ფსიქოლოგიური ტესტი: რომელი ქალი გრძნობ თავდაუჯერებლობას

0
874

ზრდასრული ადამიანი საკუთარი მოქმედებებისა და ემოციების კონტროლს სწავლობს. არსებობენ საკუთარი საქმის ისეთი „ოსტატები“, რომლებიც გრძნობებს იმდენად პროფესიონალურად მალავენ, რომ გამოცდილი ადამიანიც დაფარულ ემოციებს ვერ გამოიცნობს.

ადამიანი შეიძლება გარეგნულად მშვიდად გამოიყურებოდეს, შიგნით კი სრული ქაოსი სუფევდეს. თუმცა შინაგანი განცდები არ ჩანს. ხალხს წარმოდგენაც არ აქვს, რომ ასეთ ადამიანთან ურთიერთობისას ვნებების ოკეანესთან ურთიერთობს.

ჟესტები არის ის, რაც გვააშკარავებს, თუმცა მისი წაკითხვა უნდა იცოდეთ. როგორც წესი, ჟესტიკულაციას საფუძველი არ აქვს და უნებურად ხდება. მხოლოდ ფსიქოლოგიური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ამ მოძრაობების ამოცნობა.

ადამიანებიც კი, რომლებიც დაჯილდოებული არიან ისეთი თვისებებით, როგორიცაა თავდაჯერებულობა და თვითკმარობა, ზოგჯერ გარეგნულ და შინაგან დაურწმუნებლობას ავლენენ. გადაწყვეტილების მიღებისას ყველა ადამიანს ახასიათებს ყოყმანი ან ორჭოფობა, მაგრამ ყველას გვსურს, რომ ძლიერი და თავდაჯერებული გამოვჩნდეთ, ამიტომ ემოციების დამალვას ვცდილობთ.

ზოგჯერ თანამოსაუბრეს ვაღიზიანებთ, როცა პასუხზე ვფიქრობთ.ჩვენგან დაუყონებლივ პასუხს ან კონკრეტული ქმედების განხორციელებს ითხოვენ და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ დაურწმუნებლობა გვაბნევს.

ტესტი, რომელსაც დღეს Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ, შესაძლებლობაა, რომ ჟესტების წაკითხვის მხრივ თქვენი ცოდნა შეამოწმოთ.

მთავარ სურათზე მოცემულია დაახლოებით ერთი და იმავე ასაკის 3 ახალგაზრდა ქალი. თუმცა დაურწმუნებლობა მხოლოდ ერთს აწუხებს. იპოვეთ ეს ქალი.

სწორი პასუხი: შეხედეთ ქალს, რომელსაც პირში რაღაც ნივთი უჭირავს. ეს ყოყმანის ნიშანია, რომელიც შეგიძლიათ შეადაროთ ცხვირზე ან ნიკაპზე ხელის შეხებას.

უცხო საგანი – დამატებითი დროის გამოყენების მეთოდია. ეტიკეტის თანახმად, ჭამის დროს ჩუმად უნდა იყოთ. აქ ვხედავთ, რომ ქალს პირში კალამი უდევს, ერთგვარი საკვების შემცვლელი.