ქალწული – განდეგილი, თხის რქა – დემონი. ტაროს რომელი კარტი შეეფერება თქვენს ნიშანს

0
1095
Photo credit: Shutterstock

თუ ასტროლოგიით ხართ დაინტერესებული, დიდი ალბათობით, ტაროს კარტიც დაგაინტერესებთ. იგი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა მკითხაობის, წინასწარმეტყველებისა და მოვლენათა და ადამიანთა განსაზღვრისთვის. კარტებს შეუძლია თქვენთვის რჩევის მოცემა, წინასწარმეტყველება ან კიდევ ერთი მოსაზრების გაჩენა.

ტაროს ასტროლოგიასთანაც აქვს საერთო. კარტის ოთხი ფერი თითო ასტროლოგიურ ელემენტს შეესაბამება: მონეტები – მიწას, კვერთხები – ცეცხლს, ხმლები – ჰაერს და თასები – წყალს. უფროსი არკანების (ძალის კარტების) უმეტესობა შეესაბამება განსაზღვრულ პლანეტებს და, შესაბამისად, კონკრეტულ ვარსკვლავურ ნიშნებს. თქვენი ნიშნის წარმომადგენელი ტაროს კარტის ქონა ავტომატურად ხდება თქვენი გულშემატკივარი და დამხმარე ტაროში. კარტი, რომელიც თქვენს ნიშანს შეესაბამება, მას უფრო ღრმა აზრს აძლევს.

Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რომელია თქვენი ტაროს კარტი.

ვერძი – იმპერატორი

იმპერატორი ლიდერობის, კონტროლის, გამარჯვების, ხელმძღვანელობისა და ძალაუფლობის სიმბოლოა. ესაა ნიჭი, მართოთ სხვა ადამიანები თქვენი გეგმების მიხედვით. ეს ყველაფერი თქვენ გეხებათ, რადგან თქვენ დაბადებიდან ლიდერი ხართ. გახსოვდეთ: კოსმიური ძალები დანარჩენი ფარის წინ გაყენებთ, თქვენ ახერხებთ საღი აზრის შენარჩუნებას მაშინაც კი, როცა გარშემო ყველამ დაკარგა იგი, აგრეთვე, ხართ გამბედავი, მტკიცე, შთააგონებთ სხვებს. იპოვეთ თქვენთვის წინამძღვრული როლი და ბოლომდე გახსენით საკუთარი პოტენციალი.

კურო – იეროფანტი (უმაღლესი ქურუმი)

იეროფანტი – ესაა პერსონაჟი, რომელიც ზეცასა და მიწას შორის დგას, იგი ენერგიას ზეციური ძალებისგან იღებს, ურევს მასში მიწიერ ცოდნას და ამ ყველაფერს აქცევს სასარგებლო, პრაქტიკულ და ლამაზ რამედ. რატომღაც, ამაზე ბევრს არ საუბრობენ, თუმცა, კუროები ძალიან კრეატიულები არიან. თქვენ შეგიძლიათ ისეთი უნიკალური საგნებისა და იდეების შექმნა, რომელიც სხვას უბრალოდ არ ძალუძს. შექმენი ახალი, გააუმჯობესე სამყარო, ეს შენი ნიჭია!

ტყუპები – შეყვარებულები

ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს კარტი რომანტიკას ეძღვნება, თუმცა, ეს მხოლოდ ზედაპირული აზრია. ტყუპებზეც ბევრი ფიქრობს, რომ ეს ნიშანი გადაშლილი წიგნია, ყოველგვარი ფარული აზრის გარეშე, თუმცა, იგი გაცილებით, გაცილებით რთულია. შეყვარებულების კარტი განასახიერებს გაყოფილ გრძნობებს, გულსა და გონებას შორის არსებულ ურთიერთწინააღმდეგობას, ტყუპების უნარს, დაინახოს საგნებში მეორე მხარე და სხვა მრავალი შესაძლო ვარიანტი. მოქნილი ხარ, მარტივად ერგები ცვალებად გარემოებებს. იპოვეთ მრავალფეროვნება და ცხოვრების მრავალმხრივობა, რათა შეძლოთ საკუთარი პოტენციალის გაანალიზება.

კირჩხიბი – იღბლის ბორბალი

ეს უჩვეულო შერწყმაა, რამდენადაც ბორბალი დინამიური, ძლიერი, მოძრავი კარტია და, ერთი შეხედვით, კირჩხიბს არ შეეფერება. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ კირჩხიბი რადიკალური ნიშანია, რომელიც სეზონის დასაწყისში დაიბადა და, შესაბამისად, თანდაყოლილი ინიციატურობა, ამბიციურობა და ენერგიულობა ახასიათებს. სულის სიღრმეში, კირჩხიბმა ყოველთვის იცის, საით მიდის ცხოვრებაში, ვაი იმის ტყავს, ვინც მის გზაზე გადადგომას დააპირებს. აკონტროლე საკუთარი ცხოვრებისეული გზა და გააგრძელე იგი, იმოძრავე სულ ზევით, ზევით.

ლომი – ძალა

ამ კარტზე, ჩვეულებრივ, გამოსახულია ლომი, რაც შენს ნიშანს პირდაპირ შეესაბამება. თუმცა, კარტის ღრმა აზრი განასახიერებს შენს დიდებულ ნიჭს – ძალას. არამხოლოდ გარეგანად გამბედავი და თავდაჯერებული ხარ, არამედ ამ ნიჭის უფრო რბილ ელფერებსაც ფლობ: თანაგრძნობას, გამძლეობას, მგრძნობელობას, ემპათიას. ყოველთვის მზად ხარ, დაიცვა როგორც საკუთარი თავი, ისე სხვებიც. დაიცავი სუსტები და შეიფარე ისინი – სწორედ ესაა შენი ნიჭი.

ქალწული – განდეგილი

ძალიან მარტივი იქნებოდა იმის თქმა, რომ შენ, ქალწულო, განდეგილი გმართავს. რეალურად, მერკურის მმართველობის ქვეშ, შენ ხომ ძალიან მეგობრული და მომხიბლავი ხარ. განდეგილის კარტი, უფრო მეტად, შენს კონცენტრაციის უნარსა და ცხოვრებაზე სერიოზულ შეხედულებას უკავშირდება. შენ სერიოზულად ეკიდები საკუთარ თავსა და სხვებს, შესაბამისად, მათგანაც მოლოდინების გამართლებას ელი. ზესაიმედო და დისციპლინირებული ხარ, ეს თვისებები კი დიდი სიმაღლეების მიღწევაში გეხმარება.

სასწორი – სამართლიანობა

შენი ასტროლოგიური სიმბოლო სასწორია, შესაბამისად, სამართლიანობის კარტი თვალსაჩინო დამთხვევაა. თუმცა, ამ კარტსაც აქვს უფრო ღრმა აზრი, რაც უკავშირდება შენს მისწრაფებას სამართლიანობისა და თანაბარუფლებიანობისკენ. გიყვარს რამდენიმე ვარიანტის აწონვა და ყველაზე ეთიკური, სამართლიანი გზის არჩევა.

მორიელი – სიკვდილი

პლუტონით მართული და სიკვდილის კარტთან დაკავშირებული მორიელი ქვესკნელის ქვეყნის დედოფლის წოდებისთვის უნდა იბრძოდეს! შენ გიზიდავს ბნელი, საშიში რამეები, გხიბლავს ადამიანის ბუნების უკანა მხარე. ეძიე ჭეშმარიტებას, ამოთხარე მიწა ღრმად, იპოვე საგნების ბნელი ფუძე და დაეხმარე სხვებს ამ ყველაფრის დანახვასა და გაგებაში.

მშვილდოსანი – ზომიერება

ზომიერება – ესაა ბალანსი და ახალი ნორმის ძიება. ძალიან ეგოისტური ნიშანი გაქვს და, თუ ყველაფერს თავისი დინებით მიუშვებ, ყველაფერი ცუდად დასრულდება. გიყვარს ზღვარგადასული მხიარულება, წვეულებები, ხანდახან, თავში სიფრთხილის გრძნობა გეთიშება. დატკბი თავისუფლებითა და თავდაჯერებულობით, თუმცა, ნუ დაკარგავ წონასწორობას, შეიგრძენი შუა, საყრდენი წერტილი. ბალანსი შენი ცხოვრებისეული კომპასია.

თხის რქა – დემონი

დემონის კარტი სატურნს, შენს მმართველ პლანეტას უკავშირდება. დემონი, ხშირად, გამოფიტვის, მავნე ჩვევების სიმბოლოა, თუმცა, შენ თვითკონტროლისა და დისციპლინის დედოფალი ხარ, ამიტომ, შენ ამ კარტის მეორე განმარტება შეგეფერება. დემონი შეგახსენებს, რომ ჩვენ ყველა თავისუფლები ვართ და პასუხისმგებლობა გვაკისრია იმისა, რომ ცხოვრება ისე განვვლოთ, როგორც თავად გადავწყვეტთ. შენ თავისუფლად უნდა აირჩიო ცხოვრებისეული გზა, მისი შედეგების გათვალისწინებით. საკმაოდ ძლიერი და ჭკვიანი ხარ, შეძლებ საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობის აღებას. შენ ხარ პიროვნება. ეძიე საკუთარ, უნიკალურ გზას და მიეცი მაგალითი სხვებს.

მერწყული – ვარსკვლავი

ნებისმიერი მერწყული ერთგვარი კოსმიური უცნობი, ინოვაციის, გამოგონებისა და ახალი იდეების წყაროა. შენს გონებას შეუძლია მიწიერი პრობლემებისა და გარემოებებისგან შორს მოგზაურობა. ვარსკვლავი საუბრობს იმ ოცნებებზე, სურვილებზე, დიდ იმედებზე, რომლებიც ხდება. იგი გაჩვენებს შენი პოტენციალის განუსაზღვრელ ბუნებას. თუ გონებასა და ლტოლვას გამოიყენებთ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლით, მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი ბუნება გაქვთ.

თევზები – მთვარე

ამ კარტთან შენი კავშირი მეტყველებს შენს ინტუიტურ, შემოქმედებით ბუნებაზე, ფარულ უნარებზე, რომლებსაც ფლობ, თუნდაც გაუაზრებლად. მთვარი საიდუმლოა, ილუზიაა, ისაა, რაც რეალობის საფრის ქვეშ იმალება. შენ ინსტინქტურად გრძნობ საგნების არსსა და ჭეშმარიტებას. ნამდვილი ექსტრასენსორული  თვისებები გაქვს და, სურვილისამებრ, მათ განავითარებ კიდევაც.