სახის ნიღაბი ილით, გამოვცადე და კმაყოფილი დავრჩი.

0
606

ნესტიან ტროპიკებში უნიკალური მცენარე იზრდება – კარდამონი (ილი), მას ძალიან არომატული თესლი აქვს, რომელიც სუნელად გამოიყენება და ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სანელებელია.

დაფქული კარდამონი – ამ უნიკალური კოსმეტიკური ნიღბის ძირითადი ინგრედიენტია, რომელიც მქრქალ და გაუწყლოვნებულ კანს მომენტალურად აღადგენს. გამოიყენეთ ეს რეცეფტი და ნახავთ, რომ ვარსკვლავური შესახედაობა გექნებათ.

ექსპრეს ნიღაბი სახისთვის კარდამონით

შინაურული ნიღაბი ნატურალური ინგრედიენტებით შედგება და უძლიერესი მატონიზირებელი, დამატენიანებელი და დაჭიმვის ეფექტი გააჩნია. დაღლილობის კვალი თითქოს არც არსებობდა. ეს საშუალება აძლიერებს კანში სისხლის ცირკულაციას, ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას.

კარდამონს ანტისეპტიკური, მასტიმულირებელი და გახურების თვისებები აქვს. საგრძნობლად აძლიერებს ნიღბის დანარჩენი კომპონენტების მოქმედებას. პირველივე მოხმარების შემდეგ ნახავთ, რომ კანი უფრო სუფთა, მკვრივი და ლამაზი გახდება.

ინგრედიენტები:

  • 1. სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1-2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული კარდამონი
  • 1 წვეთი მიხაკის ეთერზეთი

მომზადება და გამოყენება

1. დაფქული კარდამონი აურიეთ ზეითუნის ზეთთან და მიხაკის ეთრეზეთთან. არაჟანი აურიეთ შვრიის ფქვილთან. დაუმატეთ ზეთის ნაზავი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კონსისტენცია კი შვრიის ფქვილით დაარეგულირეთ.

2. დაიდეთ ნიღაბი კარგად გაწმენდილ სახისა და კისრის კანზე. დაიტოვეთ 20 წუთი, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. ნიღბის მოქმედების გაძლიერებისთვის, მისი მიღების წინ გამოიყენეთ სკრაბი თაფლისა და ილის (კარდამონის) ბაზაზე. აურიეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი – 1 ჩაის კოვზ დაფქულ კარდამონთან. დაიდეთ ნარევი კანზე და მცურავი მოქმედებებით დაიმასაჟეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი მეთოდით კანზე ნიღაბი უკეთ იმოქმედებს.

მნიშვნელოვანია ნებისმიერი საშუალების გამოყენებამდე, დარწმუნდეთ, რომ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია არ გაქვთ!

გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას!