
ქალს ასაკი რაც უფრო ემატება, მით უფრო ხშირად იწყებს თავის გარეგნობაზე, სახისა და ხელების კანზე ფიქრს. ადრე ამის თავი არ ჰქონდა, კანიც კარგად გამოიყურებოდა. ახლა კი, გაუწყლოებული კანი, ჩამოწელილი კანი, ნაოჭები და ნაკეცები სულ უფრო აშფოთებს ქალს და მას თავისი გარეგნობის რცხვენია.
60 წელი მხოლოდ სიმწიფეა და არა სიბერე. ამიტომ, ჯერ კიდევ გაქვთ თავის მოვლის დრო. თუ ადრე ამას სრულყოფილად არ აკეთებდით, ახლა სწორედ იმის დროა, კანს დაუთმოთ საკმარისი ყურადღება. საშინაო პირობებში, შუა ხნის ასაკის ქალს სავსებით შეუძლია, გამოიყენოს მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბები, კრემები და გამწმენდი საშუალებები.
60 წლის შემდეგ კანის მოვლისთვის შეუცვლელი ინგრედიენტებია ახალგაზრდობის A და E ვიტამინები, ჰიალურონის მჟავა, ელასტინი და კოლაგენი. აუცილებელია ძალოვანი ფიზიკური დატვირთვებიც, ყოველდღიურად მარტივი ფიზიკური სავარჯიშოების შესრულება.
ოპტიმალურ ზღვარზე უნდა შეინარჩუნოთ წონაც. ამაში სწორი კვება დაგეხმარებათ. უარი თქვით ალკოჰოლსა და მოწევაზე, ამ ასაკში ეს უკვე საშიშია როგორც ჯანმრთელობის, ისე გარეგნობისთვის.
სამწუხაროდ, ამ ასაკში ბევრი ქალი იქნევს ხელს კანის მოვლაზე, მხოლოდ იშვიათად იყენებს კრემსა და ტუჩსაცხს. ამაოდ! თუ ქალი კოსმეტოლოგთან დადის, ძალიან კარგია! თუმცა, სალონური პროცედურების განმტკიცებასა და მათი მოქმედების გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ სახის კანის ყოველდღიური მოვლა 60 წლის შემდეგ. ეს მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- დაარეგულირეთ სასმლის რეჟიმი – დალიეთ დღეში 1-1.5 ლ სუფთა წყალი. ამაში არ შედის ჩაი, ყავა, კომპოტი, წვნიანი და სხვა. დალიეთ წყალი საღამოს 10 საათამდე, დილით შეშუპება რომ არ გქონდეთ. შეგიძლიათ, წყალი არანაკლებ 1 დღით დააყენოთ, ჭუჭყი და ქლორი რომ დაილექოს, ასევე, შეგიძლიათ წყლის გაყინვა და დამდნარი წყლის დალევა – ეს ძალიან სასარგებლოა.
- მოიშორეთ კოსმეტიკა ღამით. კანზე დატოვებული კოსმეტიკური საშუალება აჩქარებს კანის დაბერების პროცესს. შეგიძლიათ, იგი მიცელარული წყლით, კოსმეტიკური რძით, დამატენიანებელი გელით ან სხვა რბილი საშუალებით მოიშოროთ. ჩამოიბანეთ სახე ამის შემდეგ.
- კანი სწორად უნდა დაიბანოთ. არ დაგავიწყდეთ კისრისა და დეკოლტეს ზონა, ყოველ დილა-საღამოს. უარი თქვით საპონსა და ტუტოვან საშუალებებზე. გამოიყენეთ დასაბანი რძე ან დამატენიანებელი გელები ბალახების ექსტრაქტით. ისინი გაღიზიანებას მოგიხსნით.
- აუცილებელია ტონუსში მოყვანაც. გამოიყენეთ დამატენიანებელი ტონიკები და ლოსიანები, სპირტის შემცველობის გარეშე. შრგიძლიათ ბალახის ნახარშის ყინულის გამოყენებაც – იგი დაატენიანებს და ტონუსში მოიყვანს კანს.
- არ დაგავიწყდეთ თვალის გარშემო კანის მოვლაც. ყველაზე სარფიანია უნივერსალური საშუალებები ყოველდღიური მოვლისთვის, “თვალის გარშემო კანისთვის” ნიშნით.
- აირჩიეთ ანტიასაკობრივი კრემები, რომლებიც კანს მისი ტიპის მიხედვით დაატენიანებს და გამოკვებავს A, E, C, B ვიტამინებით, კალციუმით, მაგნიუმით, გლიცერინით, ბუნებრივი ცვილით, ჰიალურონის მჟავით, ელასტინით, კოლაგენით, კოენზიმ Q10-ით ან ჟენშენის ექსტრაქტით.
- დაიცავით კანი ულტრაიისფერი სხივებისგან ყოველდღე. თუ უ.ი. ინდექსი 0-2-ს შორის მერყეობს, მზისგან დამცავი კრემის წასმა აუცილებელი არაა. თუმცა, თუ ამ დროში ქიმიურ პილინგებს ან სხვა აგრესიულ პროცედურებს იტარებთ, ან რეტინოლის შემცველ ან სხვა ისეთ პრეპარატს იყენებთ, რომლებიც ზრდის ულტრაიისფერისადმი მგრძნობელობას, ან დიდხანს სეირნობთ მზეზე, მზისგან დამცავი კრემი აუცილებელია. ზაფხულში დაცვა 50 ერთეული უნდა იყოს, გაზაფხულ-შემოდგომაზე 20-30, ხოლო ზამთარში – 10-20.