ტესტი: აირჩიეთ ქვა – იგი ცხოვრებისეულ გზას გიჩვენებთ

0
679

თითოეულ ნივთს აქვს თავისი უხილავი ენერგეტიკა. ქვას შეუძლია, ადამიანს თავისი თვისებები გადასდოს, მოუტანოს იღბალი, დაეხმაროს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვა და მისი მფლობელი ერთმანეთს ენერგეტიკულად ემთხვევიან.

ამის განსაზღვრა ძალიან მარტივია – აირჩიეთ ქვა და გაიარეთ ტესტი. დახედეთ წარმოდგენილ გამოსახულებას და იგრძნობთ, რომ ერთ-ერთი ქვა საგრძნობლად გიზიდავთ. აირჩიეთ თქვენი თილისმა.

1. ოპალი

თუ თქვენი ყურადღება ოპალმა მიიპყრო, ესე იგი, მორალურად გამოფიტული ხართ და მას ქვეცნობიერის დონეზე სთხოვთ ენერგიას. თავს სწორ ადგილას ვერ გრძნობთ, ყოველდღიურმა მოვლენათა მონაცვლეობამ გადაგღალათ. მშვიდი და ზომიერი ცხოვრების სურვილი ახლა თქვენზე იმარჯვენს. თუმცა, არ იცით, ამას როგორ მიაღწიოთ.

ეცადეთ, რამდენიმე დღით დაისვენოთ და ისინი საკუთარ თავს მიუძღვნათ. აღიდგინეთ აზრები, გაახარეთ თავი რამით. დამიჯერეთ, ეს პერიოდი მალე დასრულდება და ისევ შეძლებთ ყოველდღე სიხარულით ადგომას, თქვენს აზრებს სხვა აღარაფერი გასვრის.

2. მალაქიტი

მწვანე ქვა იძლევა სიმშვიდეს, ავსებს მფლობელს დადებითი ენერგიით, შთააგონებს ოპტიმიზმს. თუ ეძებთ ნიშანს, რომელიც წინსვლისთვის სიგნალს მოგცემთ, იგი უკვე მიიღეთ.

თამამად იარეთ წინ, ოცნებებისკენ. მალე გელით დიდი სურპრიზი, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის. სასიყვარულო საქმეებში მწვანე მალაქიტი ყოველთვის დაიცავს შეყვარებულებს.

3. მზის ქვა

თქვენს ცხოვრებაში, ამ მომენტისთვის ყველაფერი კარგად მიდის. ქვა მიგითითებთ მზისკენ, სწორედ ის გინათებთ გზას. ყველა სურვილს ახდენის უნარი აქვთ, თუ ეს კარგად გაითავისეთ.

მეექვსე გრძნობა არასდროს გიღალატებთ. ენდეთ მას და განაგრძეთ წინსვლა. სიყვარუში მზის ქვა ჰარმონიულ და ხანგრძლივ ურთიერთობებს უწყობს ხელს.

4. ობსიდიანი

მზად ხართ, გაარღვიოთ ჩაკეტილი წრე, რომელიც დიდი ხანია გბოჭავთ. როგორც ჩიტი გალიიდან, ისე გაიჭრებით თავისუფლად და ღრმად ჩაისუნთქებთ. ქვა გასწავლით სიბრძნეს, ოპტიმიზმის შენარჩუნებას წარუმატებლობების დროს, ყველაფერში დადებითი მომენტების დანახვას.

მეტად იკონტაქტეთ ადამიანებთან, იცხოვრეთ ემოციების ზღვაში და ხშირად გაიღიმეთ. ვერც კი მოასწრებთ იმის შენიშვნას, თუ როგორ განათდება სამყარო თქვენ გარშემო.

5. ჰაულაითი

ეს ინტუიციის ქვაა. იგი ადამიანების ინტუიტურად შეგრძნებაში დაგეხმარებათ. ახლოს არ უშვებთ მათ, ვისაც თქვენთვის ზიანის მოყენება შეუძლიათ. ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ თქვენი სიზმრები ხშირად ხდება.

ხოლო ყველაფერი, რასაც თუნდაც ბრაზის დროს ამბობთ, მომავალში სრულდება. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ აზრებსა და ქცევებს, არ შემოუშვათ მათში ბოროტება. თუ ჯერ კიდევ არ შეხვედრიხართ მეორე ნახევარს, ინტუიცია მის ათასში გამორჩევას შეგაძლებინებთ.

6. დალმატინი იასპერი

სერიოზული და მიზანმიმართული ადამიანი ხართ. არასდროს ჩერდებით, სანამ საქმეს ლოგიკურ დასასრულამდე არ მიიყვანთ. თუმცა, არჩეული ქვა გირჩევთ, რომ ყველაფერს ამდენად სერიოზულად არ მოეკიდოთ.

მეგობრებთან ერთად მცირე დასვენება არ გაწყენდათ. თქვენს გრანდიოზულ გეგმებში ადგილი უდარდელ სიცილსაც უნდა ჰქონდეს. გამოვლენილი უდარდელობა საყვარელ ადამიანს ნამდვილად მოეწონება.