
გასაოცარი რამეების გაგება შეიძლება ხელზე, თუ პროფესიონალ ქირომანტს დავუჯერებთ. დაუჯერებელ მოვლენებზე საბედისწერო ზოლები წინასწარმეტყველებს.
ქირომანტია საყოველთაოდ ცნობილი მეცნიერებაა, რომელიც დიდი ხნის წინ გავრცელდა ფართოდ. საკუთარი პიროვნული თვისებებისა და მოსალოდნელი ცხოვრებისეული მოვლენების შესახებ ბევრი რამის გაგება ხელებზე გამოსახული ზოლების მიხედვით შეიძლება. თუმცაღა, ქირომანტია უფრო პოპულარულია, ვიდრე ქიროგნომია. მეცნიერებები ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა, მხოლოდ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს ადამიანის ხასიათს ხელის თითების ფორმებისა და სიდიდის მიხედვით.
თუ ხელებზე ზოლების ამოცნობის მეთოდები იცით, აუცილებლად, პირველივე შეხვედრის დროს დააკვირდით თავისებურებებს, რომლებიც ადამიანის ხასიათს ხელებით განსაზღვრავს. ასე ბევრი რამის გაგებასა და საკუთარი თავის განვითარებასაც შეძლებთ.
თუმცა, ამის გაკეთება ყოველთვის მარტივი არაა. ბევრს არ მოსწონს ხელის ჩამორთმევა ან, მითუმეტეს, ხელის გულის გადაშლა. თუმცა, თუ თქვენი ინტერესის ობიექტს ხელთათმანები არ უკეთია, სთხოვეთ მას რამე ნივთის მოწოდება ისე, რომ მისი ხელების შეთვალიერება მოასწროთ.
მხოლოდ ხელებზე გამოსახულ ზოლებს როდი შეუძლია თქვენზე სიმართლის თქმა. ადამიანის ინდივიდუალობასა და ტემპერამენტს მარტივად განსაზღვრავთ თითების სიგრძისა და ხელის გულის ფორმის მიხედვით.
დააკვირდით ზემოთ მოცემულ სურათს. გაარკვიეთ, რა ტიპის ხელი აქვს თქვენთვის საინტერესო ადამიანს და წაიკითხეთ მომდევნო აღწერა:
1. ცეცხლი
ეს სტიქია მოიცავს დიდი ზომის ხელის გულს, შედარებით მოკლე თითებით. ადამიანის ჯიუტი ხასიათი სწორედ თითების სიგრძითაა განპირობებული. რაც უფრო მოკლეა ისინი, მით უფრო ჯიუტია მისი მფლობელი.
ასეთი ხელის მგლობელები ცხოვრებით ლიდერები არიან. ისინი ბუნებით ვნებიანები არიან და სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც გუნდური მუშაობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
2. მიწა
სპეციალისტები ამ ტიპის ხელს კვადრატულს უწოდებენ. რაც შეეხება თითებს, ისინი მაქსიმალურად მოკლეა.
ეს ადამიანი ძალიან პასუხისმგებლიანია, უყვარს უსაფრთხოება და სტაბილურობა ყველაფერში. უმეტესად, ასეთები მშვიდები და მშვიდობისმოყვარულები არიან, მაშინაც კი, თუ მათ მწყობრიდან გამოყვანას ცდილობენ.
3. ჰაერი
ასეთი ხელის გული შეიძლება იყოს როგორც კვადრატული, ისე ოთხკუთხედი, თუმცა, თითები გრძელია, თითქმის ხელის გულის სიგრძისა.
ასეთ ხელებზე ამბობენ, რომ მათ მფლობელს მაღალი ინტელექტი აქვს და სულიერი ურთიერთობის უნარების განვითარებისკენ მიილტვის.
4. წყალი
ასეთი ხელის ფორმა ვიწრო და წაგრძელებულია. თითები ძალიან გრძელია. ეს გახლავთ ინდივიდუალისტი, მგრძნობიარე და რომანტიკული საწყისით. იგი ძალიან შემოქმედებითი და მოქნილია.
ასეთებისთვის მნიშვნელოვანია პოეზია და მუსიკა. სამსახურში ლიდერები არიან და სხვებზე ზრუნვის დროც კი რჩებათ. უყვართ ქველმოქმედებითა და სულიერი პრაქტიკით დაკავება.