რომელია უფრო სასარგებლო – შრატი თუ კრემი?

0
876

“ვიცი, რომ ორივე შეიცავს მკვებავ ნივთიერებებს და აქვთ მძლავრი მაახალგაზრდავებელი ეფექტი. თუმცა, მათი შედარება მაინც მთლად კორექტულად არ მიმაჩნია, რამდენადაც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. რომელი ავირჩიოთ ყოველდღიური მოვლისთვის და რატომ?” – სალომე, 23 წლის.

სპეციალისტის პასუხი

კრემი აუცილებელი პროდუქტია სახის კანის მოვლისთვის. მისი მთავარი ფუნქცია გარეგანი ფაქტორებისგან დაცვაა, იქნება ეს უ.ი. სხივები, ყინვა, მშრალი თუ ცხივი ქარი და სხვა. კრემს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა ტექსტურა, რომელიც კანის ტიპის მიხედვით ირჩევა.

მისი ძირითადი ფუნქცია დაცვაა. კრემი “ტანსაცმლის” როლს ასრულებს ჩვენი კანისთვი. დამცავ ფუნქციასთან ერთად, მას მრავალი სხვა მისიაც აკისრია: დატენიანება, გამოკვება, ასაკობრივ ცვლილებებზე მუშაობა, რელიეფის გაუმჯობესება და კანის დეფექტების კორექტირება.

შრატი კი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტთა უფრო მაღალ კონცენტრაციას. მისი შემადგენლობა და განსაკუთრებული სტრუქტურა კომპონენტების კანის ღრმა ფენებში შეღწევას უზრუნველყოფს, ზოგ შემთხვევაში კი დერმამდეც კი აღწევს. შრატს მაღალკონცენტრირებული შემადგენლობა აქვს, რომელიც შეიძლება შეიცავს ვიტამინებს, მჟავებს, მცენარეულ ექსტრაქტებს, პეპტიდებს. ეს პროდუქტი აქტიურად და სწრაფად ასრულებს ერთ ან რამდენიმე დავალებას შემდეგიდან:

  • ინტენსიურად ატენიანებს კანს;
  • ავიწროებს კანის ნასვრეტებს;
  • აცხრობს ანთებას;
  • აღიავებს პიგმენტაციას;
  • ამშვიდებს კანს, სძენს ჯანსაღ ფერსა და შინაგან ელვარებას;
  • აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აქრობს კუპეროზს სახიდან;
  • ათანაბრებს კანის რელიეფს;
  • ჭიმავს სახის ოვალს.

ქალებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მაახალგაზრდავებელი შრატები. ისინი ეფექტურად მოქმედებს კანზე, ჰიალურონის მჟავის, ხილის მჟავებისა და მცენარეული ექსტრაქტების მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე. რამდენადაც პროდუქტი უფრო აქტიურად აღწევს კანში, შედეგი ძალიან მოკლე დროის შემდეგ ჩნდება.

შრატი შედეგიანი, თუმცა, ძვირადღირებული საშუალებაა. მისი ფასი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული (შემადგენლობა, შეფუთვალ ბრენდის პოპულარობა და სხვ.). თუ შრატს ერთხე ცდით, მასზე უარს ვეღარ იტყვით. იგი სახეზე სასწაულებს ახდენს. საშუალება კარგია იმითაც, რომ მისი გამოყენება შეუსვენებლად შეიძლება, სეზონისა და სასურველი ეფექტის მიხედვით თუ შეცვლით.

თუ პროდუქტის ფასი ძალიან მაღალია, შეგიძლიათ, ერთი ტუბი შეიძინოთ და ნახევარწლიანი ინტერვალით, კურსებად გამოიყენოთ. შრატის დახმარება ყველაზე მეტად გამოგადგებათ მაშინ, როცა კანს ყველაზე მეტად სჭირდება დამატებითი მოვლა, მაგალითად, შემოდგომაზე ან გაზაფხულზე.

კრემი თუ შრატი?

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია, რამდენადაც, შრატსა და კრემს შორის ტოლობის ნიშანს ვერ ჩავსვამთ. ორივე პროდუქტის ერთდროულად გამოყენებაც შეიძლება – ეს შესანიშნავ ეფექტს იძლევა, სახეს მოვლილ, ჯანსაღ იერს სძენს და ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია თვალის გარშემო თხელი და ფაქიზი კანისთვის.

თუ ფინანსური საკითხი დგას, შეიძინეთ კრემი. იგი უზრუნველყოფს კანს საჭირო კვებითა და დატენიანებით, შექმნის დამცავ ფენას, გარემოს მავნე ფაქტორების წინააღმდეგ.

შრატის ყიდვაზე მაშინ უნდა დაფიქრდეთ, როცა ტუალეტის მაგიდაზე მოვლის საშუალებათა მთელი ნაკრები გაჩნდება: ტონიკი, სახისა და ქუთუთოების კრემი და სხვ.

შრატი არა კანის ტიპის, არამედ მისი შემადგენლობისა და სასურველი ეფექტის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ამ პრობლემის გადაჭრა არ უნდა იჩქაროთ: არასწორად შერჩეული პროდუქტი კანს ავნებს. ეპიდერმისმა, შესაძლოა, შეუფერებელ კომპონენტებზე მოულოდნელი რეაქცია გამოავლინოს.

არ დაგავიწყდეთ, რომ შრატი არაა უნივერსალური მოვლის საშუალება. იგი მხოლოდ 1-2 პრობლემას ჭრის და ვერ ჩაანაცვლებს კრემისა და სხვა კოსმეტიკური პროდუქტის მოქმედებას.

შრატი და კრემი არამხოლოდ შემადგენლობით, არამედ ფუნქციებითაც განსხვავდება. შეიძინეთ კოსმეტიკა და ნუ ეცდებით ერთ-ერთის მეორეთი ჩანაცვლებას. პირველ რიგში, აირჩიეთ კრემი. შრატი კი მხოლოდ სასიამოვნო დანამატი იქნება მოვლის საშუალებების ხაზზე.