+20 წელი ასაკზე: აჟურული კოლგოტები და კიდევ 7 ნივთი, რომლებიც გაბერებთ

0
1277

ასაკთან შედარებით უფრო ასაკოვნად გამოიყურებით? დროა, გარდერობს გადახედოთ და გადაყაროთ ნივთები, რომლებიც ასაკს გმატებთ. აჟურული კოლგოტები, უფორმო ჯინსები და კიდევ რამდენიმე ნივთი, რომლებიც „დეიდად“ გაქცევთ.

აჟურული კოლგოტები

მათ მყარ „არას“ ვეუბნებით და გირჩევთ შემოგვიერთდეთ. კოლგოტები ნახაზებით არა მხოლოდ 20 წელს შეგმატებთ, არამედ მოდის სამყაროდან დაშორებული ქალის სახელი გარანტირებულად გექნებათ. სწორედ ამიტომ, უპირატესობა მკვრივ შავ ან, თუ მრავალფეროვნება გსურთ, „ბარდისფერ“ პრინტს მიანიჭეთ.

ტვიდის კოსტიუმი

ტვიდის კოსტიუმის გადაგდება არ იჩქაროთ, ჯერ მოდელს ყურადღება მიაქციეთ: მომდგარი ქურთუკი ჯიბეებით და უფორმო ქვედაბოლოთი სკოლის მასწავლებელს დაგამსგავსებთ, მაგრამ მამაკაცის სტილის კოსტიუმი თავისუფალი კუთხეეებით მოდური ლუქის შექმნაში დაგეხმარებათ.

„ბებიების“ ბიუსჰალტერი

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს – დევიზი, რომელიც უკვე მოძველდა. თანამედროვე მოდის რეალობაში თქვენ ლამაზსა და პრაქტიკულს შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ. სტერეოტიპები მოიშორეთ – აირჩიეთ ბიუსჰალტერის თანამედროვე მოდელები ფართო შესაკვრელების გარეშე, რომელიც არა მხოლოდ იდეალური მკერდის ფორმას ქმნის, როგორც „ბებიების“ ბიუსჰალტერი, არამედ სექსუალურად გამოიყურება.

„ბუღალტერის“ ბლუზა

ტანზე მომდგარი ბლუზი ბევრი დეკორით ჩვენი დედების დროს პოპულარული იყო, ახლა წვეულებას მართავს თავისუფალი პერანგი, რომელიც უფრო სექსუალურად გამოიყურება, ვიდრე მისი „უფროსი და“. ზემოთ 2 ღილი შეიხსენით, ლავიწის ნაწილი გააშიშვლეთ და, თუ დრესკოდი საშუალებას გაძლევთ, ერთ მხარეს გადაწიეთ – თანამშრომლების აღფრთოვანებული მზერა გარანტირებული გაქვთ.

უფორმო ჯინსები

ჩვენ ვიცით, რომ „შენი“ მოდელის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა. მერწმუნეთ, თქვენი ძალისხმევა დაჯილდოვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ რიგ პრობლემებს ვერ აიცილებთ (მინიმუმ მოულოდნელად გაჩენილი „ზედმეტი კილოგრამები“). წაუგებელი ვარიანტი – სწორი ჯინსი საშუალო წელზე.

პლატფორმა

ფეხსაცმელი პლატფორმაზე ან „ჩლიქები“ ნებისმიერ სტილს ამძიმებს. მისი დახმარებით ელეგანტური ლუქის შექმნა გაგიჭირდებათ – გზაზე ნებისმიერი ქვა ნამდვილი პრობლემა გახდება. რა საჭიროა ამდენი საზრუნავი? ფეხსაცმელი–ნავი – შესანიშნავი ალტერნატივაა.

ტრიკოტაჟის კაბა

კაბა, რომელიც ჰგავს კარტოფილის ტომარს ან პირსახოცს, რომელშიც შხაპის მიღების შემდეგ ეხვევით, არა მხოლოდ რამდენიმე წელს, არამედ რამდენიმე კილოგრამს მოგიმატებთ. დაუყონებლივ შეცვალეთ!

მსხვილი აქსესუარები ქვებით

ბეჭდები ან საყურეები უზარმაზარი ქვებით ნებისმიერ სტილს „ანადგურებს“ და ბებიად მარტივად გაქცევთ. მსგავსი შეცდომის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ძეწკვი გულსაკიდით და „მიხაკით“ ყურებში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ