიმასაჟეთ და წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
2. ან უბრალოდ კბილის ჯაგრისით გაიწმინდეთ
ტუჩებსაც გაწმენდა სჭირდება. ამ მარტივი მოქმედებით მშრალ კანს საიმედოდ მოიშორებთ და სისხლის მიმოქცევას გააძლიერებთ. ნებისმიერი ტუჩსაცხი 10–ჯერ უკეთ დაგაჯდებათ.
3. ტუჩები კონსილერით მოხაზეთ
კონსილერი არა მხოლოდ სახის ნაკლოვანებებს ფარავს. ასე ტუჩებს ვიზუალურად მოცულობას შემატებთ, ამავდროულად კონტურის ფანქრისთვის „ადგილს გაწმენდთ“.
4. სცადეთ მაკიაჟი გრადიენტის ეფექტით
არსი იმაშია, რომ ტუჩის კონტური და გარე ნაწილი უფრო მუქი ფერით შეიღებოთ, შუა ნაწილი – მსგავსი, ოღონდ უფრო ღია ფერით. საზღვრები ფუნჯით აუცილებლად ჩაშალეთ. სინათლის და ჩრდილების თამაშის ხარჯზე უფრო მოცულობითი ტუჩების ეფექტს მიიღებთ. თუ მაკიაჟში განსაკუთრებით ძლიერი არ ხართ, მარტივი ვარიანტი არსებობს – მზა ორფერიანი ტუჩსაცხი შეიძინეთ. მას პოპულარულ ბრენდებში იპოვით.
5. დარიჩინით გარისკეთ
დარიჩინი მგრძნობიარე კანისთვის არაა. დარიჩინი სანელებლის ფორმატში და მისი ეთერზეთი სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. სწორედ ამიტომ, დროებით გადიდებული ტუჩების ეფექტს მიიღებთ, თუ ასეთ სკრაბ–ნიღაბს გაიკეთებთ: 2 ს/ ქოქოსის ზეთი, 1 ს/კ შაქარი და რამდენიმე წვეთი დარიჩინის ზეთი აურიეთ. ტუჩები ნაზად დაიმასაჟეთ და ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეფექტს დაუყონებლივ დაინახავთ. პროცედურის წინ მგრძნობელობაზე ტესტი აუცილებლად ჩაიტარეთ, რადგან ზოგისთვის ზეთთან კონტაქტი უკუჩვენებულია.
6. ახალი კონტური დაიხატეთ
კონტურის ფანქარი კოსმეტიკის ჩანთაში აუცილებელი ნივთია. „Overcontouring” – წარმოუდგენლად პოპულარული მაკიაჟის ტექნიკაა, რომელიც თითოეულ გოგოს კონტურის ფანქრის გადაჭარბებაზე უფლებას აძლევს. არსი იმაშია, რომ კონტური ტუჩის ბუნებრივი საზღვრიდან ოდნავ ზემოთ მოხაზოთ. მთავარი წესი: ფანქარი და ტუჩსაცხი მაქსიმალურად ერთნაირი შეფერილობის უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში 90–იანი წლების პამელა ანდერსონის ეფექტს ვერ აიცილებთ. ეს ის არაა, რაც გჭირდებათ.
7. მუქ ტუჩსაცხებს მოერიდეთ
ლამაზია, მაგრამ ტუჩებს აპატარავებს. ასეთი ტუჩსაცხები მოდაშია, მაგრამ ტუჩებს უმოწყალოდ აპატარავებს. გირჩევთ, მუქი ტუჩსაცხი შესაფერის ფანქართან ერთად და „overcontouring”–ის ტექნიკაში გამოიყენოთ.
8. ჰაილაითერი – თქვენი დამხმარე
თხელი ფუნჯით და ჰაილაითერით შეიარაღდით (სასურველია, თხევადი), რომ ზედა ტუჩის მრუდი და მასზე არსებული ჩაღრმავება გამოკვეთოთ. სინათლის ლაქა ამ ზონაზე ყურადღებას მიიქცევს და ვიზუალურად უფრო სქელს და მოცულობითს გახდის. ოპტიკური ილუზია ნამდვილად მუშაობს.
9. ტუჩის ბლესკი შეიყვარეთ
სველი ფინიში მიმზიდველი მოცულობისთვის. კარგი, პრიალა ბლესკი, რომლითაც მხოლოდ ზედა და ქვედა ტუჩების ცენტრებს გამოკვეთ, უკვე „wow-ეფექტს“ გპირდებათ. ოღონდ ბზინებს მოერიდეთ, ამ მიზნისთვის შესაფერისი არაა.
10. ტინტი სცადეთ
კორეულ სერიალებში ქალების ნაზი და ბავშვურად სქელი ტუჩების საიდუმლო. ტინტი გამძლე კოსმეტიკური პიგმენტია. თუ მას მხოლოდ პირაპირზე წაისვამთ და საზღვრებს ოდნავ ჩაშლით, ლამაზ გრადიენტს და მოცულობით ეფექტს მიიღებთ. ამ მაკიაჟის გამძლეობის კი ნებისმიერ ტუჩსაცხს შეშურდება.
ნემსები და სკალპელი – სილამაზის უკიდურესი ზომაა, რომლის გარეშეც შეგიძლიათ ადვილად გამოძვრეთ. სახის ღირსებების მაკიაჟის დახმარებით გამოკვეთის შესახებ ჯერ კიდევ ათწლეულების წინ იცოდნენ.