რატომ გვირჩევენ ასე დაჟინებით კოსმეტოლოგები ატმის ზეთის გამოყენებას

0
1195

კანის ზეთი ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების საუნჯეა. მას მკვეთრად გამოხატული მკვებავი ეფექტი აქვს, მას ვერც ერთი ხელოვნური ანალოგი ვერ შეცვლის. სახის კანის მოსავლელი ერთ-ერთი შესანიშნავი ზეთი ატმის ზეთი გახლავთ.

კოსმეტოლოგებს იგი ძალიან უყვართ და სალონურ პროცედურებში იყენებენ. ზეთს შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. რატომ? იმიტომ, რომ იგი შეიცავს:

  1. სილამაზისა და ახალგაზრდობის ვიტამინებს: А, Е, C, Р, В.
  2. ცხიმოვან ნაჯერ და უჯერ მჟავებს, რომლებიც აახლებს კანს და იწყებს მისი გაახალგაზრდავების პროცესს.
  3. მიკროელემენტებს, რომლებიც ზრდის კანის დამცავ ბალანსს.

ეს ზეთი უხდება კანის ნებისმიერ ტიპს, თუმცა, იგი განსაკუთრებით რეკომენდებულია მშრალი, გაუწყლოებული, დაბერებადი კანისთვის. თუ კანი მოეშვა, გაჩნდა ნაოჭები, სიმკვრივე მნიშვნელოვნად შემცირდა, თქვენ ატმის ზეთი გჭირდებათ. მისი გამოყენებიდან 1.5-2 თვის შემდეგ, კანი მნიშვნელოვნად წამოიწევა, გამკვრივდება, ნაოჭები დაგლუვდება, მოშვებული კანი დაიჭიმება. სახე გაახალგაზრდავდება. გარდა ამისა, ეს ზეთი ამშვიდებს კანის გაღიზიანებასაც.

ზეთი ძალიან რბილი და ნაზია, აქვს მსუბუქი კონსისტენცია, ამიტომ, მას ხშირად უმატებენ საბავშვო კრემების შემადგენლობაში.

ატმის ზეთის გამოყენება რეგულარულად შეიძლება. ამ საშუალებით კანის გამოკვება დაბერების ნიშნების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.

ზეთი გამოიყენება როგორც სუფთა სახით, ისე ნიღბებისა და კრემების დანამატადაც. მსუბუქი ტექსტურა უპრობლემოდ აღწევს კანში. მისი წასმა თვალის გარშემო კანზეც შეგიძლიათ – იგი მოგაშორებთ “იხვის თათებს”. მისი გამოყენების შემდეგ, კანი გაგლუვდება, მიეცემა ხავერდოვანი, გლუვი, მოვლილი იერი. საჭირო ეფექტისთვის, გაჟღინთეთ ბამბის დისკი ზეთით და წაისვით სახეზე.

შეგიძლიათ, ზეთი მაღაზიის კრემებსაც დაუმატოთ. ამისთვის მოათავსეთ მცირე ზომის ჭურჭელში იმდენი კრემი, რამდენიც ერთ წასმაზე გჭირდებათ, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ატმის ზეთი და წაისვით. იგი შესანიშნავად მუშაობს ნიღბებშიც.

სხვადასხვა ქვეყნის კოსმეტოლოგებმა ეს გასაოცარი ზეთი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარეს. მათი თქმით, ეს საშუალება აახლებს, აახალგაზრდავებს, არეგენერირებს კანს. სპეციალისტები ამ ზეთს ძალიან ეფექტურად მიიჩნევენ და მის გამოყენებას ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად გვირჩევენ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური საშუალების გამოყენებამდე, იგი ალერგიაზე უნდა შეიმოწმოთ (იდაყვის შიდა მხარეზე წასმით).