
250 გრამი ნიორი დაჭყლიტეთ და ჩადეთ შუშის ქილაში, დაასხით 300 გრამი სპირტი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და დადგით გრილ, ბნელ ადგილას – 10-12 დღის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ნარევი და გაწურეთ. მიიღეთ შემდეგი სქემით:
პირველ დღეს: ჩააწვეთეთ 1 წვეთი სითხე ჭიქის მესამედ რძეში, მიიღეთ უზმოზე და მისი მიღების შემდეგ 40 წუთი ნუ ისაუზმებთ! სადილამდე 30 წუთით ადრე – ორი წვეთი რძეში ჩაწვეთებული ნიორის ნაყენი დალიეთ, ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე კი – სამი წვეთი.
მეორე დღე: მიიღეთ დღეში სამჯერ და ყოველ მიღებაზე დოზა 1 წვეთით გაზარდეთ. ასე მიღება უნდა გააგრძელოთ მეექვსე დღემდე, ბოლო მიღებაზე იღებთ 15 წვეთს.
მეექვსე დღის შემდეგ, ისევ ვაგრძელებთ ნაყენის მიღებას მაგრამ, ყოველ მიღებაზე თითო წვეთს ვაკლებთ. როდესაც 1 წვეთზე დახვალთ, იწყებთ მის 25 წვეთობით მიღებას სანამ ქილაში არსებული ნაყენი არ გამოილევა. გახსოვდეთ – მას იღებთ რძესთან ერთად!
კიდევ ერთი რეცეპტი
კუნელის ნაყოფს (25-30 გრამს) დაასხით 250 გრამი მდუღარე (შეიძლება 250 გრამ წყალზე 1 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილის დამატება), დააყენეთ 40-45 წუთი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30-35 წუთით ადრე.
მკურნალი პროდუქტები
შვრიის ფაფა და მარწყვი – ამ ორი პროდუქტის შეთავსება შესანიშნავად წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან და მათ ანთებასაც კი კურნავს, ამაგრებს და აღადგენს მათ ელასტიურობას!
წითელი ღვინო კარგად აფართოებს სისხლძარღვებს, თეთრი კი მათ ქოლესტერინისგან წმენდს. პროფილაქტიკური მიზნით შეგიძლიათ ეს ორი სასმელი ერთმანეთს შეანაცვლოთ (ერთი დღე თეთრი ღვინო, მეორე დღეს წითელი და ა.შ.), მაგრამ, დრეში 100-150 გრამზე მეტს ნუ დალევთ.
სისხლძარღვების გაწმენდისა და გაფართოებისთვის, კარგია რეცეფტი სოდით, ის უბრალო და ხელმისაწვდომია. 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და დალიეთ უზმოზე.
ამ პროცედურას კვირაში ორჯერ, სამი დღის ინტერვალით აკეთებენ. დანარჩენ დღეებში კი აჯობებს დილა სამკურნალო ბალახების ჩაით დაიწყოთ.