მაკიაჟი 50 წლის შემდეგ: 5 მთავარი წესი ვიზუალური გაახალგაზრდავებისთვის

0
906

მაკიაჟი ნებისმიერი ქალისთვის ნაცნობი სიტყვაა. ჩვენ მას ვიყენებთ საკუთარი თავის საუკეთესო მხარის წარმოსაჩენად, მიმზიდველი, მკვეთრი, უფრო მოვლილი იერის მისაღებად. კოსმეტიკა გვეხმარება უსიამოვნო ასაკობრივი ცვლილებების შენიღბვასა და ყველაზე ლამაზი ნაწილების გამოკვეთაში.

თუმცა, კოსმეტიკას, დახმარების ნაცვლად, ვნებაც შეუძლია, თუ მას არასწორად გამოიყენებთ. თუ 50 წლის ხართ, მაკიაჟთან დაკავშირებული სირთულეები სულ უფრო მოიმატებს. კარგი, ზრდასრული მაკიაჟის გაკეთება ცალკე მეცნიერებაა. თუ მის სწორად გაკეთებას ისწავლით, ასაკს რამდენიმე წლით შეამცირებთ, გარეგნობას კი განაახლებთ.

უნდა გახსოვდეთ, რომ კოსმეტიკა, რომელიც 20 წლის ასაკში უხდებათ გოგონებს, 50 წლის ასაკისთვის შესაფერისი არაა. ასაკთან ერთად ხომ კანი ნაკლებად მკვრივი ხდება, ნაოჭები ჩნდება. ამჯერად, მხოლოდ ტონალური კრემი და მკვეთრი ტუჩსაცხი საკმარისი აღარ იქნება, ასაკოვანი ქალბატონების მაკიაჟი სულ სხვანაირია.

Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა გაიკეთოთ ასაკობრივი მაკიაჟი.

  • პირველ რიგში, დაიცავით სახის მოვლის ძირითადი წესები. ამისთვის ფული და დრო არ უნდა დაგენანოთ. სწორედ ამაზე იქნება მაკიაჟიანი კანის მდგომარეობა დამოკიდებული.
  • შეარჩიეთ ასაკობრივი კრემები. ნუ ეცდებით უნივერსალურის აღებას. აქცენტი დღე-ღამის კრემებზე უნდა გააკეთოთ. მათ ხომ სულ სხვადასხვანაირი შემადგენლობა და დანიშნულება აქვთ.
  • შეწყვიტეთ საპნის გამოყენება, კანი რომ არ გამოშრეს. შეიძინეთ სპეციალური დასაბანი ქაფი. მის შემადგენლობაში გათვალისწინებულია კანის ტექსტურის ნიუანსები.
  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი და დაიცავით ძილის რეჟიმი – ეს თვალქვეშ შეშუპებებს აგაცილებთ თავიდან.
  • მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერს რეგულარულად გააკეთებთ, შეგიძლიათ კარგი მაკიაჟის შექმნას შეუდგეთ.

ასაკობრივი მაკიაჟის წესები

  1. პირველ რიგში, დაივიწყეთ მკვეთრი ჩრდილები. ხანში შესვლისას, უპირატესობა უფრო მშვიდ ტონებს მიანიჭეთ.ეცადეთ, სახეზე კარნავლის ნიღაბი არ დაიხატოთ. აირჩიეთ ბუნებრივთან მიახლოებული ფერები.
  2. მეორეც, დაივიწყეთ სწორი, მკვეთრი ისრები, მუქი სმოუქი-აის და ნებისმიერი სხვა უხეში, მუქი და სწორი ელემენტები სახეზე.თუ თვალების გამოკვეთა გსურთ, გამოიყენეთ ფანქარი. უბრალოდ, ნუ გამოიყენებთ უხეშ კონტურს, გადატუშეთ იგი.
  3. იზრუნეთ ქალის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემაზე – წარბებზე. არ დააწვრილოთ იგი ძაფის სისქემდე, არ დაიხატოთ იგი სწორ ხაზად, არ გაასქელოთ და ზემოთ არ აპრიხოთ, როგორც ეს ახლაა მოდაში.ეცადეთ, იპოვოთ ოქროს შუალედი, რომელშიც წარბები მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება, და დაიცავით იგი.
  4. ნუ წაისვამთ წამწამებზე ბევრ ტუშს. თუ ბუნებრივად გრძელი წამწამები გაქვთ, სულად უარი თქვით ამ პროდუქტზე.თუ წამწამების სიგრძე არ გაკმაყოფილებთ, ერთხელ გადაატარეთ ტუში, ტუშის ბურთულები არ უნდა გაჩნდეს. დიდი რაოდენობით ტუში ხაზს არ გაუსვამს თვალებს, ეს მხოლოდ კოსმეტიკის ცუდად გამოყენებაზე მიუთითებს.
  5. ტუჩსაცხი – სწორედ ამ საკითხში უშვებენ ქალები ყველაზე მეტ შეცდომას.საქმე ის არაა, რომ ქალები არასწორ ფერს ირჩევენ, ისინი უბრალოდ ტუჩსაცხის ტექსტურას ვერ ამთხვევენ.

50 წლის შემდეგ, ქალის კოსმეტიკურ ჩანთაში არ უნდა იყოს მატე ტუჩსაცხი. ასეთ კოსმეტიკას უფრო ახალგაზრდა თაობა იყენებს. იგი ასაკს გმატებთ, ლუქს კი ასერიოზულებს.

თუ არ გინდათ, რომ 50 წლის ბავშვივით გამოიყურებოდეთ, დაივიწყეთ მსხვილბრჭყვიალებიანი ტუჩსაცხებიც. ეს ზრდასრულ ქალბატონებს საერთოდ არ უხდებათ.

აირჩიეთ კრემოვანი ტექსტურა და არ დაგავიწყდეთ, რომ ფერი მშვიდი, კეთილშობილი უნდა იყოს.

სულ რამდენიმე წესი უნდა დაიმახსოვროთ და არ დაარღვიოთ ისინი – ასე მაკიაჟი ლამაზი და შესაფერისი იქნებ

ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ უხერხულად გამოიყურებოდეთ, დაივიწყეთ სქელი ისრები, მკვეთრი ტუჩსაცხი, ბრჭყვიალები, შემოხაზული ტუჩები, მკვეთრი ჩრდილები თვალებზე, სმოუქი მაკიაჟი.