
გარდერობს ყოველ სეზონზე აახლებთ, მოდის ჟურნალებიდან სტატიებს და ვარსკვლავების მოდურ ნიმუშებს სწავლობთ, მაგრამ შედეგი მაინც არ გახარებთ? მოდით ვნახოთ, რაშია საქმე.
სტილით ექსპერიმენტის გეშინიათ
შესაძლოა, ერთხელ ვიღაცამ გითხრათ, რომ კლასიკური სტილი გიხდებათ (ხშირად ყველაზე ცუდი გაგებით – თეთრი ზედა + შავი ქვედა) ან „ნეიტრალური“ ტრიკოტაჟის კაბა–ტომარა და მას შემდეგ თქვენი სტილი არ შეცვლილა. ლუქებში მრავალფეროვნება შემოიტანეთ: მოსაწყენი, უფორმო შავი შარვალი შეცვალეთ შარვალი–სიგარეტით, ხოლო მომდგარი ბლუზი – მამაკაცის სტილის თეთრი პერანგით.
მოდური მითების გჯერათ
ერთ სტილში სამზე მეტი ფერის კომბინაცია არ შეიძლება, ფეხსაცმელი ჩანთის ფერს უნდა ედრებოდეს, 30 წლის შემდეგ ჯინსის ჩაცმა აღარ ღირს და ა.შ. დროა, მოდური მითები დაივიწყოთ. არც ერთი მათგანი სიმართლეს არ წარმოადგენს და არ მუშაობს, ამიტომ – გზა მიეცით ექსპერიმენტებს.
პრობლემა აქსესუარებთან?
ჩვეულებრივ, მოდური მარცხის 2 მიზეზი არსებობს: ან გადაჭარბების გეშინიათ და აქსესუარებს უბრალოდ პრინციპის გამო არ ატარებთ, ან, პირიქით, ყველაფერს იკეთებთ, რის გამოც თქვენი სტილი „მხიარულ ფესტივალს“ ჰგავს.
უკეთესი იქნება, თუ ოქროს შუალედს იპოვით. დიდებული კოკო შანელი ტყუილად არ გირჩევდათ, რომ სახლიდან გასვლის წინ მოიხსნათ ის აქსესუარი, რომელიც ყველაზე ბოლოს გაიკეთეთ. აბრეშუმის ყელსახვევი, უჩვეულო საყურე ან სამაჯური ყოველდღიური სტილისთვის საკმარისი იქნება.
მხოლოდ უფორმო ტანსაცმელი
არა, მოდურ ოვერსაიზ ნივთებზე საუბარი არ გვაქვს, მხედველობაში გვაქვს საშინელი ტომარა კაბები, „ბებიების“ ქვედაბოლოები და „ჯეპრეები“. ამ უკანასკნელს შეიძლება მივაკუთვნოთ ნებისმიერი რამ, რაც გარეცხილ ტომარას ჰგავს, რომელსაც წვეულებებზე და ყოველდღიურობაში იცვამენ და რომელსაც ხან დახეულ ჯინსებს უხამებენ, ხან ტულის კაბას და ხან საოფისე სტილის შარვალს.
ფეხსაცმლის სწორად შერჩევას ვერ ახერხებთ
თქვენს კარადაში ჯერ კიდევ ინახება ფეხსაცმლის მოდელები, რომლებიც 10 წლის წინ იყიდეთ? ეს მარცხია! დაივიწყეთ ცხვირიანი ფეხსაცმელი, რომლის წვერიც იმდენაც მახვილია, რომ ზემოთ იღუნება, „ფეხსაცმელი–ჩლიქები“ და სულელური წესი „ყოველთვის ქუსლებზე“.
ექსპერიმენტები ჩაატარეთ მამაკაცის სტილის ფეხსაცმლით (ის როგორც ქალურ, ასევე საქმიან სტილს უხდება), უხეში ჩექმა–ჩოპერით, ულტრათანამედროვე ბოტფორტებით და სხვა მოდელებით, რომლებიც თანამედროვედ და მოდურად გამოიყურება.
„არასწორ“ კოლგოტს იცვამთ
ხორცისფერი ბზინვარე კოლგოტი, რომელიც თქვენს ფეხს რაღაც უაზრობად აქცევს; გიჟური აჟურული მოდელები, რომლებიც საერთოდ არაფერს უხდება და, რა თქმა უნდა, კოლგოტები, რომლებიც ბაძავს გეტრებს შესაკრავებით – ამ ყველაფერს მყარ „არას“ ვეუბნებით და გირჩევთ მოდურ „ბოიკოტს“ შემოუერთდეთ!
ვარცხნილობას ყურადღებას არ აქცევთ
როგორი მოდური და აქტუალური ლუქიც არ უნდა შექმნათ, შეკრული ბინძური თმა ან „ყვავის ბუდესავით“ გაშლილი თმა სტილს უმოწყალოდ „კლავს“. ამ შემთხვევაში აქსესუარები და სწორი ფეხსაცმელი მოდურ ლუქს ვერ გადაარჩენს.
ან თმას იჩეჩავთ და ლაქით აშეშებთ
მოკლედ, საპირისპირო სიტუაცია (აჩეჩილი თმა, ლაქით დაფარული ან „გამარჯობა 90-იანებიდან“) კარგი არაფრით არაა. დღეს ტრენდშია მინიმალიზმი და ბუნებრიობა, ამიტომ უარი თქვით რთულ ვარცხნილობაზე, რომელიც არათანამედროვედ გამოიყურება. არჩევანი უფრო აქტიურ ვარიანტებზე გააკეთეთ.
ძალიან ბევრი ოქრო
არ აღიარებთ ბიჟუტერიას ( „ის მხოლოდ სკოლის მოსწავლეს უხდება“) და ვერცხლს („ღარიბულად და არასერიოზულად გამოიყურება) და ოქროს ამაყად ატარებთ? განსაკუთრებით ბეჭედს? და აუცილებლად ყველა თითზე? ჩვენ პრობლემა გვაქვს!
ძირითადი გარდერობი არ გაქვთ
ძირითადი ნივთები – საფუძვლის საფუძველია. მათი წყალობით უამრავი აქტუალური ლუქის შექმნას მარტივად შეძლებთ. აი, ლეოპარდის კაბების გიჟური ნაკრები, ჯინსები ბრჭყვიალებით და საეჭვო ბლუზები სტილით „კორპორატიული ოფისში“ მუდმივად შეგიქმნით პრობლემას, რომ „ჩასაცმელი არ გაქვთ“.