
ქალური ფსიქოლოგია და ლოგიკა, ხანდახან, შეუთავსებელია. ქალი და მამაკაცი ცასა და დედამიწას ჰგავს. დღეს ჩვენ თვენს ფსიქოლოგიურ ცოდნას შევამოწმებთ და გავიგებთ, ამ სამი გოგოდან რომელი ცდილობს მამაკაცის ყურადღების მიქცევას?
გაიხსენეთ ტესტები, რომლებიც “სხეულის ენის” თემაზე გაიარეთ. დღეს ეს ცოდნა გამოგადგებათ. შეისწავლეთ ლამაზმანების ქცევა და ჟესტები, რომლითაც ქალი მამაკაცების მიზიდვას ცდილობს.
გოგონები მოურიდებლად ფლირტაობენ, თუმცა, მხოლოდ ერთი მათგანია მამაკაცით დაინტერესებული. რომელი?
არ იჩქაროთ პასუხის გაცემა, განსაზღვრეთ თქვენი ყურადღებიანობა, იქნებ, უბრალოდ მოგეჩვენათ, რომ იცით, ვინ კეკლუცობს.
Girl.ge-ის რედაქცია ახლა თითოეული ლამაზმანის ქცევას ახსნის.
ქალი №1
თუ ქალი მამაკაცისთვის თავის მოწონებას ცდილობს, იგი, ნებსით თუ უნებლიეთ, ამას ჟესტებით გამოხატავს. მაგალითად, პირველი გოგონა თითებზე თმას იხვევს.
ეს იმას ნიშნავს, რომ მას მამაკაცი მოეწონა და ყურადღებას იჩენს. ეს ჟანრის კლასიკაა, რომელსაც მამაკაცებიც მიმართავენ, გაცნობის დროს.
ქალი №2
ქალური ხიბლი – ეს მძლავრი ჟესტია, რომელიც მამაკაცს დააჩოქებს. ნათელია, რომ ქალი მამაკაცისადმი სიმპათიას გამოხატავს, თვალებითა და ღიმილით ეთამაშება, აგრეთვე, თანამოსაუბრეს პირდაპირ არ უყურებს.
ქალი №3
ამ გოგონას აშკარად თავის მოწონება სურს. დააკვირდით მის ქცევას: პირი გახსნილი აქვს, ენა – გარეთ, თან ცალ თვალს უკრავს. ეს უკვე მინიშნება კი არა, პაემანზე დაპატიჟებაა. დიდი ალბათობით, სწორედ ესაა ის გოგონა, რომელსაც ვეძებთ.
სწორი პასუხი: რეალურად, ყველა ქალს აინტერესებს მამაკაცი. ჩვენ ოდნავ დაგაბნიეთ, ჟესტების ენა უფრო ყურადღებით რომ შეგესწავლათ.