
დიდ და ლამაზ მკერდზე ბევრი ქალი ოცნებობს. ზოგი თამამად წვება ქირურგიულ მაგიდაზე, ზოგი ჩუმად შურიანობს, თუმცა, პლასტიკურ ოპერაციაზე ვერ მიდის. Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯი არ გახლავთ. არსებობს რამდენიმე მარტივი, თუმცა, ეფექტური საშუალებები, რომლებიც მკერდს პლასტიკური ქირურგის დახმარების გარეშე გაზრდის.
წარმოგიდგენთ 6 საშუალებას მკერდის გასაზრდელად.
- ჰიალურონის მჟავა – არავითარი ფუშ-აფ ლიფები და პლასტიკური ოპერაციები! კოსმეტოლოგს შეუძლია, თქვენი ყველა უკმაყოფილება გამოასწოროს და აქციოს ისინი სილამაზედ, სიამოვნებად. ჰიალურონის მჟავის ფილერები მკერდს იმპლანტებივით ეფექტურად გაადიდებს. თუ ძალიან პატარა მკერდი გაქვთ, გაეშურეთ სალონში, სადაც მსგავს პროცედურებს ატარებენ. თუმცა, გაითვალისწინეთ რამდენიმე პრობლემაც, რომლებსაც წააწყდებით ამ პროცედურის ჩატარების დროს ან შემდეგ. ჯერ ერთი, პროცედურა ძალიან ძვირადღირებულია. მეორეც, ფილერები შეიძლება სხვა ნაწილებში გადავიდეს, ამას კი ვერ გააკონტროლებთ. დაბოლოს, მკერდის დაავადებების დიაგნოსტირება ძალიან გართულდება, სარძევე ჯირკვლებში უცხო ნივთიერების არსებობის გამო.
- მაკიაჟი – სულ 10 წუთია საჭირო მკერდის გამოსაკვეთად და ვიზუალურად გასადიდებლად. მაკიაჟისთვის დაგჭირდებათ ტონალური კრემი, კონტურინგისთვის საჭირო პროდუქტი და ჰაილაითერი. ტონალური წაისვით დეკოლტეს ზონაზე, T-ის ფორმით, შემდეგ კონტურინგით გადაუარეთ მოცემულ ზოლებს და გადაანაწილეთ ფუნჯით. ჰაილაითერი უნდა წაისვათ ლავიწის ძვლებზე. გახსოვდეთ, რომ მსგავსი მაკიაჟის ყოველდღე გაკეთება რთულია. თუმცა, თუ გარეთ გასვლას აპირებთ, ასეთი საშუალების გამოყენება კარგი იქნება.
- დაიცავით დგომი – როცა ქალი მხრებში იხრება, მკერდი ძალიან პატარა და უშნო ჩანს. ამიტომ, სახლში სარკესთან ივარჯიშეთ, გამოასწორეთ დგომი. მკერდი წინ წამოწიეთ და იგი გაცილებით დიდი გამოჩნდება.
- სპეციალური სავარჯიშოები – მკერდის სილამაზისა და ზომისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორი სავარჯიშოების შესრულებაც. ამისთვის იდეალურია ცურვა, ნიჩბოსნობა, აზიდვები. თუმცა, ზოგადად, სარძევე ჯირკვლების სილამაზისთვის მნიშვნელოვანი არამხოლოდ მკერდის ცალკეული სავარჯიშოები, არამედ სრულყოფილი ვარჯიშია, კვირაში სამჯერ. მთელი სხეული ფორმაში რომ იყოს.
- სკოჩი – გახდით მეორე კიმ კარდაშიანი და გაიმეორეთ მისი ვარსკვლავური საიდუმლო. მან დიდი ხნის წინ გვაჩვენა, როგორ იდიდებს მკერდს სკოჩით. თუმცაღა, მისი კანიდან მოშორება მტკივნეული იქნება.
- აქცენტი წელზე – დამეთანხმებით, რომ ქვიშის საათის ფიგურა შესანიშნავად გამოიყურება. ამიტომ, ეცადეთ, ამ ფიგურას მიუახლოვდეთ. მოიშორეთ რამდენიმე ზედმეტი სმ მუცლიდან, ზემოთ ყველაფერი უფრო დიდი რომ გამოჩნდეს. დაწვით ზედმეტი კალორია, გახდით. ხოლო, თუ ფიგურა ისედაც კარგი გაქვთ, აირჩიეთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც სანდო შთაბეჭდილებას შექმნის.