გამოიყენეთ სილამაზისთვის ეს 3 ჯადოსნური სითხე

0
856

სახის მოვლის ახალი საშუალებების შეძენის, სპა-პროცედურების ჩატარებისა და კოსმეტოლოგიის უახლესი შესაძლებლობების შესწავლის გამო, ხშირად გვავიწყდება სილამაზის ბუნებრივი ესენციების არსებობის შესახებ. ისინი ხელმისაწვდომი და ეფექტურია, ბუნების ნამდვილ ძალას სწორედ ისინი შეიცავს. ნუთუ, სილამაზისთვის სწორედ ეს არაა ყველაზე ძვირფასი?

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ 3 ბუნებრივ საშუალებას, რომლებიც დაგეხმარებათ სილამაზის შენარჩუნებაში.

1. მწვანე ჩაი

იაპონელებს სჯერათ, რომ მწვანე ჩაი დაბერების პროცესს ანელებს. მწვანე ჩაის ფოთლები უდიდესი რაოდენობით შეიცავს კატექინს – ანტიოქსიდანტების განსაკუთრებულ სახეობას. ჩაის ანტიოქსიდანტები 100-ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე C ვიტამინი და 25-ჯერ, ვიდრე E ვიტამინი. ისინი იცავს უჯრედებს მავნე ზეგავლენისგან, ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, “ზრდის” ახალ უჯრედებს, გვეხმარება სითხის ბალანსის შენარჩუნებაში, არეგულირებს შაქრისა და ტოქსინების დონეს.

გარდა ამისა, მწვანე ჩაის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს, ამშვიდებს კანს და, ამრიგად, ხელს უშლის წვრილი კოსმეტოლოგიური პრობლემების წარმოქმნას. თუმცა, მწვანე ჩაის დალევა ზომიერადაა რეკომენდებული – არაუმეტეს 3 ფინჯანი დღეში.

2. ზეითუნის ზეთი (მხოლოდ ექსტრა ვირჯინი)

ზეითუნის ზეთის შემადგენლობაშია უჯერი ცხიმოვანი მჟავები. ისინი ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, რაც, როგორც ხვდებით, გაახალგაზრდავებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მიიღეთ დღეში 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, სასურველია უზმოზე, და სახე შიგნიდან განათდება!

3. სუფთა წყალი

დალიეთ სუფთა, მინერალებითა და მარილებით მდიდარი წყალი, იდეალური ვარიანტია წყაროს წყალი. დალიეთ ბევრი – არანაკლებ 1.5 ლ წყალი დღეში. წყალი არამხოლოდ სახის კანის ტონუსს ინარჩუნებს, არამედ ორგანიზმიდან ტოქსინებს რეცხავს.

თუ კანი კარგად დატენიანდება, იგი სწორად ჩაატარებს თვითწმენდის პროცესს, ძილის დროს. სხვათა შორის, ხანგრძლივი ძილი კიდევ ერთი რამაა, რაც არ უნდა დაგავიწყდეთ, თუ გინდათ, რომ კარგად გამოიყურებოდეთ.