
შესანიშნავი მაკიაჟი ეს ლამაზი სახეა, რომელზეც მაკიაჟი არ ჩანს!
როცა ადამიანი თავს ვიზაჟისტად წარმოიდგენს, თვალის კაშკაშა მაკიაჟით იწყებს. თუმცა მაკიაჟის ხელოვნება არა კაშკაშა ფერებში, არამედ იმაშია, რომ სახის ინდივიდუალური მახასიათებლები მაქსიმალურად კარგად დაამუშაოთ, ლამაზი ნაწილი გამოკვეთოთ, არასასურველიდან აქცენტი სხვა რამეზე გადაიტანოთ.
სწორედ ამიტომ, დღეს Girl.ge-ს რედაქცია გასწავლით პრინციპს, რომლის გაგებით სახეზე არასასურველ ამობურცულობას დამალავთ. თან ამის გაკეთებას დამოუკიდებლად შეძლებთ.
აქვე გაფრთხილებთ, თუ აქ შემოხვედით აზრით, „მაჩვენეთ, სად წავისვა წრიულად“, პასუხს ვერ იპოვით. წარმატებული შედეგისთვის საჭიროა დაფიქრება და საკუთარ სახეზე გაცნობიერებულად მუშაობა!
მაკიაჟის მიმართ გონივრული მიდგომა, ფოტოშოპი არაა. მაკიაჟი ფიზიკას არ ცვლის, მხოლოდ აღქმაზე მანიპულირებს, მხედველობას და ყურადღებას ატყუებს.
მოკლედ, თუ მზად ხართ, მარტივით დავიწყოთ.
აი, ჩვენ გვაქვს წრე, ის ბრტყელია.
ახლა ამ წრეს დავუმატოთ ჩრდილი. და სასწაული, ახლა ასეთი ბრტყელი აღარ ჩანს.
ჩვენი წრე კიდევ უფრო მეტ მოცულობას იძენს, როცა სინათლის ლაქას ვუმატებთ!
თქვენ იკითხავთ, რა შუაშია აქ სახე?
წარმოიდგინეთ ბავშვის სახე. ის თავად ბურთია, რომელზეც ცოტა ჩრდილია. არაა ასაკობრივი რელიეფი, რომელიც დამატებით სინათლის ლაქებს და ჩრდილებს ქმნის.
სახე, რომელზეც ტომრები, ცხვირ–ტუჩის ნაკეცები გაჩნდა, კვლავ ვიზუალურად გლუვი რომ გავხადოთ, 2 რამ გვჭირდება.
1. ლამაზ, კონტრასტულ ელემენტებზე ყურადღების გადატანა.
2. ჩრდილების და სინათლის ლაქების ინტენსივობის შემცირება, ჩრდილებზე ხაზის გასმა და სინათლის ლაქების გამქრქალება.
ხალხი ნაოჭებს ყურადღებას რომ არ აქცევდეს, წამწამები ლამაზად უნდა გააფორმოთ და თვალის ფერი გამოკვეთოთ.
მოცულობა რომ ვერ შეამჩნიონ, ჩრდილები უნდა ამოანათოთ პუდრით (მსუბუქი აბრეშუმის, სინათლის ამრეკლავი პუდრი), ხოლო სინათლის ლაქები მატე პუდრით დაფაროთ, რომელიც კანს სინათლის არეკვლას ხელს შეუშლის.
ფაქტობრივად, ყველა ამონაზნექი ჩრდილებისა და სინათლის ლაქებისგან შედგება.
აი, როგორ უნდა დაშალოთ ყველა არათანასწორობა ჩრდილებსა და სინათლის ლაქებს და მათზე ვიმუშაოთ.