
თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, რომ სახლის პირობებში 30 წუთში სახის დაჭიმვა შესაძლებელია, თან ისე, რომ ვიზუალურად შესამჩნევი იყოს, გირჩევთ ყურადღება კორეულ ლიფტინგ–ნიღაბს PEPPLUS+ მიაქციოთ. 40 წლის განმავლობაში პირველად აღმოვაჩინე საშუალება, რომლის ეფექტიც უკვე 30 წუთის შემდეგ თვალშისაცემია. ჩვეულებრივ, ასეთ შედეგს მხოლოდ კოსმეტოლოგთან ვიზიტის შემდეგ ვიღებდი.
Girl.ge-ს რედაქცია გიზიარებთ კორეული ლიფტინგ–ნიღბის PEPPLUS+ შესახებ ერთ–ერთ მომხმარებლის შეფასებას. ნახეთ, როგორი შედეგი მიიღო.
„გამარჯობა, მე ნატალი ვარ. არ შემიძლია, არ გიამბობთ ნიღბის შესახებ, რომელიც რეალურად მუშაობს და მის გაკეთებას სახლის პირობებში, მოსახერხებელ დროს კომფორტულად შეძლებთ. ეს ანტიასაკობრივი პროგრამაა სახის კანის სწრაფად დასაჭიმად.
დეფორმაციული ტიპის დაბერება მაქვს და ოვალი საგრძნობლად იწელება. კომპლექსური მოვლით ტონუსის შენარჩუნებას ვცდილობ, ამიტომ დადებითი შეფასებების მქონე პოპულარულ საშუალებებს ხშირად ვტესტავ.
ორიოდე სიტყვა ორკომპონენტიანი ნიღბის PEPPLUS+ შესახებ. შეფუთვის დიზაინი პრეზენტაბელური და ლაკონურია (იდეალურია ღირსეული საჩუქრისთვის). სასიამოვნოა, რომ მწარმოებლები ზრუნავენ იმ მასალების ხარისხზე, რომლიდანაც შეფუთვა მზადდება.
ჩემი ნაკრები 4 პროცედურაზეა გათვლილი, მაგრამ 8 პროცედურიანი ნაკრებიც არსებობს. ნიღბის ეფექტი დაგროვებითია, ანუ ყოველი გამოყენების შემდეგ შედეგი უმჯობესდება და უფრო დიდხანს გრძელდება. რეკომენდებულია, ნიღაბი კვირაში 1–3–ჯერ გაიკეთოთ, ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისად. გადავწყვიტე, კვირაში ერთხელ გავიკეთო.
ჯადოსნური ნარევის მოსამზადებლად 2 კომპონენტი ერთმანეთს უნდა აურიოთ. პირველი კომპონენტი – სახის ესენცია ლიფტინგის ეფექტით (ამპულები), მეორე – გამოხდილი წყალი და გელის წარმომქმნელი კომპონენტები.
შემადგენლობაში შედის: მაღალ კონცენტრირებული პეპტიდური კომპლექსისა და მცენარეული ინგრედიენტების კომბინაცია. ნარევი ფუნჯით ავურიე, რომელიც ნაკრებს მოყვება.
უბრალოდ ამპულის სითხე პლასტმასის ჭურჭელში გადავიტანე და ფუნჯის გარე მხრიდან კარგად ავურიე. ჟელეს მსგავსი მასა მივიღე. ნარევი სუფთა, მშრალ სახის კანზე უნდა წაისვათ. თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ.
ნიღბის წასმის შემდეგ სახის დაჭიმვა ვიგრძენი. ყოველ წუთს დაჭიმვა ძლიერდებოდა.
ამ დროს ზურგზე უნდა დაწვეთ, არ ილაპარაკოთ, არ გაიღიმოთ, სახის კუნთები არ დაჭიმოთ. ნიღბის ქვეშ სახე საერთოდ არ მოძრაობს: ტუჩები არ მოძრაობს, სახის ოვალი დაჭიმულია, თვალები ისე მაღლა იწევს, რომ გამომეტყველება გიჟური ხდება.
რაიმე უსიამოვნო ან მტკივნეული შეგრძნება არ მქონია, მხოლოდ დაჭიმულობა.
საწყალი ჩემი მეუღლე, როცა დამინახა, იფიქრა, რომ წებო წავისვი. „ნამდვილად არ აგრევია ტუბები, დახმარება გჭირდება?“ – მკითხა მან.
ხუმრობის გარეშე, ნიღაბი ნამდვილად მუშაობს. გამოადგება მათ, ვინც საკუთარ თავზე კომპლექსურად ზრუნავს, ანუ ყოველდღიური, ჩვეული მოვლის გარდა გირჩევთ ამ ნიღბით კანის ღრმა ფენებიც გააღვიძოთ.
პირველ ვიზუალურ ეფექტს პროცედურის შემდეგ დაუყონებლივ დაინახავთ. 30 წუთში ნიღაბი კანის ღრმად გაწმენდას, გამოკვებას და დატენიანებას ასწრებს.
ნიღბის გამოყენების შემდეგ კანი წარმოუდგენლად გლუვი და თანაბარი გახდა. წვრილი ნაოჭები სრულად გაქრა. ერთმნიშვნელოვნად, ამ ნიღბის გამოყენებას გავაგრძელებ. თუ თქვენც, ჩემსავით, არ გჯერათ, რომ მსგავსი საშუალება არსებობს, ახლა ნათლად წარმოგიდგინეთ.
უნდა გესმოდეთ, რომ ნებისმიერ დადებით ეფექტს შენარჩუნება სჭირდება, მით უმეტეს პროცედურა შეგიძლიათ დამოუკიდებლად ჩაიტაროთ.
თამამად შემიძლია გირჩიოთ ლიფტინგის ნიღაბი PEPPLUS+, როგორც ეფექტური და მოქმედი პროდუქტი კანის ღრმა ფენებში ლიმფური დრენაჟის პროცედურებისთვის და სახის ლიფტინგისთვის. ვიმედოვნებ, მიმოხილვა გამოგადგებათ“.