როგორ გამოვიყენოთ თმის ზეთი სწორად?

0
1057

“ვერა და ვერ ვისწავლე თმის ზეთის გამოყენება: ვისვამდი ნოტიო და მშრალ თმაზეც – თავი მაინც დაუბანელი და ცხიმიანი ჩანს. დაქალი კიდევ აქებს და მეუბნება, რომ ზეთი “მასთ ჰევ” პროდუქტია ზამთარში და შვებულების შემდეგ. რას ვაკეთებ არასწორად? იქნებ, ზეთი მხოლოდ თმის კონკრეტულ ტიპებს უხდება? როგორ გამოვიყენო იგი სწორად?” – 27 წლის ნანა.

სტილისტის პასუხი:

დავიწყოთ იმით, თუ რისთვისაა ზეთი საჭირო, ზოგადად. თმის ზეთის ძირითადი ფუნქცია კვებაა. თმის ზედაპირზე არსებობს ლიპიდური ფენა და, როცა მისი მთლიანობა ირღვევა, თმა სწრაფად შრება, რაც პირველი გზაა სტრუქტურის დაზიანებისკენ. ზეთი აღადგენს დამცავ ფენას, ხოლო თმა ელასტიური, გლუვი ხდება და კარგად ივარცხნება.

რომელ პრობლემებს ჭრის თმის ზეთი ზამთარში?

ზამთარში თმა განსაკუთრებით შრება, ცივი ჰაერისა და ოთახებში ჰაერის დაბალი ტენიანობის გამო. ჩნდება ძლიერი სტატიკური დაძაბულობა, რომელსაც ზეთი შესანიშნავად ხსნის.

რომელი თმისთვისაა საჭირო თმის ზეთის გამოყენება?

ნებისმიერი თმისთვის. უბრალოდ, იგი სწორად უნდა შეარჩიოთ და გამოიყენოთ, რათა თმა არ დაამძიმოთ. მთავარია:

  • არ შეუშინდეთ სინთეტიკურ ფუძეზე დამზადებულ ზეთებს. როგორც წესი, ესაა დიმეტიკონისა (სილიკონების) და ნატურალური ზეთების (არგანის, მარულის, შის) შერწყმა. ეს არც მოტყუებაა და არც ბრენდის მხრიდან ეკონომიის გაკეთება – უბრალოდ, ასეთი საშუალებები უფრო მარტივი ტექსტურისაა და არაა იმდენად წებოვან-ბოჭკოვანი, როგორიც 100%-ით ნატურალური ზეთებია ხოლმე.
  • დაუმატეთ ზეთი სხვა პროდუქტს, რათა იფი ნაკლებად შესაგრძნობი იყოს თმაზე. მაგალითად, ჩაასხით იგი ნიღაბში, მისი მკვებავი თვისებების გასაძლიერებლად, ან თერმოდამცავ კრემს. აგრეტვე, შეგიძლიათ ზეთი თმაზე შამპუნით დაბანამდეც წაისვათ.
  • აირჩიეთ პროდუქტის სპრეი-შეფუთვა – მისი დოზირება უფრო მარტივია.
  • თუ ზეთი წებოვან-ვისკოზურია, არ წაისვათ იგი მშრალ თმაზე. თმა ჯერ დაისველეთ და შემდეგ წაისვით: ფენით გაშრობის დროს, კონდიცირებადი ნივთიერებების ნაწილი აორთქლდება.

განსხვავდება თუ არა ზეთები თმის კონკრეტული ტიპების მიხედვით? 

უპირველეს ყოვლისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ცხიმიანი თმა არ არსებობს – ცხიმიანი შეიძლება თავის კანი იყოს. ჭარბი ქონიანობის აღმოსაფხვრელად, გამოიყენეთ ჩაის ხის ან როზმარინის ეთერზეთები, რომლებსაც ანტისეპტიკური ეფექტი აქვს. აბუსალათინის, ზეითუნის, ქოქოსის, პალმის, ჟოჟობას ან ავოკადოს ზეთი წაისვით თავის კანსა და თმის სიგრძეზე დაბანის წინ, რათა ისინი გამოკვებოთ და სიმშრალე შეამციროთ. რაც შეეხება გაყოფილ ბოლოებს, ყველა ზეთს მხოლოდ მკვებავი ფუნქცია აქვს და არც ერთს შეუძლია დაზიანებული თმის აღდგენა.