როგორ მოვიქცეთ, თუ კანი გვექერცლება

0
985

კანის აქერცლვა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც კანის ნებისმიერი ტიპი ექვემდებარება. პირველ რიგში, აქერცლვა კანის არასაკმარისი დატენიანებისა და ბუნებრივი დამატენიანებელი ფაქტორის (რომელიც მოლეკულებისა და უჯრედშორისი სითხის სხვა კომპონენტებისგან შედგება) შემცირების შედეგია. ბუნებრივი დამცავი ლიპიდური ფენის განადგურების გამო, უჯრედები აქტიურად კარგავს სითხეს და ეპიდერმისი უწყლოვდება.

აქერცლვის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს: გენეტიკურად მშრალი კანიდან ჰიპოვიტამინოზამდე. კანის არასაკმარისი დატენიანების დროს, იგი სწრაფად კარგავს ტონუსს, ძალასა და სიახლეს, მცირდება ბუნებრივი ჰიალურონის მჟავისა და კოლაგენის გამომუშავება, ჩქარდება უჯრედების დაბერების პროცესი.

კანის აქერცლვის პრობლემას კომპლექსურად უნდა მიუდგეთ. პირველ რიგში, უნდა დაიცვათ მოხმარებული სითხის რაოდენობის საჭირო დონე. რეალურად, სწორედ გაუწყლოება იწვევს ორგანიზმის მუშაობასთან დაკავშირებულ უამრავ დარღვევას: კანის მდგომარეობიდან თირკმლების მუშაობამდე. თუ კანი გექერცლებათ, დაიწყეთ დღეში 2 ლ წყლის მიღება – დიდია იმის ალბატობა, რომ ამას ყველა პრობლემას გადაჭრით.

თუ წყალს საკმარისი რაოდენობით სვამთ, კანი კი მაინც აგრძელებს აქერცლვას, შესაძლოა, პრობლემა კანის არასწორ მოვლაში მდგომარეობდეს. არსებობს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული შცდომა, რომლებიც არამხოლოდ არ გადაჭრის, არამედ გაააუარესებს კანის აქერცლვის პრობლემას.

  • სკრაბებისადა პილინგის ხშირი გამოყენება მხოლოდ ვნებს კანს, აშრობს და ანთებას იწვევს. სპეციალისტები არ გვირჩევენ ექსფოლიანტების გამოყენებას კვირაში 1-2 ჯერზე მეტად.
  • ტონერზე უარის თქმა კიდევ ერთი პრობლემაა. ტონერი, იგივე ტონიკი, მორიგი მარკეტინგული ხრიკი ან ცნობილი ადამიანების ახირება არ გახლავთ. კანის გაწმენდისა და კრემის წასმას შორის ტონერის წასმა დაგეხმარებათ კანში სითხის “გამოკეტვაში” და მნიშვნელოვნად გაზრდის მოვლის საშუალებების ეფექტურობას.
  • უარი არც ღამის მოვლაზე უნდა თქვათ. ბევრი ამბობს უარს ღამის კრემზე, იმ საბაბით, რომ “კანმა უნდა ისუნთქოს”. რეალურად, თუ კრემს კარგი შემადგენლობა აქვს, იგი კანს სუნთქვის საშუალებას არ წაართმევს, აი, კრემის არწასმა კი მნიშვნელოვნად აუარესებს კანის სიმშრალის პრობლემას. დღის კრემის ღამის კრემად გამოყენებაც არაა რეკომენდებული: მათ განსხვავებული შემადგენლობა, სხვადასხვა ფუნქცია აქვთ და ერთმანეთს ვერ შეცვლიან.

მიუხედავად ამისა, წყლის საჭირო რაოდენობით მოხმარებისა და სწორად მოვლის შემთხვევაშიც კი, კანი შეიძლება იქერცლებოდეს. ეს შეიძლება მიუთითებდეს ავიტამინოზზე ან ორგანიზმში სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტზე. ამ შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს და ჩააბარეთ ანალიზები, რომლებიც გაჩვენებთ, თუ რომელი ანალიზები აკლია თქვენს ორგანიზმს. არსებობს მრავალი ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომლებიც ეფექტურად ებრძვის კანის სიმშრალეს, თუმცა, მათი მიღება მხოლოდ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება.