
თხელი, სუსტი თმის პრობლემა ნებისმიერს შეიძლება აწუხებდეს. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ ზედმეტი მოსავლელი პროდუქტის ყიდვის ან კოსმეტოლოგთან ვიზიტის საშუალება არ გვაქვს?
Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ პასუხს ამ კითხვაზე: მოამზადეთ შესაფერისი ნიღბები სახლის პირობებში, გაანებივრეთ კულულები მკვებავი ნივთიერებებით. ისინი სწრაფად დაუბრუნებს თმას ჯანსაღ იერსა და მიმზიდველ სილამაზეს.
რის ხარჯზე გაუმჯობესდება თქმის მდგომარეობა? იმ კომპონენტების ხარჯზე, რომლებიც თავის კანს გამოკვებავს. ასეთი ზეგავლენის წყალობით, თმის მძინარე ბოლქვები გააქტიურდება, თმა დაიწყებს ზრდას, მისი სტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. გთავაზობთ საუკეთესო ნიღბების რეცეპტებს.
მდოგვის ნიღაბი
მომზადება და გამოყენება
ათქვიფეთ ორი კვერცხი. დაუმატეთ 1 ს.კ. მდოგვი და 1 ჭიქა კეფირი. კარგად მოურიეთ და წაისვით თმის ძირებზე, ოდნავ სიგრძეზეც გადაინაწილეთ. დაიხურეთ თავზე ცელოფანი და შეიხვიეთ პირსახოცით. ნიღაბი 1 საათით უნდა გაიჩეროთ, შემდეგ კი თმა ჩვეულებრივად უნდა ჩამოიბანოთ.
წიწაკის ნიღაბი
მომზადება და გამოყენება
1/2 ჩ.კ. წითელი წიწაკის ფხვნილს შეურეით 50 მლ რევანდის ზეთი, ერთიანი მასის მიღებამდე. შეიზილეთ თავის კანში, გაიჩერეთ 20 წუთით, კარგად ჩამოიბანეთ თავი ჩვეულებრივად. ორივე ნიღაბი გააღიზიანებს თმის ბოლქვებს და თმის ზრდას შეუწყობს ხელს.
თხელი თმისთვის არსებობს ნიღბების სხვა ვარიანტებიც:
ზეთოვანი ნიღაბი
მომზადება და გამოყენება
აიღეთ ნუშის, კედრის, რევანდის, აბუსალათინის ან ზეითუნის ზეთი. გამოყენებამდე, იგი ოდნავ შეათბეთ. შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერეთ 15 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.
კეფირის ნიღაბი
მომზადება და გამოყენება
1 ჩ.კ. კაკაო, 1 ჭიქა კეფირი და 1 კვერცხი კარგად ათქვიფეთ ბლენდერში. შეიზილეთ ნიღაბი თავის კანში და გაიჩერეთ 1 საათით.
საფუვრის ნიღაბი
მომზადება და გამოყენება
შეათბეთ 1 ჭიქა რძე, დაუმატეთ 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი და 1 ს.კ. ნატურალური თაფლი. მოურიეთ და დააყენეთ თბილ ადგილას 30 წუთით. ქაფის წარმოქმნა იმას ნიშნავს, რომ ნიღაბი მზადაა.
წაისვით მასა თავის კანსა და თმის სიგრძეზე. გაიჩერეთ არაუმეტეს 45 წუთით. ჩამოიბანეთ ნიღაბი ჭინჭრის ნახარშით, შემდეგ კი ჩვეულებრივი შამპუნით. აირჩიეთ ის ნიღაბი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ და გამოაჯანმრთელეთ თმა!