ნაოჭების საწინააღმდეგო ძლიერი ნიღაბი

0
839

მინდა კიდევ ერთი შესანიშნავი ნიღბის რეცეპტი გაგიზიაროთ. მას შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს, სათანადოდ აღადგენს კანს, სძენს მას სიმკვრივესა და ელასტიურობას, კარგად კვებავს და ჭიმავს მოშვებულ კანს.

ნიღაბი ნატურალურ ყავაზე მზადდება, ამიტომ, აიღეთ ყავის მარცვლები და დააფქვიეთ ძალიან წვრილად. სულ გჭირდებათ 1 ჩ.კ. წვრილად დაფქული ყავა, 1 ცალი კვერცხის გული და 10 წვეთი აბუსალათინის ზეთი.

მომზადება და გამოყენება

  1. შუშის ჭურჭელში მოათავსეთ კვერცხის გული და ოდნავ ათქვიფეთ.
  2. დაუმატეთ ყავა და მოურიეთ.
  3. დაუმატეთ აბუსალათინის ზეთიც და კიდევ ერთხელ მოურიეთ. მიიღებთ მუქ ყავისფერ მასას.
  4. წინასწარ გაწმენდილ კანზე (სახესა და კისერზე) წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ ნიღაბი.
  5. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და, საჭიროებისამებრ, წაისვით ყოველდღიური კრემი. ასეთი ნიღაბი ყოველ მეორე დღეს, 3 კვირის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ.

კანი შესამჩნევად წამოიწევა, უფრო მკვრივი და მტკიცე გახდება, ღრმა ნაოჭების სიღრმე შემცირდება ზედაპირულები – გაქრება.

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალება, გამოყენებამდე, იდაყვის შიდა ნაკეცზე უნდა წაისვათ, ალერგიაზე შემოწმების მიზნით.