
თვალის გარშემო კანი გაცილებით უფრო თხელია, ვიდრე სახის სხვა ნაწილზე. სწორედ ამიტომ, ეს მონაკვეთი უფრო ნაზი, მგრძნობიარე და ადვილად გაღიზიანებადია. აქ ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება ქონის ჯირკვლები, რაც კანს სიმშრალისკენ მიდრეკილს ხდის.
კანის გარეგან მდგომარეობაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა გარე ფაქტორი და მისი მოვლის საშუალებებიც. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე მარტივ წესს, რომლებიც თქვენს თვალებს სულის სარკედ და არა ასაკის ანარეკლად აქცევს.
1. გამოიძინეთ
ძილის უკმარისობა და დაღლილობა თვალებზე შესამჩნევად ისახება. ამ მონაკვეთზე ჩნდება ტომრები, სილურჯეები და შეშუპებები. ეცადეთ, ყოველ ღამე არანაკლებ 6 საატით დაიძინოთ. სწორედ ძილის დროს მიმდინარეობს ორგანიზმის აღდგენისა და რეგენერაციის პროცესები ყველაზე ეფექტურად.
2. მოიშორეთ მაკიაჟი
თვალის მოვლისთვის საკვანძო მომენტია მაკიაჟის ნაზი, თუმცა გულდასმით მოშორება. ამისთვის გამოიყენეთ რბილი, ჰიპოალერგიული საშუალება თქვენთვის სასურველი ფორმით – გირჩევთ E ვიტამინის შემცველი გამწმენდი ქაფის, Dermosil-ის გამოყენებას. დაისველეთ სახე და ხელები წყლით. სატუმბს ორჯერ დააჭირეთ და გადაინაწილეთ ქაფი სახესად ა კისერზე. ნაზად დაიზილეთ. ჩამოიბანეტ თბილი წყლით. ეცადეთ, არ გაწელოთ თვალქვეშა კანი. ეს ნაოჭების გაჩენას დააჩქარებს.
3. გამოკვებეთ და დაატენიანეთ კანი
რამდენადაც თვალქვეშა კანი სახის სხვა ნაწილების კანისგან სტრუქტურით განსხვავდება. აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენება. თვალის კოსმეტიკა არამხოლოდ უნდა ატენიანებდეს და კვებავდეს, არამედ უნდა აძლიერებდეს კიდევაც კანს. შესანიშნავი იქნება ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ცილებს, ლიპიდებს, კერამიდებსა და ვიტამინებს.
4. ებრძოლეთ დაბერებას
ნაოჭები, რომლებიც კანზე ჩნდება, აურიდებელია, თუმცა, ტუჩებისა და თვალების გარშემო ისინი ყველაზე სწრაფად ხდება თვალსაჩინო. ისინი, ხშირად, ბუნებრივი მიმიკის შედეგია, რომელიც კუნთების შეკუმშვებს უკავშირდება. აირჩიეთ ისეთი ინგრედიენტების შემცველი საშუალებები, რომლებიც მხარს უჭერს უჯრედების რეგენერაციის ბუნებრივ პროცესს, ააქტიურებს ნივთიერებათა მიმოცვლას, ამკვრივებს და აელასტიურებს კანს და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს.
5. ფრთხილად დაამუშავეთ
თხელი და მგრძნობიარე კანი თვალის გარშემო განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ეცადეთ, არ გააღიზიანოთ, არ მოიფშვნიტოთ და არ გაწელოთ კანი, საჭიროების გარეშე, მაკიაჟის მოშორების თუ კრემის წასმის დროს. კოსმეტიკური საშუალება თითების ბოლოებით უნდა წაისვათ.
6. მოერიდეთ მზეს
მზის გამოსხივება აშრობს კანს და აჩქარებს დაბერების პროცესს, ამიტომ, ასაკის მიუხედავად, აირჩიეთ პროდუქტი, რომელიც შეიცავს UVA და UVB ფილტრებს. თვალის გარშემო კანი, რომელიც განსაკუთრებით მიდრეკილია სიმშრალისკენ, უფრო მეტად საჭიროებს მზისგან დაცვას, ვიდრე სახისა და სხეულის დანარჩენი ნაწილი. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი სათვალე კარგი ფილტრით – იგი არამხოლოდ დაიცავს თვალებს მზისგან, არამედ თქვენც დაგიცავთ ზედმეტი მოჭუტვისა და მიმიკისგან (რაც ნაოჭებს აჩენს).
7. ცხოვრების ჯანსაღი წესი დაიცავით
რეგულარული ფიზიკური აქტივობა და დაბალანსებული დიეტა მთელი სხეულის კანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. სიგარეტის კვამლი, უკმარისი დატენიანება და ბოსტნეულის, ხილისა და თევზის გარეშე კვება თქვენი კანის მთავარი მტერია. დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი და მიირთვით პროდუქტი, რომელიც მდიდარია ვიტამინ B6-ითა და ფოლიუმით მჟავას. მათ იპოვით თევზში, ფრინველის ხორცში, კვერცხში, ბროკოლისა და ბანანში.