სახის ნიღაბი, რომელიც კანს აახლებს და ნაოჭებს აგლუვებს

0
715

გარეთ გაზაფხულია, ჩვენს კანს კი ისევ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მე მრავალი წლის განმავლობაში ვიკეთებდი სახლის პირობებში სხვადასხვა ნიღაბს, რამდენადაც სოფელში ვცხოვრობ და ბუნებისგან ვიღებ ყველაფერს, რისი მიღებაც შემიძლია.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ნიღბის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 1 უმი კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. გლიცერინი (ან აბუსალათინის ზეთი)

მომზადება და გამოყენება

  1. შეურიეთ ინგრედიენტები, ერთიანი მასის მიღებამდე.
  2. გაიწმინდეთ კანი და წაისვით სახესა და კისერზე.
  3. ჩამოიბანეთ 2 საათის შემდეგ.

კანი გაახლდება, ნაოჭები კი გაუფერულდება. აგრეთვე, კანის გაახალგაზრდავებისა და გამოკვებისთვის, კარგი იქნება, თუ რამდენიმე წუთით წაისვამთ სახეზე სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის წვენს. აი, არაჟანი კი კანს უნდა აჭამოთ (პირდაპირი გაგებით).