რატომ ტირიან ღამ-ღამობით მარტოხელა დედები, რომლებიც დილით ბედნიერად გვაჩვენებენ თავს

0
701
Photo credit: Pixabay

უსიამოვნოა ამაზე საუბარი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მარტოხელა ქალია. არ აქვს მნიშვნელობა, დედაქალაქში თუ რაიონულ ცენტრში, განქორწინებული ან დაუქორწინებელი ქალის პოვნა ძალიან მარტივია. ეს მათი ბრალი არაა – ხშირ შემთხვევაში, ეს იმ მშიშარა მამაკაცების ბრალია, რომლებიც კუდამოძუებული გარბიან, როგორც კი ურთიერთობის მთელ სერიოზულობას შეიცნობენ.

თუმცა, არ იფიქროთ, რომ ქალები სუსტები არიან და მარტო ყოფნა აწუხებთ. არა! ისინი უფრო ძლიერები არიან, ვიდრე გგონიათ. პრაქტიკაში, ამას ყოველდღე ამტკიცებენ.

Photo credit: Depositphotos

მარტოხელა ქალთა ქალაქი

ახალი ნაცნობობა

ირაკლი თოვლიან ქუჩას მიუყვებოდა და გარე განათების მკრთალ შუქს უღიმოდა. ახალი წლის წინა ღამე იყო. დღესასწაულის მეგობრებთან ერთად აღნიშვნა უკვე ტრადიციად ექცია, ამიტომ ზუსტად იცოდა, რა ელოდა უახლოეს მომავალში. მუსიკა, სასმელი, გემრიელი კერძები, მაშხალები და ღიმილიანი სახეები. სამწუხაროდ, როგორც ყოველთვის, ისევ მარტო იქნებოდა. თუმცა, არაუშავს, ეს ნორმალურია. 

Photo credit: Depositphotos

მოულოდნელად, მეორე სართულის ფანჯარაში ქალის სილუეტი დაინახა. მამაკაცმა სვლა ოდნავ შეანელა – ქალის ფიგურა, რომელიც საშინაო ხალათში იყო გახვეული, მას ძალიან ლამაზად, მიმზიდველადაც კი ეჩვენა. ის გოგონამაც დაინახა და, მცირე პაუზის შემდეგ, მაცდურად მიიხმო ხელით. ისაუბრეს და ახალგაზრდებმა დღესასწაულის ერთად გატარება გადაწყვიტეს.

თინას გარდა, სახლში კიდევ რამდენიმე გოგო იყო. ახალგაზრდები, მხიარულები, ცოტათი სენტიმენტალურებიც. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ირაკლიმ გადაწყვიტა, კედლიდან ძველი გიტარა ჩამოეღო და რამდენიმე პოპულარული სიმღერა დაეკრა. აბსოლუტურად უცნობი გოგონები, უეცრად, მისთვისი უფრო ახლობლებად იქცნენ, ვიდრე ყველა მისი მეგობარი, რომლებთანაც ირაკლი იმ დღეს მიიჩქაროდა. 30 წუთში, ძველი წელი ახლით უნდა შეცვლილიყო.

Photo credit: Depositphotos

მარტოხელა ქალებს ყველგან შეხვდებით. განქორწინებული მარტოხელა დედები, უბრალო მარტოხელები, ქვრივები. ეს ძლიერი ქალები არიან, რომლებსაც საკუთარ თავსა და ბავშვებზე ზრუნვა იმ ხელფასით შეუძლიათ, რომელიც მამაკაცს ჩვეულებრივი ცხოვრების რამდენიმე კვირაზეც არ ეყოფოდა. ზომიერება, რეგულარულობა, გაგება, რომ ამ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს. ბუნებრივია, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი, ქალიც იჩენს ხოლმე სისუსტეს. ნებისმიერმა ბავშვმა იცის, რომ დედამისი ბალიშში ჩუმად ტირის, განსაკუთრებით, ბნელ ღამეს.

გარეთ, სხვა ადამიანებს შორის, ეს ძლიერი ძუ ლომია, რომელიც ნებისმიერს შეეწინააღმდეგება, ვინც მისი შვილის დაჩაგვრას ეცდება. იგი სამსახურს ეძებს, ალაგებს სახლებს, ამზადებს საჭმელს, ზრდის ბავშვებს, აღზრდის მათ. არაფერია ისეთი, რასაც ვერ გაუმკლავდებოდა.

Photo credit: Depositphotos

ტრანსპორტში ასეთმა ქალმა, შესაძლოა, მეზობელ მამაკაცს თვალის კუთხიდან გახედოს: მშვენიერია, მერე რა, რომ ღიპი აქვს; ეს ზედმეტად პატარაა, ულვაშებიც არ უხდება; ოჰ, ის როგორი სიმპათიურია, ლამაზი თვალები აქვს, ცუდია, რომ ბეჭედი უკეთია. ესეც ჩემი გაჩერება…

მაშ, რატომ არიან ისინი მარტო? საუზმესაც ამზადებენ, სახლსაც აწესრიგებენ: ნებისმიერი მარტოხელა კაცის ბუნაგს საყვარელ, მყუდრო ბინად აქცევენ. რჩევითაც დაეხმარებიან. არადა, საქმე სწორედ ესაა – მზრუნველობა. 30 წელს გადაცილებულ მამაკაცებს უკვე აღარ სურთ ზედმეტი ფიქრი და საზრუნავი, როგორც ახალგაზრდობაში. მათ ეზარებათ გარეგნობასთან დაკავშირებული პრეტენზიების მოსმენა. ეზარებათ სამსახურში დაწინაურება, მეტი ფულის მისაღებად და ცხოვრების ახალ დონეზე გადასასვლელად. რატომ? ასე მიეჩვია, ეს მისთვის ნორმალურია.

Photo credit: Depositphotos

მაშინ ქალი ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს. უკეთესად იცხოვროს, დაე, მისი ქმარი ამ დროს დივანზე იწვეს ან “ბირჟაზე” იდგეს. აი, მოვა სახლში და დაინახავს, რომ რაღაც შეიცვალა. მისთვის ეს მყუდრო არაა, უჩვეულოა. შემდეგ ისევ, ისევ რაღაც შეიცვალა: 86 წლის მაგნიტოფონი გადასაგდებადაა გამზადებული, დივანი სხვაგან დევს. სახლში ქაოსია.

აი, ახლა იწყება ურთიერთობის გარკვევა. ზოგიერთი წყვილი მაშინვე შორდება, ან ცხოვრებას აგრძელებს ისე, როგორც აქამდე ცხოვრობდა. ზოგიერთი გარკვეულ დროებით ზავს დებს, რათა კიდევ ერთხელ, აუცილებლად დაუბრუნდეს ლოკალურ კონფლიქტს. რჩებიან ისინი, ვისაც შეუძლია თავიანთი პარტნიორის მოსმენა და კომპრომისზე წასვლა. მესამე კატეგორია, სამწუხაროდ, ყველაზე მცირერიცხოვანია.

სწორია ეს თუ არა – ამის თქმა არავის შეუძლია, რამდენადაც მიზეზები, რომლებიც ქალს მარტოხელად აქცევს, მრავალფეროვანია. ამაში არც მამაკაცია ყოველთვის დამნაშავე. ცხოვრება მრავალფეროვანი და, ხშირად, უსამართლო რამაა.

ახალი წლის ღამე

Photo credit: Depositphotos

გიტარის თანხლებით რამდენიმე სიმღერის შესრულების შემდეგ, ახალგაზრდები მოდუნდნენ. თინას დაქალებს შურდათ ბინის მფლობელისა, რომელმაც მოულოდნელად შეიფარა ახალგაზრდა ბიჭი. იგი კარგად გამოიყურებოდა, კარგადაც ხუმრობდა, მოკლედ, კარგი, ჭკვიანი ბიჭი იყო, სულიერად მარტოხელა გოგოსთვის შეეძლო შესაფერისი აკორდის შერჩევა. დღესასწაული მხოლოდ ახლა დაიწყო, ნახევარი საათია არავის არაფერი უთქვამს. მილოცვები და მაშხალები გარეთ ერთი წამითაც არ შეწყვეტილა.

მთელმა გუნდმა გადაინაცვლა ბინაში, სტუმრის კონცერტი ჩამთავრდა. ირაკლის თინასა და მისი დაქალების გაოცება სურდა, რადგან მისი შემთხვევა ძალიან იშვიათი იყო – ვის ეძახის ლამაზი ქალი თავის ბინაში? 

ღამის ორ საათზე კი, თავის ახალ ნაცნობთან კოცნისა და ალერსის შემდეგ, ირაკლი ნამდვილი გაიძვერასავით მოიქცა: ჩუმად გაიძურწა შემოსასვლელ ოთახში, სასწრაფოდ ჩაიცვა და გაიქცა. ასეთი იყო. რა უშლიდა ხელს დარჩენაში? თავადაც არ იცოდა. კარგი სამეგობრო წრე, ჭკვიანი და ლამაზი გოგონები. თინა, რომელიც მას ძალიან მოეწონა. წინ მას მთვრალ მეგობრებთან შეხვედრა და სტანდარტული მამაკაცური დროსტარება ელოდა. რატომ წავიდა? ამ კითხვაზე თავადაც არ იცის პასუხი.