
დღეს მფარველ ანგელოზს თქვენთვის შეტყობინება აქვთ. ამ ტესტში Girl.ge-ის რედაქციას სამი ვარიანტი და 2 შეტყობინება აქვს. იმედია, მინიშნებებს იპოვით.
ჩაიფიქრეთ კითხვა და აირჩიეთ კარტი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ. სწორედ ეს იქნება შეტყობინება მფარველი ანგელოზისგან.
1. ახალი დასაწყისი
თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი და ძალიან საინტერესო ნაწილი. უახლოეს დღეებსა და კვირებში, თქვენ გადახედავთ საკუთარ ცხოვრებისეულ დანიშნულებას და საკუთარი ცხოვრების მიმართულებას შეასწორებთ. რამდენიმე, ერთი შეხედვით, დამთხვევა ახალ ადგილებში მიგიყვანთ, ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. მიიღეთ ყველაფერი, რაც თქვენი ცხოვრებისთვის ახალი და საოცარია, გაუშვით ყველაფერი ძველი და ცუდი.
გასული დრო წარსულს ჩაბარდა, ამიტომ, მადლობა უთხარით მას და სიყვარულით მიიღეთ, როგორც აუცილებელი რამ. წელიწადის დროების მსგავსად, ცხოვრება მუდმივად მიედინება და ევოლუციის პროცესში თქვენ სულ უფრო მაღალ საფეხურზე ადიხართ, სიყვარულისა და სიბრძნის სფეროებში. დატკბით მომავალი მოგზაურობითა და ღვთის წყალობით.
2. ოცნებათა ველი
ნუ ჩაუღრმავდებით ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს, რამდენადაც სწორედ იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ. ოცნების ველით გარშემორტყმული, თქვენ მალე განახორციელებთ ყველაფერს, რაც თქვენს გულს სურს. თუ საკმარის მოთმინებას გამოიჩენთ, ოცნება რეალობად გექცევათ. თუ თქვენი გული და გონება გახსნილია, თქვენი ცხოვრებაც სიყვარულით აივსება.
იყავით მადლიერი საკუთარი ცხოვრებისა და იმ მრავალრიცხოვანი კეთილდღეობისთვის, რომელიც უკვე მიიღეთ ან მომავალში მიიღებთ, და რომლებიც უფრო მეტ სიკეთესა და სიხარულს მოგიტანთ. კონცენტრირდით ყველაფერ ლამაზზე ცხოვრებაში – დანარჩენი ყველაფერი თავისით დალაგდება.
3. წარმატება
მალე წარმატება გაავსებს თქვენს ცხოვრებას, სწრაფი მდინარის მსგავსად, გარე სამყარო კი ეკზოტიკურ სათამაშო მოედნად მოგეჩვენებათ. კარტზე გამოსახული ქალი ასახიერებს ბალანსს, გულმოწყალებას, სიბრძნეს, ინტრიგასა და საიდუმლოს.
მალე მოწყენილობას გაექცევით, რადგან თქვენს ცხოვრებაში მრავალი ახალი საინტერესო მოვლენა გაჩნდება. იხარეთ ცხოვრებით და იცოდეთ, რომ ზეცა გაგიღიმებთ და შეგიწყალებთ.