წინასწარმეტყველება: აირჩიეთ ტაროს კარტი და გაიგეთ, რა გელით

0
927

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ტაროს კარტზე მკითხაობას. სახლში მოწყენილი რომ არ იჯდეთ, აირჩიეთ კარტი, რომლითაც ყველაზე მეტად დაინტერესდით.

ესაა უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე სანდო მკითხაობა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ასეთი კარტების დალაგება მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. დღეს ჩვენი მიზანია, ცოტათი გაგართოთ, ისტორიის კითხვას არ ვაპირებთ. ამიტომ, ახლავე შევუდგეთ საქმეს.

მოცემულია 5 კარტი, აირჩიეთ ერთ-ერთი და წაიკითხეთ განმარტება.

1. ჯადოქართა გვირგვინი

დასრულება და სრულყოფა – ესაა თქვენ მიერ არჩეული კარტის მნიშვნელობა. იგი სიბრძნესა და სიყვარულს მოუტანს მფლობელს. თქვენ შეძელით საკუთარი სისუტეების დამარცხება – ამას ამბობს ტაროს კარტი. შინაგანი წონასწორობის შეძენა სამყაროს სხვა თვალით დაგანახებთ. თქვენ აღარ ისურვებთ მონად დარჩენას და საკუთარ სურვილებზე დამოკიდებულებას. ბრწყინვალე მომავალი და ვნება, რომლისკენაც ადრე მიილტვოდით, მეორეხარისხოვანი ხდება.

კარტი შესანიშნავ სიახლეს გიმზადებთ. მომავალი წარმატებას გიქადით ყველა იმ საქმეში, რომელიც თქვენს ძალებს არ აღემატება.

2. შეყვარებულები

აურიდებელი არჩევანი – ესაა კარტის ტრადიციული მნიშვნელობა. თქვენი მომავალი რამდენიმე თვეში შეიცვლება, ეს ცვლილებები კი დადებითი იქნება. არაა გამორიცხული, რომ ბედმა საყვარელ ადამიანთან შეხვედრაც მოგიმზადოთ.

თუმცა, არსებობს ამ მნიშვნელობის მეორე მხარეც, რომელიც გეუბნებათ, რომ შორეულ მოგზაურობაში წასვლა გელით. ეს ვერაფი კარტია, მას მესამე მნიშვნელობაც აქვს. შეიძლება გზაგასაყარზე აღმოჩნდეთ და, დიდი ალბათობით, ბევრი რამ ეცდება თქვენს შეცდენას. ნუ დანებდებით ვნებებს. კარტმა უკვე მიიღო სწორი გადაწყვეტილება თქვენთვის, მას მალე გაიგებთ.

3. ფაეტონი

კარტი გაფრთხილებთ, რომ ამ ეტაპზე მოდუნება საუკეთესო საშუალებაა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თუ თქვენი საქმე გეგმებს არ შეეფერება. თუ ყველაფერი ინგრევა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მიენდეთ სამყაროს, არ სცადოთ რამის შეცვლა. ახლა თქვენგან მხოლოდ ნდობაა საჭირო, ცხოვრება თავისით დადგება სწორ გზაზე.

ნუ გადაახვევთ თავში ერთსა და იმავე სიტუაციებს, ნუ დახარჯავთ ენერგიას ამაოდ. განდევნეთ ნეგატივი, აზრების განდევნას ახლა უბრალოდ შედეგი არ ექნება. ამჯერად, თქვენზე არაფერია დამოკიდებული, მიიღეთ ეს და დამშვიდდით.

ბედისწერა გაძლევთ ნიშანს, რომ საჭირო გეზიდან გადაუხვიეთ. მალე იღბალი თქვენკენ შემობრუნდება.

4. ძალა

სიცოცხლის სიყვარულისა და ტემპერამენტის სიმბოლო. კარტი ამბობს, რომ ცხოვრებაში პრიორიტეტები სწორად გაქვთ გადანაწილებული. ნებისყოფასა და ცივ გონებას ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებთ. აბსოლუტურად უშიშარი ადამიანი ხართ, როცა ამას გარემოება მოითხოვს. თუმცა, საჭირო მომენტში საკუთარ ადგილს ყოველთვის ვერ პოულობთ.

კარტი მიგანიშნებთ, რომელი გზით უნდა წახვიდეთ, სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღოთ. ნუ გადაუხვევთ დასახულ გეგმას. მხოლოდ მუდმივი წინსვლით შეიძენთ სიბრძნესა და ძალას. ნუ შეუშინდებით განსაცდელს, რომელიც გზაზე შეგხვდებათ. თქვენი მომავალი – საყვარელი ადამიანის, საქმის ან შეგრძნებების ძიებაა. ნუ დააფასებთ საკუთარ ძალებს ზედმეტად.

5. სამართალი

ბედისწერა თქვენს ყველა გადაწყვეტილებას სწორედ ისე აწონის, როგორც ამას კარტზე მოცემული ქალბატონი აკეთებს. იგი ტახტზე ზის, სასწორითა და ხმლით, ესე იგი, ობიექტურობასა და გულახდილობას ასახიერებს. მის ხელში ხმალი მცდარი ქცევებისთვის დაგსჯით.

კარტის მიუკერძოებლობა და სიმკაცრე საკუთარ თავზე მუშაობის საშუალებას მოგცემთ. განდევნეთ თავიდან ყველაფერი ბოროტი და უკეთური მოიშორეთ, გააკეთეთ სწორი დასკვნა. თქვენი მომავალი ასეთია: რასაც დარგავთ, იმასვე მოიმკით.