
ვიღაცისთვის სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა; ვიღაცას სიყვარული სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ურთიერთობაში თავდაჯერებულობის შეგრძნებას აძლევს; ვიღაცისთვის, ესაა ვნება, სითბო, რომელსაც პარტნიორები ერთმანეთს უცვლიან, მათი პატიების უნარი, პარტნიორის მოსმენისა და გაგების უნარი…
Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომლის მიხედვითაც გაიგებთ, რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული.
1. თუ პირველი ქალბატონი აირჩიეთ, ესე იგი, თქვენთვის სიყვარული მოთხოვნილებაა, რომელიც სხვა ყველაფერზე მაღლა დგას. სიყვარულში პოულობთ ემოციურ უსაფრთხოებას. თქვენი გაგებით, სიყვარული გულახდილობასა და მეგობრობაზე უნდა დამყარდეს.
თქვენთვის ეს ყველაზე ლამაზი გრძნობაა. ყველა წარსულმა განცდამ, დანაკარგმა და იმედგაცრუებამ ემოციურ, გულუხვ, მგრძნობიარე და სენტიმენტალურ ადამიანად გაქციათ. აუცილებლად გჭირდებათ ნამდვილი სასიყვარულე ბუდე, რომელშიც თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ.
დარწმუნებული ხართ, რომ სიყვარულში მნიშვნელოვანია პარტნიორთან სრულყოფილად შერწყმა, და რომ სიყვარულში ეჭვების ადგილი არაა.
2. თუ მეორე კარტი აირჩიეთ, ესე იგი, თქვენთვის სიყვარული უანგარო გრძნობაა. თქვენ სენტიმენტალური რომანტიკოსი ხართ, გულუხვად გასცემთ სითბოს, მხარდაჭერასა და სინაზეს. გიყვართ ყურადღების სხვადასხვა ნიშნების ჩუქება და მიღება: ყვავილები, კანფეტები, რომანტიკული გასეირნება თუ მოგზაურობები, გულისამაჩუყებელი სიტყვები.
იცით, რომ სიყვარული ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოტივაცია შეიძლება იყოს, იგი ადამიანს ცხოვრებისა და წინსვლის საშუალებას აძლევს.
თქვენ არ დგამთ ხოლმე პირველ ნაბიჯს სიყვარულისკენ, რადგან უარყოფის გეშინიათ. დიდი ალბათობით, ენდობით ბედისწერას. თუ სიყვარული საპასუხო აღმოჩნდება, მხოლოდ მაშინ შეიგრძნობთ გემოს. ქორწინებაში ოჯახის უფროსის როლზე პრეტენზია არ გაქვთ. ნაზი, მოსიყვარულე მეუღლე და ძალიან მზრუნველი მშობელი იქნებით.
3. თუ მესამე ქალბატონი აირჩიეთ, ესე იგი, თქვენთვის სიყვარული არის პარტნიორთა კავშირი, მათი პასუხისმგებლობა ერთიმეორეზე. სიყვარული გაძლევთ სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ხვალინდელი დღის გარანტიის შეგრძნებას. მხოლოდ მტკიცე კავშირი გინდათ, რომელშიც პარტნიორს გაუგებთ და ერთმანეთს მხარს დაუჭერთ.
თქვენ არ გაინტერესებთ სიყვარული მოვალეობების გარეშე. აფასებთ ხანგრძლივ და მტკიცე ურთიერთობებს, რომლებიც, სასურველია, მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. გჭირდებათ ყურადღებიანი და მზრუნველი მეუღლე, რომელიც თქვენთვის ნამდვილ მეგობრად, ბავშვებისთვის კი კარგ მშობლად გამოდგება. თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური ბმებია. ახლობლებისგან ყოველთვის ელით მხარდაჭერასა და შექებას.
4. მეოთხე კარტი აირჩიეთ? ეს იმას ნიშნავს, რომ თავს მთლიანად უძღვნით ურთიერთობასა და პარტნიორს. თქვენი სიყვარული სახლში იდეალური ატმოსფეროსა და თქვენი პარტნიორისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობის შექმნით გამოიხატება. სიყვარული შთაგაგონებთ და მოტივაციას გაძლევთ.
თუმცა, სიყვარულშიც ხედავთ პრაქტიკულ მხარეს. რამდენადაც მუდმივად შეპყრობილი ხართ განსახორციელებელ გეგმებზე ფიქრით, მთლიანად მოდუნება არ შეგიძლიათ. კარგი პარტნიორი ეცდება თქვენს დამშვიდებას, დაძაბულობის მოხსნას, რომლებიც ქვეცნობიერის დონეზე გღრღნით.
უნდა გესმოდეთ, რომ სიყვარული რაღაც უფრო მეტია, ვიდრე სუფთა ანალიზი და გათვლა. ესაა ვნება, სითბო, რომელსაც ერთმანეთს აძლევთ, პატიობთ, უსმენთ და გესმით.