
მე, როგორც სახლის კოსმეტიკის დიდი თაყვანისმცემელი, მუდმივად ვატარებ ექსპერიმენტებს საშინაო ნიღბებით. ისინი უფრო მეტად მიხდება, ვიდრე ნაყიდი პროდუქტი – არ შეიცავს ქიმიას, უფრო სასარგებლოა ჩემთვის. თუ ამ ნიღბებს რეგულარულად გაიკეთებთ, შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ.
მინდა, სილამაზის კიდევ ერთი რეცეპტი გაგიზიაროთ. ესაა ნაოჭების საწინააღმდეგო მკვებავი ნიღაბი. იგი აგლუვებს კანს, ხელს უშლის ახალი ნაოჭების გაჩენას და კვებავს კანს სასარგებლო აქტიური ნივთიერებებით. ნიღაბი შეიცავს კაკაოს ფხვნილს – ჩვენი კანისთვის სასარგებლო ნივთიერებების საცავს.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი
- 1 ს.კ. არაჟანი
- 20 წვეთი E ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი
მომზადება და გამოყენება
- შუშის ჭურჭელში მოათავსეთ კაკაო და არაჟანი, მოურიეთ საგულდაგულოდ.
- დაუმატეთ E ვიტამინის ხსნარი და ურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე. ნიღაბი მზადაა.
- წინასწარ გაწმენდილ კანზე (სახესა და კისერზე) წაისვით მიღებული მასა და გაიჩერეთ 20 წუთით.
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით და, თუ საჭიროებას გრძნობთ, წაისვით ყოველდღიური კრემი.
- გაიკეთეთ ნიღაბი ყოველ მეორე დღეს, 1 თვის განმავლობაში. კანი გაგლუვდება, ნაოჭები ალაგდება, გაჩნდება სიმკვრივე, ჩამოწელილი კანიც გაქრება.
შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების სახეზე წასმამდე, იგი იდაყვის შიდა ნაწილზე უნდა გამოსცადოთ (კომპონენტებზე ალერგია რომ არ აღმოგაჩნდეთ).