
ამ ნიღბის რეცეპტი მასწავლა ერთმა ძალიან მოხუცმა ქალმა, პროფესორმა. იგი თავის ასაკთან შედარებით, გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მინდოდა, მეკითხა, როგორ ახერხებდა ამას, მაგრამ ძალიან მეუხერხულებოდა… თვითონ მითხრა: “ალბათ, თქვენც იმის კითხვა გინდათ, როგორ ვინარჩუნებ ახალგაზრდობას, არა? ქარვის მჟავის ნიღბებს ვიყენებ!” და რეცეპტიც ჩამაწერინა.
აღმოჩნდა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ქარვის მჟავის ნიღაბს იკეთებდა. თუმცა, დამიზუსტა, რომ ასე იშვიათად კანის სიმშრალის გამო იყენებდა. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ნიღაბი კვირაში ორ-სამჯერაც უნდა წაისვათ.
პროფესორმა თქვა, რომ ქარვის მჟავას გამაახალგაზრდავებელი და აღმდგენი თვისებები აქვს. იგი აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას და აჯერებს კანს ჟანგბადით, ებრძვის კანის საფრის გაუწყლოებას და დაბერების სიმპტომებს: მოშვებულ კანს, ელასტიურობისა და სიმკვრივის დაკარგვას, ნაოჭებს. ქარვის მჟავა არ უნდა გამოიყენოთ, თუ ინდივიდუალური აუტანლობა გაქვთ. სწორედ ამიტომ, ნიღბის გამოყენებამდე, აუცილებლად გაიკეთეთ ალერგიის ტესტი იდაყვის შიდა ნაკეცზე.
მაშ ასე, მოამზადეთ ჯადოსნური ნიღაბი: აიღეთ 2 აბი ქარვის მჟავა, დანაყეთ ფხვნილის მდგომარეობამდე, გააზავეთ მდუღარე წყალში წებოვანი ფაფის მიღებამდე. ბამბის დისკით წაისვით ნიღაბი გაწმენდილ კანზე და გაიჩერეთ 15-20 წუთით, რის შემდეგაც სახე თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ და ჩვეულებრივი კრემი წაისვათ.
მშრალი კანი თუ გაქვთ, კვირაში მხოლოდ 1 პროცედურაა საჭირო.