“მძინარე ნაოჭი”: როგორ ჩნდება იგი და როგორ ავირიდოთ თავიდან მისი გაჩენა

0
437

დღევანდელ სტატიაში Girl.ge-ის რედაქცია ისაუბრებს “მძინარე ნაოჭებზე”. მე გეტყვით, საიდან მოდიან ისინი და როგორ უნდა აიცილოთ მათი გაჩენა თავიდან.

მაშ ასე, რა არის “მძინარე ნაოჭი? ესაა კანის ნაკეცები და ნაოჭები, რომლებიც ძილის დროს ჩნდება. ისინი ახალგაზრდობაშიც ჩნდება ხოლმე და სამუდამოდ რჩება.

საშუალოდ, ზრდასრულ ადამიანს დღეში 5-8 საათით სძინავს. ეს დრო სავსებით საკმარისია სახეზე ნაკეცების გასაჩენად, რომელთა კორექტირება კოსმეტოლოგიას ძალიან უჭირს. რამდენადაც ამ თავისებურებას სისტემატური ხასიათი აქვს. ყოველ ღამე ხომ ერთსა და იმავე გვერდზე გვძინავს, ბალიშზე ჩახუტებული ან, უარესი – მუცელზე.

ვიზაჟისტად მუშაობის პერიოდში, მე ძალიან ხშირად ვაწყდებოდი ამ პრობლემებს. განსაკუთრებით, როცა თვალებზე ისრებს ვხატავდი. ერთ მხარეს აბსოლუტურად სწორი გამომდიოდა, მეორეზე კი ნაკეცზე “შემოვლა” მიწევდა და ისრის დახატვა ძალიან მიჭირდა.

დროთა განმავლობაში, თვალი რომ შევაჩვიე, უკვე ვხვდებოდი, რომელ მხარეს უყვარდა ძილი ამა თუ იმ კლიენტს:

  • თუ გვერდზე წვებოდა, ცვლილებები ძლიერად იყო გამოკვეთილი თვალის გარშემო (ასიმეტრია ერთ-ერთ მხარეს), ცხვირ-ტუჩის არეში და ნიკაპზე.
  • თუ მუცელზე უყვარდა წოლა, ნაოჭები შუბლის, თვალებისა და წარბებშორის ზონაში ჩნდებოდა.

როგორ ავიცილოთ თავიდან “მძინარე ნაოჭები”?

  • დაიძინეთ ზურგზე. ეს სახეზე ნაოჭების გაჩენისთვის თავის არიდების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ვიცი, რთულია, თუმცა, სილამაზისა და ახალგაზრდობის გამო ავიტანთ.
  • შეაფასეთ ლეიბის ხარისხი. იგი ანატომიურად სწორი უნდა იყოს. ზომიერად მყარი, მკვეთრი უსწორმასწორობის გარეშე, შემაგრებით. ამ შემთხვევაში, ზურგზე წოლა გაგიმარტივდებათ.
  • საწოლის თეთრეულის ხარისხიც გასათვალისწინებელია. ძილისთვის იდეალურია ნატურალური აბრეშუმის თეთრეული. მსოფლიო მას ასე ძვირად ტყუილად კი არ აფასებს.
  • ბალიში კი საწოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მძინარე ნაოჭები რომ არ გაჩნდეს, დაიძინეთ “სწორ” ბალიშზე. მას გოგონები “ბიუთი ბალიშსაც” უწოდებენ. მას სახისთვის სპეციალური ღრმული აქვს. ასეთი ფორმის წყალობით, ძილის დროს კანი ზედაპირს არ ეხება.

როგორც ყველამ ვიცით, ჯანსაღი და სწორი ძილი ნებისმიერი ქალის გარეგნობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ მას და არ უგულებელყოთ ეს რჩევები.