მყავს “თანამედროვე” ცოლი, კარგი ხელფასი მაქვს, მაგრამ უკვე აღარაფერი მახარებს

0
692
Photo credit: Depositphotos

ახლა ვეღარავის გააკვირვებს ქალი, რომელიც ოჯახს არჩენს. ხშირად, მამები ბავშვების აღზრდით კავდებიან, დედები კი წარმატებულ კარიერას იწყობენ. თუმცა, მაშინ, როცა ოჯახში ყველაფერს ცოლი წყვეტს, ყოველთვის ყველაფერი რიგზე არაა. როგორც არ უნდა მოხდეს, მამაკაცს ყოველთვის უნდა, ოჯახის ბურჯად დარჩეს, და ვერ ეგუება ახალ სპეციალობას – მამასახლისს. ამიტომ, ხშირად, მას მეუღლის წარმატება ფსიქოლოგიურად ახრჩობს.

Photo credit: Depositphotos

ოჯახში ყველაფერს ცოლი წყვეტს

“13 წელია, დაოჯახებული ვარ. 43 წელი შემისრულდა, მარი მალე 40-ის გახდება. 3 შვილი გვყავს. ერთ-ერთი მათგანი მარის წინა ქორწინებაში გაუჩნდა, ორი კი საერთოა. მოკლედ, კარგად ვცხოვრობთ. ჩემი ცოლი მსხვილ კომპანიაში მუშაობს და ახლა ოჯახს ის არჩენს. ბავშვების გაჩენამდე მე ვმუშაობდი, შემდეგ მე სახლში დავრჩი, მარის კარიერის აშენება რომ შეძლებოდა.

Photo credit: Depositphotos

ახლა იგი წარმატებული ბიზნეს-ლედია, მე – უმუშევარი მრავალშვილიანი მამა. მთელ ჩემს დროს ოჯახს ვუძღვნი, თუმცა, ასე აღარ შემიძლია. ცოლთან უკვე ინტიმური ურთიერთობაც აღარ მაქვს. თითქმის არ ვკამათობთ, მაგრამ ვგრძნობ, როგორ შეეცვალა დამოკიდებულება. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, გაშორება შეუძლებელია, ბავშვები ჯერ ძალიან პატარები არიან.” – ამბობს დავითი.

Photo credit: Depositphotos

ფსიქოლოგის რჩევა

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ოჯახი მეუღლეების საზიარო საქმეა. არ შეიძლება საერთო მიღწევების გაყოფა და ერთმანეთის დადანაშაულება იმაში, რომ ოჯახში სხვადასხვა როლს ასრულებთ. მამაკაცებს ახასიათებთ გმირ-გამარჯვებულად წარმოჩენის, ოჯახში შემომტანის როლის მორგების სურვილი. თუმცა, არაფერია ცუდი იმაში, რომ ამ მოვალეობის შესრულება ცოლს გამოსდის.

Photo credit: Depositphotos

საქმე ისაა, რომ დავითი არ ფიქრობს, რომ მისი ცოლის დაწინაურება და მისი სამსახურებრივი წარმატება მისი დამსახურებაცაა. როცა მისი მეუღლე კარიერას იწყობდა, დავითი ხომ ბავშვებზე ზრუნავდა და სახლში წესრიგს ამყარებდა. ეს ოჯახში შეტანილი დიდი წვლილია, თუმცა, მამაკაცი ფიქრობს, რომ ბავშვებზე ზრუნვა კაცის საქმე არაა. იქნებ, ცოლიც ტუქსავს ხოლმე იმის გამო, რომ არ მუშაობს.

Photo credit: Depositphotos

ორივე მეუღლეს უნდა ესმოდეს, რას აკეთებენ, რა შეუძლიათ, ოჯახის საკეთილდღეოდ. ფსიქოლოგთან მისვლა ან უბრალოდ გულახდილი საუბარი სიტუაციას განმუხტავს. ურთიერთობაში რომანტიკაც ხშირად იკარგება, ადამიანთა გაუყოფელი შეხედულებების გამო. მარიმ უნდა გაიგოს, რომ ქმრის მხარდაჭერის გარეშე ვერ მიაღწევდა სამსახურებრივ წარმატებას, ამის ნაცვლად, სახლში იჯდებოდა და ბავშვებს გაზრდიდა.

ჩვენ ყველას გვაქვს ამბიციები და რაღაცის მიღწევის სურვილი. ხანდახან, სოციალური როლების შეცვლა გვაბნევს, თუმცა, ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ ისწავლეთ ახალი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. როცა ადამიანი ახალ გარემოებებზე მორგებას სწავლობს, მას ვერავითარი სტერეოტიპი და ეჭვი ვერ შეუშლის ხელს ბედნიერების მოპოვებაში.