მივხვდი, რატომ აბერებს 50+ ქალს ტუჩსაცხი: 2 ნიუანსი სიტუაციის გამოსასწორებლად

0
676

ინტერნეტში საკმაოდ ხშირად ვაწყდები კითხვას: რატომ აბერებს ქალს ტუჩსაცხი? აგრეთვე, პირადად ჩემთვისაც უკითხავთ, თუ რატომ ჩანდა ტუჩის ასაკობრივი ცვლილებები ტუჩსაცხის წასმის შემდეგ უფრო მკვეთრად, და როგორ შეიძლებოდა ამ სიტუაციის გამოსწორება.

Girl.ge-ის რედაქციაში რამდენიმე ფოტოც კი შემოვიდა, რომლებზეც დავინახე, რა შეცდომას უშვებენ ტუჩის მაკიაჟში ქალები და რატომ გამოყურება სახე უფრო ასაკოვნად, უხალისოდ. თუ ეს თემა გაინტერესებთ, გააგრძელეთ კითხვა.

შეცდომა №1 და მისი შესწორება

ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა ტუჩის კუთხეების (კუპიდონის თაღების) გაფორმება ერთმანეთისგან დიდი დაშორებითა და მკვეთრი მომრგვალებით.

ეს შტრიხი სახეს უსიამოვნო ნაკვთებს სძენს, თითქოს, ზედა ტუჩის წამომწევი კუნთები გადატვირთულია. ბევრ ქალს, ასაკთან ერთად, ეს კუნთები ისედაც ტრავმირებული აქვს, რატომ უნდა გაუსვათ ამას ხაზი და გააუარესოთ ტუჩის ვიზუალი?

შესწორება: დააახლოვეთ თაღის კუთხეები ერთმანეთს, არაა აუცილებელი წაწვეტება. მთავარია, ტუჩსაცხის წასმის შემდეგ, ამ თაღებიდან ტუჩის კიდეებისკენ სწორი ზოლის გავლება იყოს შესაძლებელი.

შეცდომა №2 და მისი შესწორება

ეს კი მეორე ყველაზე გავრცელებული შეცდომაა – ქვედა ტუჩის კიდეების დამრგვალება. ეს შტრიხი უკეთესად გამოიყურება ახალგაზრდობაში, როცა სახეზე ასაკობრივი ცვლილებები ჯერ არ ჩანს (ტუჩის კუთხეები ჩამოწეული არაა, არც ნაოჭები ჩანს). იგი ტუჩებს ვიზუალურად ბერავს.

თუმცა, თუ ასაკობრივი ცვლილებები უკვე სახეზეა, ეს შეცდომა მხოლოდ ხაზს გაუსვამს მათ.

შესწორება: გაავლეთ ორი წარმოსახვითი პარალელური წრფე კუპიდონის თაღიდან ვერტიკალურად და იქ, სადაც ეს ორი ხაზი ქვედა ტუჩს გადაკვეთს, მოამრგვალეთ იგი, ტუჩის კიდეებისკენ კი მხოლოდ სწორი ხაზები გაავლეთ ტუჩსაცხით.

ზედა ფოტოზე ჩანს, როგორ ვიზუალურად ჩამოწეული იყო ტუჩის კუთხეები, ზედა ტუჩი კი მოუქნელი ჩანს. ქვედა ფოტოზე ტუჩები ვიზუალურად გაახალგაზრდავდა.