
თმის მოვლისა და გაძლიერებისთვის ყველაზე მარტივი გზა სწორი მკურნალობაა. დღეს Girl.ge–ის რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ნატურალური ინგრედიენტებით.
ადამიანზე პირველი შთაბეჭდილების მოხდენისას თმა დიდ როლს ასრულებს. როცა თმა მშრალი და უსიცოცხლოა, ადამიანი დაუდევრად გამოიყურება. ჩვენს დროში თმაზე მხოლოდ ქალები არ ნერვიულობენ. მამაკაცებიც გარეგნობის გასაუმჯობესებლად მეთოდებს ეძებენ.
თმის სიგრძის, ფერის და ტიპის მიუხედავად, ერთი რამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: რთულია, რომ თმას სილამაზე შემატოთ.
თმის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე რამდენიმე ფაქტორი გავლენას ახდენს, მათ შორის:
- მზე
- დაბინძურებული გარემო
- ვიტამინების დეფიციტი
- ქიმიური ნივთიერებების გამოყენება
- გენეტიკა
დღეს გიზიარებთ შესანიშნავ რეცეპტს, რომლის დახმარებით თმის ცვენას შეაფერხებთ, მას უფრო ბზინვარეს, ჯანმრთელს და ძლიერს გახდით.
ინგრედიენტები:
- 10 წვეთი როზმარინის ეთერზეთი
- შამპუნი ნეიტრალური PH–ით
- 2 კაფსულა E ვიტამინი
- ნახევარი ლიმონის წვენი
მომზადება და გამოყენება:
- ყველა ინგრედიენტი შამპუნის ბოთლში აურიეთ.
- ნარევი კარგად შეანჯღრიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
- ამის შემდეგ, შამპუნი ჩვეულებრივ გამოიყენეთ.
- თმაზე ძირიდან წვერამდე წაისვით.
- თავის კანი დაიმასაჟეთ და 10 წუთით გაიჩერეთ.
- და ბოლოს, თმაზე თბილი წყალი გადაივლეთ.
ლიმონის გამო შამპუნი მხოლოდ ღამით გამოიყენეთ და მეორე დღეს მზეზე გასვლას მოერიდეთ.
ყოველი შემთხვევისთვის ამ შამპუნის გამოყენების წინ ალერგიაზე ტესტი გაიკეთეთ: ცოტა ნარევი კანზე წაისვით და რამდენიმე წუთით დაელოდეთ. თუ გაღიზიანება ვერ შენიშნეთ, შეგიძლიათ უპრობლემოდ გამოიყენოთ.