
ჩვენს სახეზე განლაგებულ მრავალ წერტილს შორის, არსებობს სილამაზის წერტილებიც, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. იცოდით, რა არის სახის რეფლექსოთერაპია? აღმოჩნდა, რომ ესაა ორგანიზმის გაახალგაზრდავება ძველვიეტნამური მეთოდით, რომელიც იყენებს სახეზე განლაგებულ წერტილებს.
Girl.ge-ის რედაქციამ შეისწავლა ეს მეთოდი. იგი გამოსაყენებლად მარტივი და ეფექტურიც აღმოჩნდა.
ასეთი წერტილოვანი მასაჟის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მას დამოუკიდებლადაც შესანიშნავად მოახერხებთ. სილამაზის წერტილების დამუშავებით, თქვენ არამხოლოდ მოიშორებთ ნაოჭებს სახეზე, არამედ იდეალურ ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფთ მისთვის.
- პირველი წერტილები ყურების წინაა განლაგებული. უმეტეს შემთხვევაში, მმთელი ამ ზონის დაზელა უფრო მარტივია ვერტიკალური მოძრაობებით: ზემოდან ქვემოთ, თუ მოდუნება, დამშვიდება გსურთ, და ქვემოდან ზემოთ, თუ გამოფხიზლებას ლამობთ.ჩვეულებრივ, მასაჟი სწორედ ამ წერტილით იწყება, თუ ძალიან დაიღალეთ და დაძაბულობის მოხსნა გსურთ. ჩვეულებრივ, ამ წერტილითვე მთავრდება ეს პროცედურა. მის დამუშავებას მძლავრი მარეგულირებელი მოქმედება აქვს, ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე.ამ წერტილის დაზელა დაგეხმარებათ სახის კუნთების ტონუსში მოყვანაში, ნერვული სისტემის მოდუნებაში, წნევის დარეგულირებაში, საკვების მონელების სტიმულირებაში, სურდოს სიმპტომების მოხსნაში, იმუნიტეტის გაუმჯობესებაში, სექსუალური ენერგიის ამაღლებაში.
- ეს წერტილი მოიცავს სახის ცხვირ-ტუჩის ნაწილს. ისინი პასუხს აგებს გულზე, ფილტვებზე, ცხვირზე, ღვიძლზე, კუჭზე, მუცლის ქვედა ნაწილზე. წერტილის დაზელა დაარეგულირებს სისხლის მიმოქცევას სახის ცხვირ-ტუჩის ნაწილში, რითაც ხელს შეუშლით ცხვირ-ტუჩის ღრმა ნაკეცების გაჩენას.აგრეთვე, საჭიროებისამებრ, ამ წერტილზე სწორად ზემოქმედება შეამცირებს წნევას, გაზრდის სიცოცხლისუნარიანობას, მოგიხსნით მუცლის ტკივილებს, ტონუსში მოიყვანს გულის კუნთებს. ეს წერტილი, აგრეთვე, ცნობილია, როგორც რეანიმაციის წერტილი გონების დაკარგვის დროს.
- წარბშორის ნაოჭების შემცირებაში მესამე წერტილი დაგეხმარებათ. აგრეთვე, იგი პასუხს აგებს კისრის მალებზე, ყელზე, მაქსილარულ უბეებზე, ჰიპოფიზზე. ესაა “მესამე თვალის” წერტილი. იგი ამშვიდებს აგზნებულ ნერვულ სისტემას, აგრეთვე, აქტიური სტიმულაციის შემთხვევაში, ააქტიურებს ნერვულ პროცესებს. წერტილზე ზემოქმედება დამამშვიდებელ გავლენას ახდენს მთელ ფსიქიკაზე.
- ამ წერტილების სტიმულაცია, აგრეთვე, დაგეხმარებათ წარბებს შორის ნაოჭების შემცირებაში და ხელს შეუშლის მათ გაჩენას. წერტილები პასუხს აგებს თვალებზე, თვალის ნერვებზე, გულზე. ისინი მოადუნებს თქვენს ნერვულ სისტემას და დაარეგულირებს ძილს, უძილობის დროს.
- დაგეხმარებათ შუბლის კანში სისხლის მიმოქცევის დარეგულირებასა და სტიმულირებაში. იგი, აგრეთვე, პასუხს აგებს თვალებზე, ხერხემალსა და ღვიძლზე. ეს წერტილი მნიშვნელოვანია მეხსიერების გასაძლიერებლად, არეგულირებს ჰორმონებს და ასტიმულირებს ჩაკრებს. გარდა კოსმეტოლოგიური გავლენისა, ეს წერტილი გააუმჯობესებს მეხსიერებას, მოადუნებს ორგანიზმს, გაზრდის ტონუსს, დაარეგულირებს ენერგიას, შეამცირებს ტკივილს თხემისა და ზურგის არეში.
- როგორც წინა წერტილი, ესეც შუბლის მდგომარეობას აუმჯობესებს. იგი პასუხს აგებს ხერხემალზე, კუდუსუნზე, ცხვირსა და ტვინზე. თმის ძირებთან განლაგებული ამ წერტილებისა და ზონების სტიმულაცია სწრაფად და ეფექტურად ამცირებს ტკივილს წელის არეში. ამ წერტილზე ზეგავლენით, შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება, თავისა და კუდუსუნის ტკივილების მოშორება. უკუჩვენება: არ დაიზილოთ ჰიპერტონიის დროს!
- ეს წერტილი დაარეგულირებს სახის ქვედა ნაწილის სისხლით მომარაგებას. იგი პასუხს აგებს წვრილ ნაწლავზე, საშვილოსნოზე. წერტილის სტიმულირება შეიძლება არამხოლოდ კოსმეტიკური მიზნებით, არამედ მტკივნეული მენსტრუაციის, დიარეის საწყისი სტადიის დროს.
წერტილოვანი თვითმასაჟის საფუძვლები
- წერტილოვანი თვითმასაჟი მშვიდად, აუჩქარებლად უნდა ჩაიტაროთ, საკუთარი შეგრძნებებით იხელმძღვანელოთ.
- წერტილები უნდა ასტიმულიროთ თითებით, ფანქრით, ბურთულოვანი კალმით – მოკლედ, ნებისმიერი მოსახერხებელი ნივთით, რომელსაც საკმაოდ ვიწრო და მომრგვალებული დაბოლოება აქვს. თუ მასაჟისთვის თითებს გამოიყენებთ, მოხარეთ დიდი თითი ან დაიზილეთ საჩვენებელი, შუა, არათითების დაბოლოებით.
- არსებობს მრავალი სამასაჟე მოძრაობა, წერტილების სტიმულაციისთვის, თუმცა, ყველაზე გავრცელებულია წრიული მოძრაობები, განსაკუთრებით, სახის მყარ ნაწილებში, მათ შორის, შუბლის და სხვა ძვლოვან ზონებზე.
- მასაჟის სწორად ჩასატარებლად აუცილებელია მოხერხებულ მდგომარეობაში მოთავსება. მასაჟის დროს, მარჯვენა ხელის მაჯა ან არათითი და ნეკა თითი მიზანმიმართულად, მუდმივად გაიჩერეთ სახეზე. ასეთი ერთგვარი საყრდენი დაგეხმარებათ თითების ან ხელსაწყოების მოცურების თავიდან აცილებაში.
- ქვედა ქუთუთოს დონემდე განლაგებული წერტილების მასაჟი უნდა ჩაატაროთ მაჯაზე დაყრდნობით, ხოლო ცხვირის ხიდს ზემოთ განლაგებული წერტილები აკონტროლეთ არათითითა და ნეკა თითით.
- მოდუნებისთვის, დაიზილეთ წერტილები ზემოდან ქვემოთ, ანუ, შუბლიდან ნიკაპისკენ.
- გამოსაფხიზლებლად, დაიზილეთ სახე ქვემოდან ზემოთ, ნიკაპიდან შუბლისკენ.
მოსადუნებელი მასაჟი
- დაიწყეთ მასაჟი წერტილი 6-დან, რომელიც წარბზემოთ, შუბლის შუა ნაწილშია მოქცეული. მარცხენა ხელით გადაიწიეთ თმა შუბლიდან. მარჯვენა ხელის საჩვენებელი და შუა თითებით დაიზილეთ ეს წერტილი ჰორიზონტალური მიმართულებით, განიერი მოძრაობებით, თანდათან გააძლიერეთ ზეწოლის ძალა. შეასრულეთ 20 მოძრაობა.
- გადადით მეოთხე წერტილზე, რომელიც წარბების დასაწყისთანაა მოქცეული. დაიზილეთ ეს წერტილი ისეთივე განიერი მოძრაობებით 20-ჯერ, თანდათან მთელი წარბის სიგრძის გასწვრივ იმოძრავეთ. დააჭირეთ საკმაოდ ძლიერ.
- დაიზილეთ წერტილი 3, რომელიც წარბებს შორისაა მოქცეული. შეგიძლიათ, იგი შეგიძლიათ მცირე წრიული მოძრაობებით დაიზილოთ და მთელი ზონა ვერტიკალურად, ბურთულიანი კალმით ასტიმულიროთ.
- დაასრულეთ მომადუნებელი მასაჟი წერტილი 1-ით, რომელიც ყურის წინაა მოთავსებული. ენერგიულად დაიზილეთ იგი ოცჯერ, ვერტიკალური მიმართულებით, მოიცავით მთელი ზონა ყურის წინ. შენიშვნა: ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ეს წერტილები სახეზე გარკვეული თანმიმდევრობითაა განლაგებული – ფიალის სახით, შესაძლოა, ეს ასოციაცია დაგეხმაროთ მათი განლაგების დამახსოვრებაში.
გამოსაფხიზლებელი მასაჟი
- დაიწყეთ მასაჟი წერტილი რვით, რომელიც ნიკაპის ზედა ნაწილზეა მოთავსებული. დაიზილეთ იგი ზემოდან ქვემოთ, ოცჯერ.
- ამის შემდეგ, დაიზილეთ წერტილი 2, რომელიც ცხვირქვეშ, ცენტრშია მოქცეული. დაიზილეთ იგი ენერგიულად, ზემოდან ქვემოთ.
- გააგრძელეთ მასაჟი მეხუთე წერტილით, რომელიც შუბლის ორივე მხარესაა. ასტიმულირეთ ორივე მხარე ზემოდან ქვემოთ, ოცჯერ.
- გადადით მეშვიდე წერტილზე – იგი შუბლის ზედა ნაწილში, თმის გასაყოფ ზოლთანაა. შეასრულეთ 20 ენერგიული მოძრაობა ზემოთ-ქვემოთ.
- დაასრულეთ პირველი წერტილის სტიმულირებით.