რატომ ვიბან სახეს ყოველდღე ზეთით? ვნანობ, რომ ამას აქამდე არ ვაკეთებდი

0
764

სახის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობაზე ზეთების დადებითი გავლენის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ. სწორად შერჩეული ზეთი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას (ქერტლს, მშრალ ეპიდერმისს, ქავილს) გაუმკლავდება. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ზეთით დაბანის პრაქტიკის შესახებ მხოლოდ ახლა იგებენ, ინდოეთსა და იაპონიაში მას უკვე მრავალი საუკუნეა იცნობენ.

თანამედროვე სამყაროში, სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება სხეულის მოვლის ბუნებრივ, სრულიად უსაფრთხო მეთოდებს. ზეთის გამოყენებაც, მაგალითად, რეკომენდებულია სახის დასაბანად, მაკიაჟის მოსახსნელად და თვალიდან კოსმეტიკის მოსაშორებლად (ფრთხილად იყავით, თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებთ).

გამწმენდი ზეთების უპირატესობა გახლავთ ის, რომ არ აღიზიანებს ან აშრობს კანს, როგორც ამას ხშირად აკეთებს მაკიაჟის მოსაშორებელი ტრადიციული საშუალებები. გარდა ამისა, ზეთი კანს არ ართმევს ბუნებრივ დამცავ ბარიერს. იგი ზრუნავს სწორ დატენიანებაზე და იცავს ნაზ ეპიდერმისს გარეგანი ფაქტორების გავლენისგან.

დერმატოლოგები ხაზს უსვამენ იმას, რომ ზეთი კანის ყველა ტიპს უხდება: მშრალს, მგრძნობიარეს, გაღიზიანებადს თუ ცხიმიანს. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ფსორიაზისა და ეკზემის დროს, რადგან არ შეიცავს ნატრიუმის სულფატს – კომპონენტს, რომელსაც ხშირად იყენებენ მგრძნობიარე კანის მოსავლელი პრეპარატების დასამზადებლად და რომელიც აღიზიანებს კანს, იწვევს მთელ რიგ პრობლემებს.

რომელი ზეთის გამოყენება შეიძლება და როგორ?

  • აბუსალათინის ზეთი – ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის;
  • ყურძნის წიპწის ზეთი – ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს;
  • ჟოჟობას ზეთი – მშრალი და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანისთვის;
  • ტკბილი ნუშის ზეთი – დაღლილი და გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანისთვის.
  1. დაისხით ხელის გულებზე რამდენიმე წვეთი ზეთი და წაისვით ნოტიო კანზე.
  2. მანამდე კანი აუცილებლად უნდა დაისველოთ – ასე ზეთის მოქმედებას გააძლიერებთ და ეპიდერმისს დამატებით დაატენიანებთ.
  3. შეგიძლიათ, კანი გარკვეული დროით დაიზილოთ – ეს არამხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნო პროცესია კანისთვის.
  4. შემდეგ ნაზად და ფრთხილად ჩამოიბანეთ ზეთი თბილ წყალში ჩალბობილი რბილი პირსახოცით.

თუ მშრალი კანი გაქვთ, შედეგს 2-3 დაბანის შემდეგ შეამჩნევთ, ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი, გაუმჯობესება 2 კვირის შემდეგ იქნება სახეზე. არჩევანში რომ არ შეცდეთ, დასაბანად გამოიყენეთ უკვე მზა ზეთი, რომელსაც ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში ან ინტერნეტში იპოვით.