როგორ ფიქრობთ, რომელ ჭიქაში ასხია ყველაზე მეტი წყალი

0
774

სკოლის წლები შესანიშნავია! თუმცა ფიზიკის გაკვეთილებზე ყველა დიდი სიამოვნებით არ დადიოდა. ფიზიკის ფორმულები და კანონები უმეტესობა მოსწავლეებისთვის ნამდვილი სასჯელი იყო.

დაზეპირება და შპარგალკების გაკეთება გვიწევდა. ასეთ სწავლას ეფექტურს ვერ ვუწოდებთ. თუმცა დროთა განმავლობაში, როცა ადამიანი იზრდება, ცხადი ხდება, რომ ფიზიკის თვისებები ფაქტიურად ყველგან გვხდება.

რა ძალა აიძულებს თვითმფრინავს ჰაერში აწევას? რის ხარჯზე მოძრაობს ავტომობილი? როგორ ჩნდება ელექტრონული დენი როზეტში? როგორ ავხსნათ ლოგიკურად ინტერნეტზე წვდომა? დაუსრულებელი კითხვები, რომლებზეც პასუხები ხშირად არ ვიცით, რადგან სკოლაში ფიზიკას არ ვსწავლობდით ან უბრალოდ გაკვეთილებზე ვაცდენდით.

ფიზიკა საბუნებისმეტყველო მეცნიერებაა, რომელიც ბუნებრივ მოვლენებს იკვლევს. დღეს Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ძალიან საინტერესო ტესტის დახმარებით სკოლაში მიღებული ცოდნა შეამოწმოთ.

ლოგიკა ჩართეთ, რომ მოცემული ტესტი წარმატებით გაიაროთ! სურათზე მოცემულია 4 ჭიქა. თითოეულში გარკვეული ნივთი დევს.

უპასუხეთ კითხვას: რომელ ჭიქაშია ყველაზე მეტი წყალი?

პასუხის გაცემა არ იჩქაროთ და სწორ პასუხებს არ გადახედოთ. ეცადეთ, კითხვას დამოუკიდებლად უპასუხოთ!

აი, სწორი პასუხი:

ყველაზე მეტი წყალი ჭიქა „B“–შია.

თუ წყლიან ჭიქაში რაიმე ნივთს ჩადებთ, მოცულობა შეიცვლება. ამ შემთხვევაში საკანცელარიო სამაგრს პატარა წონა აქვს, ამიტომ ჭიქაში წყლის მოცულობა ნაკლებად არის შეცვლილი. ყველაზე მეტი წყალი ჭიქა „B“–შია.

თუ ტესტი მოგეწონათ, შეგიძლიათ ფიზიკის შესწავლა თავიდან დაიწყოთ ან უბრალოდ ცოდნა განაახლოთ. განსაკუთრებით გამოადგება მშობლებს, რომელთა შვილებიც სკოლაში სწავლობენ.

სავარაუდოდ, მათ დაუსრულებელ კითხვებზე პასუხები ყოველთვის არ გაქვთ. თოვლი, წვიმა, წლის დრო, ცისარტყელა ან მიმავალი მატარებელი, ყველაფერი ბავშვებში უამრავ კითხვას იწვევს.

თქვენ რამდენად კარგად სწავლობდით ფიზიკას, რა შეფასება გქონდათ? მოგვწერეთ კომენტარებში.