
თუ სახეზე შეშუპება აღმოაჩინეთ,Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მასაჟს, რომელიც დილით, ან დღის განმავლობაში უნდა გაიკეთოთ. იგი შეამცირებს პრობლემას.
მასაჟისთვის საჭიროა: მსუბუქი ზეთი ან შრატი
- შეიზილეთ რამდენიმე წვეთი შრატი ხელის გულებსა და მაჯებზე. მოათავსეთ შუა, არათითი და ნეკა თითები შუბლის ორივე მხარეს, თმის ზრდის ზოლთან ახლოს: ოდნავ დააჭირეთ და იმოძრავეთ ქვემოთ, ყურებისკენ. გაიმეორეთ ხუთჯერ.
- დაიდეთ ეს თითები შუბლზე. იმოძრავეთ საფეთქლებისკენ. გაიმეორეთ ხუთჯერ.
- დაიდეთ დიდი თითები წარბის დასაწყისთან. ისინი ცხვირის ხიდის გვერდებზე უნდა აღმოჩნდეს. ოდნავ დააჭირეთ, 5 წამის განმავლობაში, შემდეგ წაიღეთ თითები საფეთქლებისკენ. გაიმეორეთ სამჯერ ან, საჭიროებისამებრ.
- დაიდეთ შუა, არათითი და ნეკა თითები ცხვირის ფუძესთან, ტუჩების ორივე მხარეს. იმოძრავეთ საფეთქლებისკენ C-სებრი ტრაექტორიით, დააჭირეთ საშუალო ძალისხმევით. გაიმეორეთ ხუთჯერ.
- მოათავსეთ მაჯა ნიკაპსა და ქვედა ტუჩს შორის. იმოძრავეთ საფეთქლებისკენ, C-სებრი ტრაექტორიით, დააჭირეთ საშუალო ძალისხმევით. დახარეთ თავი უკეთესი ეფექტისთვის. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.
- დაიდეთ საჩვენებელი და შუა თითები შუბლზე. ოდნავ დააჭირეთ, ნელა იმოძრავეთ საფეთქლებისკენ, შემდეგ ქვემოთ, კისრისკენ. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და სილამაზეს!