
ძალიან ბევრ ქალს სურს, რომ ღამით ვარცხნილობა გაიკეთოს და დილით ადგომისთანავე მსოფლიოს დასაპყრობად გაეშუროს. თუმცა ასეთი ჯადოქრობის გაკეთება იშვიათად თუ ვინმე იცის. უფრო ხშირად დილით სარკეში ცრემლების გარეშე ჩახედვას ვერ ვახერხებთ. სწორედ ამიტომ, ცოტა უფრო ადრე ადგომა და თავის მოწესრიგება გვიწევს. ამ სტატიის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება!
- სველი თმით არ დაწვეთ – ბევრი თავს ღამით იბანს. პირველ რიგში, ეს დროის ეკონომიის, მეორეც, დილით ბუნებრივი ხვეულებით გაღვიძების საშუალებას იძლევა. თუმცა სჯობს სველი თმით არ დაიძინოთ.სველ მდგომარეობაში თმა უფრო მტვრევადი და დაუცველია. სჯობს თმა ძილის წინ შეიმშრალოთ და კონად შეკრული თმით დაიძინოთ. ასე დილით თმის სახვევი უთო არ დაგჭირდებათ.
- ძილის წინ თმა დაივარცხნეთ – დავარცხნის წინ თმაზე შრატი წაისვით – დილით თმა რბილი და დამჯერი გახდება. მსუბუქი საშუალება გამოიყენეთ, რომელიც თმას არ დაამძიმებს.
- სწორი სავარცხელი გამოიყენეთ – შერეული კბილების მქონე სავარცხელი გამოიყენეთ – ის ხვეულებს არ შლის, თუმცა ვარცხნილობას აწესრიგებს.
- თმას თითებით ჩამოუსვით – თმას ფორმა რომ დაუბრუნოთ და განაახლოთ, წყალი შეიპკურეთ და მთელ სიგრძეზე თითებით ჩამოუსვით. წინასწარ შეგიძლიათ თითის ბალიშებზე ზეთი წაისვათ. ამის შემდეგ თმას სრულ გაშრობამდე არ შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდ შედეგს მიიღებთ.
- აქსესუარი გამოიყენეთ – თმა გაიყავით და უკან, კეფისკენ ოდნავ აიჩეჩეთ. შემდეგ მსხვილი სამაგრი ან რამდენიმე თმის სარჭი დაიმაგრეთ – ასე მოდურ სტილს სწრაფად შექმნით.
- მოცულობა მიანიჭეთ – თუ წამიერი ეფექტი გსურთ, თმა ძირებიდან აიჩეჩეთ. დიდი მოცულობის მისაღწევად თმა მთელ სიგრძეზე სპრეით დაიმუშავეთ. შემდეგ ფენი სუსტ რეჟიმზე ჩართეთ და თმის თერმო დამუშავებისთვის სავარცხელი გამოიყენეთ.
- თმის აბურდვას თავი აარიდეთ – ამის თავიდან ასაცილებლად ღამით ცხენის კუდის ნაცვლად თმა უფრო თავისუფლად შეკარით. ასევე, აბრეშუმის ბალიშზე დაიძინეთ – ის ხახუნს ამცირებს და თმას არ აზიანებს.
- შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმა შეიკარით – თუ ღამით შუბლზე მოკლედ შეჭრილი თმა ურჩი ხდება, დაწოლამდე მისი შეკვრა სცადეთ. რამდენიმე უხილავი სარჭი აიღეთ (მთავარია, ძალიან ახალი არ გამოიყენოთ – ისინი ზედმეტად მჭიდროა) და თმა გვერდებზე დაიმაგრეთ. დილით ფენით გაიშრეთ და ჩამოივარცხნეთ.
- „ცხენის კუდი“ გაიკეთეთ – ამისთვის გელი და ზეთი გამოიყენეთ. პირველი ვარცხნილობაზე და ძირებზე წაისვით, მეორე კი ბოლოებში.