ცვლილებები უახლოეს მომავალში: რისი თქმა უნდათ ჯადოსნურ ქალთევზებს

0
2011

კარტებზე მკითხაობისას, ჩვენ კარტს ინტუიციის მიხედვით ვირჩევთ, წინა მხარის დაუნახავად. რატომ ავირჩიეთ მაინცდამაინც ის კონკრეტული კარტი – ამის ახსნა არავის შეუძლია.

მოიშორეთ ეჭვები, თქვენ ზეციერი ძალები გმფარველობენ! ეს მხოლოდ დადებით შედეგს, დიდ ძალასა და თავდაჯერებულობას მოგიტანთ.

აირჩიეთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებული 3 კარტიდან ერთ-ერთი და გაიგეთ, როგორი ცვლილებები გელით უახლოეს მომავალში.

1. შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი

თქვენი დრო მოვიდა! ახლა უბრალოდ მოსავალი უნდა აიღოთ. თუმცა, ბედისწერა თქვენგან მცირეოდენ მოთმინებასა და მიზანმიმართულ მოქმედებებს მოითხოვს. კიდევ ცოტაოდენი ლოდინი და ძალისხმევა შედეგად ნამდვილად ღირს. თქვენ თითქმის მიაღწიეთ მიზანს, ეს კარტი კი სასწაულებისა და ზეციური ჯადოსნობის ნამდვილობაში დაგარწმუნებთ.

გამოიყენეთ წარმოსახვა, წარმოიდგინეთ, რომ ოცნებები უკვე ახდა. გული მადლიერებითა და ბედნიერებით აივსება, ეს ემოციები კი თქვენი სურვილის განხორციელებას დააჩქარებს. ძალიან მალე მიიღებთ სასიამოვნო შედეგებს.

2. სინქრონულობა

ყველა თქვენს ლოცვას პასუხს ურთიერთდაკავშირებული მოვლენები გასცემს – “შემთხვევითი შეხვედრები”, ინფორმაცია, რომელიც “მოულოდნელად” მიიღეთ, და ა.შ. ამ კარტის დახმარებით, ზეცა მოგიწოდებთ იმის გაცნობიერებისკენ, რომ ცხოვრებაში შემთხვევითი არაფერია. რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ ამ ჯადოსნობას, მით უფრო ხშირად მოხდება იგი. ყველაზე კარგი არჩევანი კი ყველა მსგავსი ეპიზოდის დღიურში ჩაწერა იქნებოდა, ცხოვრებაში უფრო მეტი სინქრონული მოვლენა რომ მოიზიდოთ.

იქნებ, უკვე იცით, რომ შემთხვევითობა არ არსებობს. ეს კარტი აქებს თქვენს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას, პოზიტიურას იფიქროთ სურვილების ახდენაზე. სასწაულმოქმედი ენერგეტიკული სხივის მსგავსად, რომელიც ფიზიკურ ობიექტებზე ახდენს გავლენას, ოპტიმიზმი და რწმენა ცხოვრებას შედევრად აქცევს, რომელიც თქვენს არსს აირეკლავს.

3. დედასთან ურთიერთობა

ამ კარტის შემოთავაზებით, ზეცა “დედასთან პრობლემების” მოგვარებას გირჩევთ. არ იდარდოთ იმაზე, თუ როგორ დალაგდება ყველაფერი, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება მხოლოდ იმას, რომ უარყოფითი ენერგიების ნებისმიერი გამოვლინება აღკვეთოთ.

როცა დედა სამყაროსთან პრობლემას გადაჭრით, თქვენი გული უფრო ფართოდ გაიღება, გამოავლინეთ მზაობა იმ გასული უსიამოვნებების პატიებისა და დავიწყებისთვის, რომლებიც როგორღაც მაინც უკავშირდება დედათქვენს.