
ამ 7 ტუშს მთელი მსოფლიოს ქალები აძლევენ ხმას. გინდათ, ჩემპიონები გაგაცნოთ? Girl.ge-ის რედაქცია წარმოგიდგენთ 7 ყველაზე გაყიდვად ტუშს და გეტყვით, თუ რატომ ვერ სჯობნის უფრო ახალი პროდუქტები მათ.
Paradise Extatic, L’Oreal Paris
აბუსალათინის ზეთი აძლიერებს წამწამებს – ცნობილმა კოსმეტიკურმა ბრენდმა ეს იარაღი მოიმარჯვა და თავისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტუში დაამზადა. ფერედაიზ ექსთათიქ უხდება თხელი და სუსტი წამწამების მფლობელებს – ულტრარბილი ფუნჯი არ აზიანებს წამწამებს და იდეალურად ღებავს ღია დაბოლოებებს. ტუში წყალს ვერ იტანს, თუმცა, ტესტირების დროს, მან გაუძლო წვიმას და არ გათხაპნულა – სასიამოვნო ბონუსი.
Better Than Sex, Too Faced
ბრენდის პროვოკაციული სახელწოდება “ორსახიანს” ნიშნავს. აქ, რა თქმა უნდა, ქალის უვნებელი სივერაგე ან უბრალოდ მაკიაჟში ურთიერთსაწინააღმდეგო სახეობათა თამაში იგულისხმება. ბრენდი 1990-იან წლებში გაჩნდა, როცა “არენაზე დრამატული გახუნებული ლუქი გამოდიოდა, თავქარიანი ვარდისფერი სულელურ ტონად ითვლებოდა”. მისმა შემქმნელებ,ა – ბიუთი-კორნერების ვიზაჟისტებმა პრესტიჟულ სალონებში, ჯეროდ ბლანდინომ და ჯერემი ჯონსონმა, 1998 წელს შექმნეს კოსმეტიკის ნიშანი, რომელიც ხაზს გაუსვამდა ქალის ინდივიდუალობას. როცა მათი ტუში Better Than Sex ჩვენთან შემოვიდა, დაუყოვნებლივ დაიყიდა. საიდუმლო – ტექსტურა, რომელიც არ იფშვნება, მაშინაც კი, თუ მას რამდენიმე ფენად წაისვამთ, თან მთელი დღე ჩერდება.
Double Stacked, NYX
ორი ტუბის მქონე ტუშის შექმნის იდეა ახალი არაა. თუმცა, სავაჭრო ნიშან ნიქსს (ასე ეძახდნენ ღამის ძველბერძნულ ქალღმერთს, იმავე ნიქტას), როგორც ჩანს, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი გამოუვიდა. თავიდან უნდა წაისვათ თეთრი ფუძე, რომელიც შეიცავს ნეილონის ბოჭკოებს. სწორედ მათ ხარჯზე გრძელდება და სქელდება ღეროები. ახლა კი წაისვამთ შავ ტუშს. შედეგი: ძალიან გრძელი და ფუმფულა წამწამები, საღებავის ბურთულების გარეშე.
Lash Queen, Helena Rubinstein
ჰელენა რუბშტეინი კოსმეტიკურ სამყაროში საკულტო ფიგურაა, რომელმაც შექმნა მრავალი საშუალება, რომლებსაც დღემდე ვიყენებთ. ამ ბრენდის წამწამის ტუში აშშ-ში უზომოდ პოპულარულია: მისი შთაგონებაა “კატის მზერა”, შესაბამისად, იგი შესანიშნავად ახვევს და აგრძელებს წამწამებს. თუ საღამოს მაკიაჟს სცემთ პატივს, ეს თქვენთვის შესაფერისი ვარიანტია! წყალგამძლე ფორმულა ტუშის გამოყენების საშუალებას პლაჟზეც კი მოგცემთ (იმედია, ამ ზაფხულს იქ მოხვდებით). სხვათა შორის, თუ მხოლოდ მზერით კეკლუცობთ, უკეთეს ტუშს ვერ იპოვით.
Volum’ Express The Colossal 100% Black, Maybelline New York
კატეგორიის კლასიკა: ფასისა და ხარისხის იდეალური თანხვედრა. ეს სავაჭრო ნიშანი ერთ-ერთი იყო იმ პირველთაგან, ვინც ნახშირი ვაზელინს გაურია, წამწამების შეღებვისთვის. პირველი ტუშის შექმნის მომენტიდან მრავალი წელი გავიდა, ნიშანი კი დღემდე ლიდერობს ამ კატეგორიაში. ტუშ Volum’ Express The Colossal 100% Black-ს შესანიშნავი ფუნჯი აქვს, რომელიც სწრაფად ღებავს წამწამებს და დღის განმავლობაში ფხვნილივით არ იყრება.
Diorshow, Dior
ლეგენდარული ტუში კბილის ჯაგრისის შთაგონების შედეგია! ვიზაჟისტი პეტ მაკგრატი მოდელებს წამწამებს სწორედ კბილის ჯაგრისით უღებავდა ჯონ გალიანოს ჩვენებაზე – მისი ხშირი ჯაგარი წამწამებს საჭირო “საღამოს” ეფექტს აძლევდა. საბოლოოდ, ბრენდმა გამოუშვა ტუში ძალიან, ძალიან ხშირი ჯაგრით. Diorshow-ს დახმარებით შექმნით ნებისმიერ ეფექტს, ბუნებრივიდან დრამატულამდე, უბრალოდ, წასმის ინტენსიობის დარეგულირებით. ტუში მარტივად ირეცხება თბილი წყლით, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალების გარეშე. ბონუსი: ტუში 8 ფერში მოიპოვება, ლურჯიდან კლასიკურ შავზე.
Intensifying Long-Wear Mascara, Bobbi Brown
ეს ერთ-ერთი პირველი ტუშია, რომელიც ჩვეულებრივი წყლით ირეცხება. დიახ, Bobbi Brown-ს ბევრმა ბრენდმა მიჰბაძა ამის შემდეგ, თუმცა, სწორედ ეს იყო ყველაზე პირველი. ტუში, რომელიც არ ტოვებს პანდის ეფექტს და არ მოითხოვს სპეციალურ საშუალებებს მაკიაჟის მოსაშორებლად. უარყოფითი მხარე: რა თქმა უნდა, ამ ტუშით ვერ იბანავებთ აუზში ან ზღვაზე.