ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება, რომ მქონდეს აღარ გავთხოვდებოდი.

0
826

თითქმის ყველა გოგონა ბავშვობიდანვე ოცნებობს დიდებულ ქორწილზე, მყუდრო სახლზე, მზრუნველ, ძლიერ მამაკაცსა და ორ-სამ ხმაურიან ბავშვზე. თუმცა, როცა მათი ოცნება, ბოლოს და ბოლოს, ახდება, ბევრი ხვდება, რომ ეს ის არ არის, რაც მა სჭირდებოდა.

სწორედ ეს შეემთხვა ჩვენი დღევანდელი სტატიის 65 წლის გმირს.

Photo credit: Depositphotos

როდის წყვეტს ქალი დაქორწინებული ცხოვრების ზღაპარს და რატომ ენატრებათ ქალებს თავისუფლება? მოდით, ერთად გავერკვეთ.

ცხოვრება ქორწინებაში

თავიდან, ქორწინება რაღაც დაუჯერებლად გეჩვენება. ჰაეროვნად, ზეციურად… განსაკუთრებით, თუ ახალგაზრდა და წესიერი გოგო ხარ. სანამ საიდუმლოს ფარდა აეხდება, ქორწინება გოგონას ვარდისფერ ოცნებად დარჩება. ამ ოცნების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება გვსურს ხოლმე. “ქორწინებას ხომ ბევრი სასიამოვნო სურპრიზი ახლავს თან.”

Photo credit: Depositphotos

თუმცა, მწარე სიმართლე ისაა, რომ ყველაფერი პირიქით ხდება. არა, იმას მაშინვე ვერ მიხვდები, რომ გაგაცურეს და ქმართან ცხოვრება იმდენ ღვთიურ ნეტარებას არ მოგიტანთ, მანამდე ჟრუანტელს რომ გგვრიდათ. დღითიდღე, თანდათან შეამჩნევთ, რომ თვალებიდან ვარდისფერი ფირი გძვრებათ. აი, ერთხელაც დაქორწინებული ცხოვრების ჭეშმარიტ არსს შეიცნობთ.

Photo credit: Depositphotos
გააზრება

ყოფილ გატაცებებს საყოფაცხოვრებო საზრუნავი ჩაანაცვლებს: საჭმლის მომზადება, დალაგება, რეცხვა და მსგავსი “ქალური ბედნიერებები”. საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წინსვლა შემდეგისთვის უნდა გადადო. პირველ რიგში, უნდა იზრუნო შვილსა და ქმარზე. აჭმევ, მოეფერები, შეაქებ და იავნანას უმღერებ (ერთი და იგივე სქემა როგორც ბავშვის, ისე კაცისთვის).

Photo credit: Depositphotosაი, ერთ მშვენიერ დღეს კი თავში დაგარტყამს კითხვა: “აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ? როგორ იქცა ჩემი ცხოვრება ასეთ მონოტონურ წრედ, რომელიც უფერული დღეებისგან შედგება? სადაა შეპირებული ჰეფი-ენდი?”

იქნებ, ეს ივლისის ცხელ დღეებში მოხდეს, როცა ქმარი კიდევ ერთხელ ამჯობინებს ძმაკაცებთან ერთად დალევას, თქვენთან ერთად სადმე წასვლის სანაცვლოდ. ან, იქნებ ეს ოქტომბრის წვიმიან საღამოს მოხდება, როცა საყვარელ ქმარს ეძინება, თქვენ კი გაციებულ ბავშვზე მარტო იზრუნებთ და მღელვარებისკან თვალს ვერ მოხუჭავთ. ან, იქნებ წლის ყველაზე ბედნიერ დღეს, როცა ქმარი მოულოდნელად გამოიჩენს გულწრფელ ინტერესსა და ყურადღებას თქვენდამი, როგორც ისტორიის დასაწყისში.

რა მნიშვნელობა აქვს, როდის გაგიჩნდებათ ეს აზრები. უბრალოდ, მზად იყავით მათ მისაღებად და გულწრფელად უპასუხეთ ყველა იმ კითხვას, რომლებსაც საკუთარ თავს დაუსვამთ.

Photo credit: Depositphotos

მეორე ცხოვრება რომ მქონდეს, არავითარ შემთხვევაში არ დავქორწინდებოდი. სამწუხაროა, რომ ახლა არაფრის შეცვლა შემიძლია. ახალგაზრდებს კი გირჩევთ, დაფიქრდეთ, რა გინდათ ცხოვრებაში, და უფრო გააზრებულად მიუდგეთ დაქორწინების საკითხს.

Photo credit: Depositphotos

პირადად მე ვფიქრობ, რომ ქორწინება მაინცდამაინც საყოფაცხოვრებო კატორღად არ უნდა იქცეს. ბედნიერად ცხოვრება ქორწინების შემდეგაც შეიძლება. თუმცა, ის, რომ ოჯახურ ცხოვრებას ბევრი ძალა და ენეგია სჭირდება, ჭეშმარიტებაა. მას გააზრებულად უნდა მიუდგე, როგორც ჩვენი წერილის ავტორი ამბობს.