ჰორმონების როლი და მათი გავლენა თმის და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე

0
616

უსიცოცხლო თმა, დაღლილი კანი და სუსტი ფრჩხილები გაქვთ? თუ ასეა, დიეტის შეცვლაზე უნდა დაფიქრდეთ.დრო უკან რომ დააბრუნოთ და სხეულს ახალი სახე მიანიჭოთ, ოპტიმალური ჰორმონალური ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ.

ჰორმონალური ბალანსი და ჯანსაღი იერი

ჰორმონები იმუნურ პასუხზე, უჯრედების ზრდასა და ქსოვილების აღდგენაზე გავლენას ახდენენ. დღეს რამდენიმე ძირითად ჰორმონს გაგაცნობთ, რომლებიც გარეგნულ მხარეზე გავლენას ახდენენ. ასევე რამდენიმე მეთოდს გიზიარებთ, რომელიც ჰორმონალური ბალანსის მიღწევასა და კანის გაჯანსაღებაში და გაახალგაზრდებაში დაგეხმარებათ.

ინსულინი

ინსულინის მაღალმა დონემ კანზე ნაოჭების წარმოქმნა შეიძლება დააჩქაროს. ჭარბ ინსულინს შაქრის მაღალი შემცველი პროდუქტების მოხმარება იწვევს. მაგალითად, კექსი, ღვეზელი, თეთრი ბრინჯი და სასმელი სისხლში შაქრის დონის სწრაფად მატებას და ინსულინის დონის ზრდას იწვევს.ამ პროდუქტებზე უარის თქმა და ყოველ 3-4 საათში ცილებით, ნახშირწყლებით და სასარგებლო ცხიმებით მდიდარი დაბალანსებული დიეტის დაცვა ინსულინის დონის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ.ინსულინის დონის ზრდაზე ძილის ხარისხიც გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, საჭირო დროს დასვენება იდეალურია, რომ ინსულინის ზრდა თავიდან აიცილოთ და კანი და თმა გააჯანსაღოთ.

კორტიზოლი

სტრესი ჯანმრთელობისთვის არა მხოლოდ საზიანოა, არამედ კანის უჯრედების დაბერებაზე გავლენას ახდენს. კვლევამ აჩვენა, რომ კორტიზოლის გამო კანში კოლაგენის შემცირება 10-ჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქსოვილი. ამასთან კორტიზოლი ნაოჭების გაჩენის და ჩამოწელილი კანის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავეა.

ესტროგენი

ესტროგენის წარმოება მენოპაუზამდე საკვერცხეების მიერ, ხოლო მენოპაუზის შემდეგ თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ხდება. თირკმელზედა ჯირკვლები ნაკლებ ესტროგენს აწარმოებენ, თუ დაღლილნი არიან, რაც სტრესული ცხოვრების რეჟიმის, არარეგულარული კვების ან ქრონიკული დაავადების დროს ხშირად გვხვდება.საშუალოდ, ქალებში 40 წლის ასაკიდან ესტროგენის დონის მნიშვნელოვნად შემცირება ხდება. თუმცა გამხდარ ქალებში ესტროგენის დონის შემცირება შეიძლება უფრო ადრე მოხდეს.ესტროგენის შემცირებით, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად ხდება, კანი უფრო თხელი და ნაკლებად ელასტიური ხდება. ეს კი ნაოჭების გაჩენას და ჩამოწელვას იწვევს, რადგან ნაკლები კოლაგენის და ელასტინის წარმოება ხდება.რამდენიმე მარტივი დიეტური ცვლილება ესტროგენის დონის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ამაში ფიტოესტროგენის მოხმარება დაგეხმარებათ. მაგალითად, სელის თესლის და ფერმენტირებული სოიოს პროდუქტების მოხმარება.შეგიძლიათ სელის თესლი და ორგანული სოიოს მარცვლები კომბინირებულად მიიღოთ ან სალათებს ან კოქტეილებს დაუმატოთ.ბოსტნეულის, მაგალითად ბროკოლის და ბრიუსელის კომბოსტოს მოხმარება გაზარდეთ. ისინი ინდოლებს შეიცავს. ეს ნაერთები ესტროგენის დასაბალანსებლად აუცილებლად.ბალახები, როგორიცაა ძირტკბილა, ანგელოზა, წითელი სამყურა და შავი ციმიციფუგა, ესტროგენის დასარეგულირებლად გამოიყენება.

ტესტოსტერონი

ტესტოსტერონის ჭარბი რაოდენობა, როგორც ქალებში, ასევე კაცებში სახეზე, მკერდსა და ზურგზე გამონაყარს იწვევს.ასაკის მატებასთან ერთად, ქალები ანდროგენის დონის ზრდას და ესტროგენის დონის შემცირებას განიცდიან. კაცები კი, პირიქით, ესტროგენის დონის მატებას და ტესტოსტერონის დონის შემცირებას განიცდიან, რაც კანის გამოშრობას იწვევს. ტესტოსტერონის დონის ზრდას ბალახების დახმარებით, სტრესის მართვით ან ძალოვანი ვარჯიშებით შეძლებთ.

მელატონინი

კანის და თმის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად შესაბამისად უნდა დაისვენოთ, ამისთვის დღეში 8 საათი ძილი აუცილებელია. მელატონინი და სეროტონინი, ბედნიერების ჰორმონი, ჩვენს კანში ამინომჟავა ტრიპტოფანიდან იწარმოება. თუ საკმარისი რაოდენობის ცილებს არ მიიღებთ, მელატონინის დონე მნიშვნელოვნად შემცირდება.სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მელატონინი თმის ზრდაში მონაწილეობას იღებს და მელანომას იცავს.როგორც ანტიოქსიდანტური ჰორმონი, მელატონინი ულტრაიისფერი სხივებისგან გვიცავს. ამასთან დამწვარი ან დაზიანებული კანის აღდგენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.თქვენ შეგიძლიათ მელატონინის წარმოებას ადგილობრივად მხარი დაუჭიროთ, თუმცა ეს სპეციალისტის დაკვირვებით უნდა მოხდეს. უფრო პრაქტიკული იქნება, თუ საკითხს კარგი დასვენებით გადაწყვეტთ.

პროგესტერონი

ესტროგენის დონისგან განსხვავებით, ქალებში 30 წლის შემდეგ პროგესტერონის დონე მნიშვნელოვნად მცირდება, რაც კანს უფრო უღიმღამოს ხდის.ორსულ ქალებს კანის განსაკუთრებული ბზინვარება ახასიათებთ, რაც პროგესტერონის მაღალი დონით აიხსნება. ეს აღმდგენი ჰორმონი კანის ელასტიურობისა და სისხლის სწორი მიმოქცევისთვის აუცილებელია.

მენოპაუზის და სტრესის დროს მისი დონე მცირდება. პროგესტერონის დაბალი დონე ისეთ მდგომარეობას იწვევს, როგორიცაა წინა მენსტრუაციული სინდრომი და სარძევე ჯირკვლებში ფიბროზულ-კისტოზური კვანძი. ასევე უნაყოფობა, გაზრდილი რისკი და სპონტანური აბორტი, ასევე საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი.