
C ვიტამინი კოსმეტიკურ საშუალებებში იშვიათობა არაა: ეს უცვლელი ინგრედიენტია, რომელიც კანს ბზინვარებას და სიმტკიცეს მატებს. მას ტოქსინები გამოაქვს, უჯრედებს აღადგენს, სახეზე ნაცრისფერ ელფერს (ოფისის თანამშრომლების მთავარი მტერი) აქრობს.
თქვენს სილამაზის რაციონში ეს საშუალება ჩართეთ და შედეგებს თვალი ადევნეთ: კანი ბზინვარე, გლუვი გახდება და ყოველდღიურად ტონალური კრემების გამოყენებაზე უარს იტყვით. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ C ვიტამინის საშუალების გამოყენების შემდეგ მზისგან დამცავის გამოყენება აუცილებელია, თან პროდუქტს მოკლე ვადა აქვს: შეფუთვაზე გამოყენების ვადა ყურადღებით წაიკითხეთ.
Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 9 საშუალებას C ვიტამინით, რომლებიც კანს ბზინვარებას და სიგლუვეს დაუბრუნებს.
Dr. Barbara Sturm, შრატი C ვიტამინით სახის თანაბარი ფერისთვის The Good C Vitamin C Serum
Dr. Barbara Sturm-ის ლაბორატორიის ახალი პროდუქტი. შრატი C ვიტამინის უნიკალურ ნარევს შეიცავს, რომელიც სამი განსხვავებული კონცენტრაციით და ფორმით არის ხელმისაწვდომი. დამატებით შეიცავს თუთიას, რომელიც მოქმედებს, როგორც გამაძლიერებელი და C ვიტამინს კანში შეღწევისკენ უბიძგებს. შრატი პიგმენტაციას აქრობს, სახის ფერს ათანაბრებს და ბზინვარებას ანიჭებს. კანის ტონუსს ზრდის და საკუთარი კოლაგენის და ჰიალურონის მჟავის წარმოებას ხელს უწყობს.
გარდა ამისა, ეფექტური ანტიოქსიდანტია, რომელიც კანს ჟანგვითი სტრესისგან იცავს და მზისგან დამცავ კრემთან ერთად შესანიშნავად მოქმედებს, მის ეფექტს აძლიერებს. შრატი C ვიტამინით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამოუკიდებლად კრემის ქვეშ დილა/საღამოს, ასევე Dr. Barbara Sturm-ის სხვა შრატებთან და დამატენიანებელ საშუალებებთან შერევით.
ფასი: 700 ლარი
Rodial, სახის ტონიკი კანის ბზინვარებისთვის C ვიტამინით “Vit V”
ამ საშუალებაში შემავალი ჰიალურონის მჟავა ტენიანობას ინარჩუნებს და მის აორთქლებას ხელს უშლის. C ვიტამინი კანს ათანაბრებს და აღიავებს, მუქ ლაქებს აღიავებს და კანის ელასტიურობის გასაზრდელად კოლაგენის წარმოებას ააქტიურებს. გლიკოლის მჟავას ძლიერი ამქერცლავი და კანის განმაახლებელი თვისებები აქვს, კანის ნაკლოვანებებს აქრობს და კოლაგენის წარმოებას ხელს უწყობს. სალიცილის მჟავა კანის ზედაპირზე უჯრედებს ქერცლავს და ფორებს ნაზად წმენდს, რის წყალობით გაფართოებული ფორები და შავი წერტილები ნაკლებად შესამჩნევია.
პირველივე გამოყენების შემდეგ კანი უფრო გლუვი, მბზინვარე და ნათელი ხდება, დროთა განმავლობაში მუქი ლაქები ნაკლებად შესამჩნევი ხდება. რამდენიმე გამოყენების შემდეგ გამონაყარი და გაფართოებული ფორების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. სახის კანი უფრო ახალგაზრდავდება, წვრილი და ღრმა ნაოჭები სწორდება, ხანგრძლივი გამოყენებისას ნაწიბურები და კანის ნაკლოვანებები ქრება.
ფასი: 227 ლარი
Helena Rubinstein, შრატი Force C
კაშკაშა ფორთოხლისფერ ბოთლში C ვიტამინის 10%–იანი კონცენტრაცია. მწარმოებლებმა სცადეს C ვიტამინის სამი ტიპის გაერთიანება, ფორმის გაუმჯობესება (ის 1995 წლიდან არსებობს) და მყიდველებს შესთავაზეს იდეალური საშუალება – ის კანს ოდნავ ათბობს და შესამჩნევ ეფექტს დაუყონებლივ იძლევა!
ფასი: 570 ლარი
Darphin, სახის კრემი 8-Flower Nectar Oil Cream
სპა–არომათერაპიის მოყვარულებს მოეწონებათ. კონსისტენციით ოდნავ გამდნარი ცვილია – ბლანტი, მდნარი. კანთან შეხებისას არომატული ზეთი ხდება. ფორმულაში შედის ზეთები (შია, ავოკადო, ჟოჟობა, მაკადამია, ზეთისხილი), C და E ვიტამინები. უკანასკნელი კომპონენტები გაუწყლოებულ კანს აცოცხლებენ და დაღლილობის კვალს აქრობენ.
ფასი: 282 ლარი
Lancome, კონცენტრატი Visionnaire Pro Vit C FI
საშუალება მათთვის, ვინც უკვე დიდი ხანია სხვადასხვა პროდუქტებით ექსპერიმენტებს ატარებს და თითქმის პროფესიონალური ფორმულების გამოყენების არ ეშინია. აქ, C ვიტამინი 15%–იანი კონცენტრაციით გვხვდება, ამიტომ დღეში მაქსიმუმ ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ. რამდენიმე წვეთი (ზუსტად 5) თითის ბალიშებით სუფთა, მშრალ სახეზე წაისვით, შემდეგ საყვარელი კრემი დაუმატეთ. გაითვალისწინეთ: გახსნიდან ზუსტად ერთი თვე გაქვთ, რომ კურსი ჩაიტაროთ. შემდეგ საშუალება გამოსადეგი არაა.
ფასი: 250 ლარი
Lumene, კრემი Valo Glow Reveal Vitamin C
Lumene–ს ყველა საშუალება შეიცავს არქტიკულ წყაროს წყალს, რომელიც კანს ატენიანებს და აღადგენს. ამ კრემში შედის ვიტამინების ნაკრები: C, B3, B5, E, ომეგა ცხიმოვანი მჟავები და ჰიალურონის მჟავა. შედეგად, კრემი კანს ღრმად ატენიანებს, ბზინვარებას ანიჭებს და იდეალურია, როგორც SOS საშუალება სანაპიროზე ან თვითმფრინავში რამდენიმე საათის გატარების შემდეგ.
ფასი: 75 ლარი
Clinique, ემულსია Fresh Pressed Daily Booster
ამ ემულსიის გამოყენება მთელი პროცესია: დამცავი მემბრანა უნდა მოხსნათ, ჯოხის ღილაკს დააჭიროთ და ორი ტექსტურის არევას დაელოდოთ – მოკლედ, სჯობს შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციას მიყვეთ. თუმცა შედეგი ამად ღირს. C ვიტამინი 10%–იანი კონცენტრაციით შესანიშნავად მუშაობს: უკვე რამდენიმე დღეში შეამჩნევთ, რომ ტონი გათანაბრდა, ხოლო პიგმენტაცია განულდა.
ფასი: 257 ლარი
Dr. Pierre Ricaud, კონცენტრატი C ვიტამინით
კონცენტრატი პრაქტიკულად თავად უნდა აურიოთ: ამპულაში C ვიტამინი ჩაასხათ, შეანჯღრიოთ და კანზე წაისვათ. იმწამსვე მცირე ჩხვლეტას იგრძნობთ – შესანიშნავია, გამოდის, კონცენტრატი მუშაობს. შედეგს ერთ კვირაში შეაფასებთ: კანი ბზინვარე და ნათელი გახდება.
ფასი: 117 ლარი
SkinCeuticals, შრატი Serum 10
ამ ბრენდის შრატები თავის საქმეს ხუთიანზე აკეთებენ. ყველაფერი დეტალურად მოფიქრებული ფორმულების წყალობით. მაგალითად, Serum 10–ში ეფექტი მიიღწევა სინერგიული მოქმედების ფეროლის მჟავის და სუფთა L-ასკორბინის მჟავის მაღალი კონცენტრაციით, ასევე ph მჟავებით. C ვიტამინი კანში ღრმად აღწევს და ბზინვარებაზე მუშაობს, ასევე სიბერის ნიშნებს ანეიტრალებს.
ფასი: 307 ლარი