ტესტი: აირჩიეთ ფრინველი და გაიგეთ, რას გიმზადებთ ბედისწერა

0
1016

ვისაც ფრინველების შესახებ ზღაპრები და ლეგენდები წაუკითხავს, ეცოდინება, რომ სასწაულები სწორედ მას შემდეგ ხდებოდა, რაც ფრთოსანი არსებები ჩნდებოდნენ ან მომავალს წინასწარმეტყველებდნენ.

დღეს Girl.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ ერთგვარი ზღაპარი, უფრო სწორად კი ტესტი, რომელიც გეტყვით, რას გიმზადებთ ბედისწერა ამჯერად. უბრალოდ კონცენტრირდით სურათზე და აირჩიეთ ფრინველი.

რომელი ფრინველი მოგეწონათ ყველაზე მეტად?

ახლა კი იხილეთ შედეგები:

1. ყველაფერს შეძლებთ

ძალიან მოკლე ვადაში შეძლებთ იმ პროექტების ხორცშესხმას, რომლებიც დიდი ხნის წინ გადადეთ. გამოსცადეთსაკუთარი ძალები სხვა განხრითაც. ნებისმიერი საქმე, რომელსახ ხელს მოჰკიდებთ, სწრაფად და ხარისხიანად დასრულდება.

თქვენს მისწრაფებებს ღირსეულად შეაფასებს ყველა, ვინც თქვენთან სამსახურებრივადაა დაკავშირებული. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საიმედო ადამიანი ხართ და ბედისწერა რთულ პერიოდებში აუცილებლად გიჭერთ მხარს.

შინაგანი ხმა თქვენი საუკეთესო მეგობარი და ამხანაგია. ენდეთ მხოლოდ მას, მიუხედავად მეგობრებისა და ნათესავების რჩევებისა. მხოლოდ თქვენ იცით, რა არის თქვენთვის უკეთესი, ამიტომ იცხოვრეთ ისე, როგორც ამას გული გკარნახობთ. ახლა საუკეთესო დროა საკუთარი თავის პროფესიული რეალიზებისა და დიდი გამოცდილების მიღებისთვის.

2. ნამდვილ სიყვარულს გამოცდით

ამ ფრინველის არჩევა, სიმართლე რომ გითხრათ, იშვიათი შემთხვევაა. შესაძლოა, ეს იმიტომ, რომ იგი ზედმეტად მკვეთრია, ადამიანებს კი პასუხისმგებლობის აღების ეშინიათ.

თუმცა, თქვენ გამონაკლისი ხართ, ამიტომაც, ამ ფრინველის არჩევით, თქვენ არ უშინდებით განსაცდელს და იცით, რა იქნება თქვენთვის უკეთესი. ბედისწერამ მოგიმზადათ ახალი სასიყვარულო გამოცდა, რომელიც საკუთარ თავს სხვა კუთხით დაგანახებთ.

თქვენ შეგიპყრობთ გრძნობა, რომელიც მანამდე არ განგიცდიათ. არ მოგიწევთ პარტნიორთან საერთო ენის ძიება, ისედაც ყველაფერი გასაგები იქნება, უსიტყვოდ. ბედისწერა გეუბნებათ, რომ უნდა დაიწყოთ პაემნისთვის ან, შესაძლოა, მოგზაურობისთვის მზადება. ყველაფერი იდეალურად ჩაივლის!

3. თავდაჯერებულობა შეგემატებათ

ამ იშვიათი ფრინველის არჩევა ბედისწერისგან დიდ საჩუქარს უდრის. თქვენი მომავალი წინასწარაა განსაზღვრული. ნამდვილი თავისუფლება გელით, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. გაქრება შფოთვა და კომპლექსები, რომლებიც საკუთარ თავს თვითონ გაუჩინდეთ. ფრინველი დაგეხმარებათ მოდუნებასა და თავდაჯერების ამაღლებაში, აგრეთვე, მოგიხსნით დაგროვილ დაღლილობასა და შფოთვას.

ამ ცხოვრებას გემოს ბოლომდე გაუგებთ, ღრმად ჩაისუნთქავთ და ირწმუნებთ საკუთარ ძალებს. იყავით ისეთი, როგორიც ხართ და იღბალი თავად გეწვევათ. გაიხსენეთ, რომ გაქვთ გეგმები, იდეები, რომლებიც რეალიზებას მოითხოვს – დაკავდით ამ საქმით.

4. იღბალი გელით

ფორტუნა თქვენს მომავალზე იქონიებს გავლენას და საკუთარ ბედნიერ სახეს დაგანახებთ. ფრინველი, რომელიც მოგეწონათ, ბევრ პოზიტიურ და სასიხარულო მოვლენას მოგიტანთ. იღბალი თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. არაა გამორიცხული, რომ საქმიანობის სფეროს შეიცვლით ან დაწინაურდებით.

უბრალოდ უნდა დაიჯეროთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება. გახსენით თქვენი გული და სული, რადგან კიდევ ბევრი უჩვეულო სურპრიზი გელით. მადლობა გადაუხადეთ სამყაროს გულუხვობისთვის და სასიხარულო ცხოვრებისეული ცვლილებები კიდევ დიდხანს გაგრძელდება.