ქმრისგან წასვლა მინდა, ბავშვებთან ერთად, რაც შეიძლება სწრაფად

0
745
Photo credit: Pixabay

თუ ქალი არაორაზროვნად აცხადებს, რომ ქმრის მიტოვება სურს, ესე იგი, რაღაც მართლა ძალიან სერიოზული მოხდა. ასე, უბრალოდ, ხასიათის ცვალებადობის გამო, მსგავს რამეს ვინ გადაწყვეტს? თუმცა, გახსოვდეთ, რომ ეშმაკი წვრილმანებშია, დროულად უნდა დაინახოთ, რა გელით. ასე შეემთხვა ჩვენს ერთ მკითხველსაც.

Photo credit: Pixabay

Girl.ge-ის რედაქცია უკვე მერამდენედ გთხოვთ დახმარებას – დაგვეხმარეთ რჩევით. ქალი უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა. იქნებ, მისი გადაწყვეტილება იმპულსირია. ან, იქნებ სწორად მოიქცა? ესეც მისი წერილი – უცვლელად გთავაზობთ:

ქმრის მიტოვება მინდა

“მას შემდეგ, რაც ჩემმა ქმარმა ჩვენი 1 წლის ქალიშვილის დაბადების დღეზე საფღეგრძელო წარმოთქვა, ისღა დამრჩა, სუფრიდან ავმდგარიყავი და ტანსაცმლის ჩალაგება დამეწყო. მეორე დღეს დამირეკა, დაფიქრება მთხოვა. მაგრამ, მე სერიოზული ეჭვები გამიჩნდა. რასაც ფხიზელი ფიქრობს, იმას მთვრალი ამბობს. ესე იგი, ზუსტად ისე ფიქრობდა, როგორც თქვა. 

Photo credit: Pixabay

ეს ჩემი მეორე ქორწინებაა. პირველი ტრაგიკულად დასრულდა. ერთი ვაჟი დამრჩა, დავქვრივდი. გიორგი საიმედო, სერიოზულ პარტნიორად მომეჩვენა. მაგრამ, რაც ყველაზე საინტერესოა, ჩემი ვაჟი ძალიან კარგად მიიღო და კარგადაც ექცეოდა. ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ არ დავფეხმძიმდი. აი, აქედან დაიწყო ცვლილებები.

თითქოს, წქალიშვილის დაბადებას მხოლოდ ჩვენი პატარა, თუმცა მტკიცე ოჯახი კიდევ უფრო მეტად უნდა შეეკრა. მე კი შევნიშნე, რომ ქმარი შეიცვალა. თითქოს, ჩვენ მიმართ გაცივდა და ახლა მხოლოდ თავის ქალიშვილთან ერთად უნდოდა ყოფნა. თავისი ნამდვილი სახე კი დაბადების დღეზე გამოაჩინა, როცა ქალიშვილს 1 წელი შეუსრულდა.

Photo credit: Pixabay

ყველა კარგად გაერთო, ბევრი სტუმარი, ბევრი საჩუქარი, ჩვენი მშობლები… გიორგიმ ბევრი დალია და, როცა სადღეგრძელოს სათქმელად წამოდგა, განაცხადა, რომ ჩვენს ოჯახში ეს პირველი ნამდვილი დღესასწაულია. ქალიშვილს ბედნიერება უსურვა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. უცებ ვიღაცამ დანიელზე ჰკითხა – ისიც ხომ შენი ვაჟიაო.

ჰოდა გიორგიმ გაუბერა. ყველას გასაგონად თქვა, რომ დანი მისი შვილი არაა, და რომ 18 წელი როგორც კი შეუსრულდება, მას “უკან დააბრუნებდა”. მისი შეჩერება მამამისმა სცადა: გიორგი, ახლა ხომ მამამისი შენ ხარ, ხომ იცოდი, რაზეც მიდიოდი დაქორწინებისას, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკიო. თითქოს, ჩემი ქმარი ამან უარესად გააღიზიანა.

Photo credit: Pixabay

იყვირა, რომ დანი მისი შვილი არაა. მეც გამაგდებს, თუ ძალიან მოინდომებს. მე ხომ მაინც არსად მაქვს წასასვლელი. ეს ყველაფერი მოვისმინე. თითქოს, ცივი წყალი გადამასხეს. დაასრულა თუ არა, ჩუმად ავდექი სუფრიდან და ოთახში შევედი, ნივთების ჩასალაგებლად.

პირველად, ჩემთან მისი და მოვიდა, ანა, დაფიქრდიო. თურმე, ბევრი დალია და ამიტომ ბჟუტურობს. ნუ მიიტან გულთან ახლოსო. თან სად უნდა წახვიდეო. ვეუბნები, რომ არ შემიძლია ამის გატარება. ის ჩემი ქმარია და, რადგან ასე ამბობს, ესე იგი, ასეც ფიქრობს. მე მშობლებთან წავალ. ერთად წავალთ. კარგია, რომ მამამ თავი შეიკავა. თუმცა, ვფიქრობ, რომ გიორგის ამ თემაზე დაელაპარაკება.

Photo credit: Pixabay

იმავე საღამოს გადავედი მშობლებთან. გიორგი, როგორც ჩანს, ვერ მიხვდა, რა მოხდა. დილით დამირეკა, რა მოხდაო. მე ვუთხარი, რაც მოხდა და, რომ თავის ქალიშვილს მხოლოდ უქმეებზე ნახავდა. დანის კი საერთოდ ვეღარ ნახავდა.

1 კვირაში, დანის ბებია-ბაბუამ, პირველი ქმრის მშობლებმა, მითხრეს, რომ ჩვენი ყოფილი ბინა ჩვენს განკარგულებაშია. არ გაუყიდიათ, რამდენიმე წელი გაგირავებული ჰქონიათ. ამიტომ, ახლა შეგვიძლია, ისევ იქ გადავიდეთ და ისინი ყველანაირად დაგვეხმარებიან. უმცროსს კი შვილიშვილივით მოექცევიან.

Photo credit: Pixabay

გიორგი დაბრუნებას მთხოვს, პატიებაც მთხოვა, მე კი ვფიქრობ, რომ არ ღირს. რატომ უნდა ვიცხოვრო ადამიანთან, რომელიც ჩემი შვილის გაგდებას აპირებს, როცა სრულწლოვანი გახდება? მჭირდება კი ისეთი ადამიანი გვერდით, რომელიც ფიქრობს, რომ ჩემი ვაჟი მისი შვილი არაა?”

რედაქციისგან

ამჯერად, ჩვენ არ შევაფასებთ მომხდარს მორალურად. უბრალოდ, იმას ვიტყვით, რომ ეს ისტორია უსიამოვნოა. თქვენგან კი ველით რჩევებს კომენტარებში. გთხოვთ, განსაჯეთ ეს ამბავი და ურჩიეთ ქალს, როგორ მოიქცეს. თქვენ როგორ მოიქცეოდით მსგავს სიტუაციაში?

Photo credit: Pixabay

თუ ქალი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ქმრისგან წასვლა უნდა, ესე იგი, ამის საფუძვლიანი მიზეზი აქვს. განქორწინება არ იკბინება!